ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო მომავალს იმედიანად უყურებს

ტურინის “იუვენტუსისთვის” 2010/11 სეზონი გუშინ დასრულდა.ალესანდრო დელ პიერომ მომავალზე ფიქრი უკვე დაიწყო, ოფიციალური ვებ-გვერდით იგი გულშემატკივრებს ესაუბრება.

“ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რასაც შეუძლია ჩვენს გუნდს ძალები შემატოს და უკვე პირველი ივლისიდან, ახალი ერა დააწყებინოს.პირველი ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული შეხვედრაა, ეს ხომ ოცნებების თეატრია.გუშინ საშუალება მოგვეცა ისეთი ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიგვეღო მონაწილეობა, როგორიც გარი ნევილია.ისუნთქო ოლდ ტრაფორდის ჰაერი, ითამაშო მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ – ფანტასტიურია.მანჩესტერ იუნაიტედი მისი ტრადიციით, გულშემატკივრების სიმრავლითა და კულტურით მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სიმდიდრეა.მოედნიდან გასვლისას, ქომაგების სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა.ეს ემოციები არა მხოლოდ ამ ზაფხულში იმოქმედებს ჩემზე, არამედ სეზონის სტარტზეც.”

“რაც შეეხება მეორეს, ეს ვინოვოზე გამართულ ვარჯიშია.ბავშვები მწვანე მინდორზე პირველ გუნდთან ერთად.მათთან დროის გატარება დიდი სიამოვნებაა, სიმართლე გითხრათ გავერთე, მათში ისევე იგრძნობა სიცოცხლე, როგორც ალესა და რიკისთვის მიძღვნილ ტურნეზე ვიგრძენი.დიდი ენთუზიაზმი და თამაშის სურვილი.მათ მომავლის იმედი შეგვმატეს და გუნება გამოგვისწორეს.ვთვლი, რომ ყველაფერი გამოსწორდება.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

მაიკა რას უგავს არიელში გარეცხოს გამოშორდება

NEDVEDA11..
13 years ago

და ასე როა დამიჯერე არც ერთ ჭეშმარიტ იუვენტინოს არ უნდა,
მითუმეტეს ყველაზე დიდ იუვენტინოს, ალექს დელ პიეროს ;)

sandro ivaneishvili
13 years ago

სულ ასეა სეზონის დაწყებამდე ბოლოს ყველა ბოდიშებს იხდის

NEDVEDA11..
13 years ago

დიდია რა ! 8)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x