ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ციგლერი : “ძალიან ბედნიერი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, რეტო ციგლერმა ბებერი ქალბატონის ფეხბურთელის რანგში ოფიციალურ ვებ-გვერდს  პირველი ინტერვიუ მისცა.

– რა გრძნობაა, როცა გადიხარ სამედიცინო შემოწმებას და აფორმებ კონტრაქტს ისეთ გუნდთან, როგორიც იუვენტუსია ?

“ძალიან ბედნიერი ვარ.ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა.მოუთმენლად ველი მომენტს, როცა იუვენტუსის მაისურით მწვანე მინდორზე გავალ.”

– რატომ გადაწყვიტეთ “იუვენტუსში” გადმოსვლა ?

“ეს დიდი პატივია.ვთვლი, რომ კარიერაში დიდი ნაბიჯი გადავდგი.აქ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა დავამტკიცო.მაღალი კლასის მოთამაშეებთან ერთად თამაშის ხელიდან გაშვება შეუძლებელია.”

ტურინის “იუვენტუსი” მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ გუნდში წვლილი შეიტანოთ ?

“მე ფლანგის მცველი ვარ, თუმცა შეტევებშიც აქტიურად ვერთვები.საკმაოდ ტექნიკური ვარ, შეტევისა და დაცვის შეწყობა ერთმანეთთან ნამდვილად შემიძლია.”

– კუთხურებსა და საჯარიმო დარტყმებს საკმაოდ ხშირად ასრულებთ, ამის ნამდვილი პროფესიონალი ხართ..

“სტანდარტების შესრულება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პლიუსია.იმედი მაქვს, ალესანდრო დელ პიერო რამოდენიმეჯერ მაინც მომცებს ჯარიმების შესრულების უფლებას, რადგან სეზონში 2-3 გოლი სტანდარტებიდან მაინც გამაქვს.დიახ, კუთხურების მოწოდებაც შემიძლია, ყველა განაპირა მცველი სტანდარტების შემსრულებელი არაა, მე კი ჩემს პლიუსად მიმაჩნია.”


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

დელპიერო თუ არა პირლო შეასრულებს ჯარიმას… თუმცა ალექსს ნაკლები შანსი მიეცემა ალბათ ძირითადიდანვე ითამაშოს, უფრო ცვლილებებზე შემოვა…

Giorgi kasrashvili
13 years ago

რამხელა წარმოდგენა ქონია თავის თავზე, დელპო რატომ დაუთმობს ჯარიმას? მასზე უკეთ ასრულებს რო?:D
თუ არ იქნება ალექსი ძირითადში მაშინ შეუძლია იჩალიჩოს, მანამდე კი არც მისუნოს ბურთთან:)

საბა შიოშვილი

რეტოო… განუსწორდა ამის მოსვლააა

dito chanturia
13 years ago

vfiqrob rom gaamartlebs sakmaod kargi fexburtleia da sheudzlia bevr arafris maqnis dzvirad girebulze uket itam,ashos nu martinesi magalitad es ufasod mainc aviyvanet romca ar gaamrtlos

dito ziraqadze
13 years ago

– რატომ გადაწყვიტეთ “იუვენტუსში” გადმოსვლა ? <<<<< რა სერიოზული კითხვა დაუსვა ჩემი :D რატო და ლივორნოსთან და რეჯინასთან თამაში არ სურდა :D

marchisio8
13 years ago

ლოგიკურად აზროვნებს სამპადან იუვეში უბედური როგორ უნდა იყო :D

13 years ago

იმედია ნორმალურად იტამაშებს და მარტინესივით არ შეგვაყვარებს თავს :D

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x