ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” სანჩესისა და ინლერის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის

იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ბებერი ქალბატონი ალექსის სანჩესისა და გიოქჰან ინლერის შეძენას აპირებს.ჩილელ ფეხბურთელზე მსოფლიო გრანდებს შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ტურინელთა უპირველესი კონკურენტები სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით “მანჩესტერ სიტი” და მილანის “ინტერი” იქნებიან.ჯუზეპე მაროტა უდინელებს 50 მილიონს შესთავაზებს, სანაცვლოდ კი სანჩესისა და ინლერის უფლებათა სრულ პაკეტს იგდებს ხელთ.ფასის შესამცირებლად შესაძლოა მოლაპარაკებებში სებასტიან ჯოვინკო ან კარვალიო ამაური ჩართონ, ორივე ფეხბურთელი ამჟამად არენდის წესით გამოდის “პარმაში”.ჭორების თანახმად, სიტყვიერი შეთანხმება ბიანკონერებსა და ალექსის სანჩესს შორის უკვე მიღწეულია, მთავარი ისაა, დათანხმდება თუ არა “უდინეზე” შეთავაზებას.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gaga amuzashvili
13 years ago

კი მარა
სად უნდა ვათამაშოთ სანჩესი კრასიჩი ამოვაგდოთ თუ ბასტოსიიი მაგას ჯობიაა აგუერო ვიყიდოთთ

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x