ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აღმასვლა/დაღმასვლა – დიეგო რიბას და კუნია

10 წლის წინ, 16 წლის ასაკში “სანტოსის” ძირითად შემადგენლობაში დიეგო რიბას და კუნია გამოჩნდა.ბრაზილიური კლუბი უდიდეს ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, ამიტომ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მოთამაშეების იმედად იყო დარჩენილი, ისეთების, როგორებიც ალექსი, რობინიო და ელანო არიან.სწორედ ამ ფეხბურთელებმა იხსნეს “სანტოსი” უდიდესი კრახისგან.

უკვე შემდეგ წელს დიეგო რობინიოსთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატის გამორჩეული ფიგურა გახდა.მიუხედავათ იმისა, რომ კუნია მხოლოდ 17 წლის იყო, შესანიშნავად გამოვიდა ლიბერტატორესის თასზე და გუნდი ფინალამდე მიიყვანა.

2003-06 წლებში დიეგომ ბრაზილიის ნაკრებშიც გაიბრწყინა, მაგრამ 2004 წელს საოლიმპიადო განაცხადში ვერ მოხვდა.ამის შემდეგ, დიეგომ სამშობლოდან პორტუგალიას მიაშურა, იგი “პორტომ” გარფორმა.ამ შემთხვევაში დიეგოს საკმაოდ რთული მოვალეობები დაეკისრა.მისი მთავარი მიზანი გუნდიდან წასული დეკუს ჩანაცვლება იყო.ბრაზილიელმა პორტოში პირველი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ შემდეგ, ძირითად შემადგენლობაშიც კი უჭირდა მოხვედრა.

2006 წელს, 21 წლის ასაკში რიბას და კუნია ბუნდელისგას მიაშურებს, იგი “ვერდერმა” გაიფორმა.მთავარი მწვრთნელი მას მშობლიურ პოზიციაზე ათამაშებდა, ნამდვილი ათიანი, მოთამაშე ფორვარდების ზურგს უკან.შააფის ცვლილებებმა შედეგი ნამდვილად აჩვენა, კუნიას ყოველ თამაშში ან თავად გაჰქონდა, ანაც საგოლე პასს იწერდა აქტივში.

ფეხბურთელის კარიერაში, ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ხასიათია, დიეგოს მთავარი პრობლემაც სწორედ ეს იყო.2007 წელს, “ფრანკფურტთან” შეხვედრაში დიეგომ სოტირიოს კირიაკოსზე იუხეშა, უფრო ადრე კი, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “ლაციოს” წინააღმდეგ გამოამჟღავნა მისი ფეთქებადი ხასიათი.2008 წელს, კარლსრუესთან შეხვედრაში კუნია დაუნდობლად ურტყამს მეტოქეს ყელში, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ამ საქციელის გამო ბრაზილიელი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.ეს ყველაფერი 4 თვის შემდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც დიეგო საკუთარი სურვილით გაემგზავრა ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, მიუხედავათ ბრემენელების აკრძალვისა.

გაზაფხულზე დიეგო პოლიციის განყოფილების სტუმარი გახლდათ, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო.სწორედ ამ მომენტში გადაწყვიტა ვერდერმა ფეხბურთელის გასხვისება.ბრაზილიელმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და ტრეკვარტისტას პოზიცია კიდევ ერთ ამომავალ ვარსვლავს, მესუტ იოზილს დაუთმო.”იუვენტუსის” მხრიდან 24,5 მილიონიანი შემოთავაზება განხილულიც არ ყოფილა, “ბრემენელმა მუსიკოსებმა” დიეგოს გაყიდვაზე უმალვე დადებითი პასუხი გასცეს.

სატრანსფერო ღირებულებების მხრივ, დიეგო ფასით მესამე იყო, ვინც იუვენტუსმა 2001 წლის შემდეგ შეიძინა.გასაკვირი არაა, ფეხბურთელისგან წარმატებულ თამაშს ელოდნენ.ბიანკონერებში წარმატებული დებიუტიც შედგა, მაგრამ მიღებული მცირე ტრავმის შემდეგ დიეგო მთელ გუნდთან ერთად ბნელში მოექცა.კუნია, როგორც გუნდის სხვა წევრები რეგრესს განიცდიდნენ.სეზონის დასრულებისთანავე ბებერმა ქალბატონმა ალბერტო ძაკერონი ლუიჯი დელ ნერით ჩაანაცვლა, სწორედ ამ დროს დაიწყო ჭორები იმის შესახებ, რომ რიბასის ბიანკონერული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.

ახალმა მწვრთნელმა ტაქტიკური სქემა 4-3-1-2 შეცვალა და მის ნაცვლად 4-4-2 გამოიყენა, ამ წყობაში კი დიეგოს ადგილი არ მოიძებნება.ზუსტად ისე, როგორც 1 წლის ტურინელებმა “ვოლსბურგის” 15,5 მილიონიანი შემოთავაზება დაუფიქრებლად დააკმაყოფილა და ბრაზილიელი გაასხვისა.

მიუხედავათ მაღალი სატრანსფერო ღირებულებისა, დიეგოსგან გერმანელები მაღალი ხარისხის თამაშს ელიან.ისევე როგორც იუვენტუსში, პირველი მატჩები დიეგომ ბუნდელისგაშიც კარგად ჩაატარა, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიასთან და მაინცთან განცდილი მარცხის შემდეგ კუნიას მორიგი რეგრესი დაიწყო.დიეგომ ჯერ იუხეშა ბორუსიას ნახევარმცველ სებასტიან კელზე, შემდეგ კი არაეთიკური ჟესტი მთავარ არბიტრს, ვოლფგან შტარკს უჩვენა.

თებერვალში ფეხბურთელს გუნდის ახალ მწვრთნელთან, სტივ მაკლარენთან კონფლიქტი მოუვიდა.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელმა უმნიშვნელოვანესი პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.მენეჯერმა ბრაზილიელი 100 000 ევროთი დასაჯა.ბუნდელისლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს, კუნია ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მატჩის დაწყებისთანავე კი ნახევარმცველმა სტადიონი თვითნებურად დატოვა.”ვოლსბურგისგან” გამოყოფილი დრო დიეგოსთვის იწურება, როგორც სჩანს, ბრაზილიელს ტრანსფერზე დააყენებენ.

ამ მომენტისთვის ნახევარმცველით არცერთი სერიოზული კლუბი არ ინტერესდება.ბოლო პრეტენდენტები მის შესაძენად “ბოტაფოგო” და “სანტოსი” არიან.როგორც იციან ხოლმე, რიბას და კუნია მორიგი ბრაზილიელი იქნება, რომელიც კარიერის დარჩენილ დროს სამშობლოში გაატარებს.აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ახლა მხოლოდ 26 წლისაა.

ბრაზილიაში დიეგოში ხედავენ ტალანტს, რომელსაც ევროპაში გადასვლისთანავე “თავში აუვარდა” და უჭკუობის გამო საკუთარ პერსპექტივებს ხაზი გადაუსვა.

როგორც სჩანს, ასეთი მოთამაშე ამჟამად არცერთ ევროპულ გრანდს არ სჭირდება.ევროპელებისთვის მთავარი კულტურა სწორედ ხასიათია.სავარაუდოდ, მომავალ სამ წელს ფეხბურთელი ლათინო ამერიკაში, კერძოდ კი ბრაზილიაში გაატარებს და გადაწყვეტს, მომავალში იქნება მატჩების ტრიბუნებიდან მაყურებელი თუ ნაკრების წევრი.

თქვენ კი, ძვირფასი მკითხველებო.მართალი იყო თუ არა იუვენტუსის ხელმძღვანელობა, როცა ამგვარი ხასიათის ფეხბურთელს 4-4-2 ტაქტიკაში არაადაპტირების გამო დაემშვიდობა ? როგორი იქნება კუნიას მომავალი ?

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DIEGO
13 years ago

დელ ნერის დედა რო მოვიკითხე ამის გაშვებისთვის

valeri tokhadze
13 years ago

ძაან დიდი ზარალი

lasha tkeshelashvili
13 years ago

არ უნდა გაეშვათ პირველი სეზონი ასეა თუ ისე ყველას უჭირს სერია აში,ერთი შანსიც ეკუთვნოდა რა.

arseni
13 years ago

რიბერის არავინ დაუთმობს იუვეს ეგ ზღაპარია ეხლა. უკეთესია ბასტოსი არ გაუშვან ხელიდან…. ზოგიერთის ლოგიკა მაინტერესებს დიეგო თუ გასაგდები იყო სხვები რატომ არ გაყარეს ვინც მოგებული თამაშები წააგებინა იუვეს ? ან ამ მარკიზიოს რო გადაეკიდეთ სიმბოლო იუვესი, შემირცხვენია ის იუვენტუსი სადაც მარკიზიო გუნდის სიმბოლო იქნება, ჯერ მიოლერი, მერე პაულუ სოუზა ნედვედი და რავი ვინ არ ბრწყინავდა იუვეს ნახევარდაცვის ხაზში და ეხლა მარკიზიოს დონემდე დავეცით. შედეგიც შესაბამისია ////

13 years ago
Reply to  arseni

მარკიზიო არის უნივერსალი, რამდენჯერ უნდა ვთქვა. მაგის მოედანზე ყოფნით მწვრთნელს აქ ტაქტიკური მანევრირების უდიდესი შესაძლებლობა და ყველა პოზიციაზე მაგრად თამაშობს. ჩამშლელად ისე თამაშობს რო მოედანზე არ ჩანს და თავის საქმეს ასრულებს. ზუსტად ესეთი უნდაიყოს ჩამშლელი და არა მელოსავით სულ ყურადღების ცენტრში (ხან ვის ჩაარტყამს ხან ვის)

13 years ago

ეს რო თავისი საქმის გამკეთებელი ყოფილიყო 7 საგოლე პასი და 5 გოლი არ ექნებოდა. არ მევასება ეს ბრაზილიელები იუვეში მარა ერთი ბასტოსის იმედი მაქ რა… დიეგომ მოსამზადებელი რო მოვიდა მაშინაც კარგად გაიარა მარა მერე … ყველაფერში იმიტო რო თურმე თავში უვარდება. ვნახავთ ეხლა ბოტოფინოფანოებში თუ აუვარდება თავში.

ლაშა ცხვარაძე

მაგრა დამწყდა გული რო წავიდა მეორე ფორვარდათ კარგად თამაშობდა რო არ გაეყიდათ მაგის დაყენება ფლანგზეც სეიძლებოდა და აქედან კრასიცი იქედან დიეგო ან პეპე და შეიძლება ლიგაზეც გავსულიყავით

13 years ago

http://www.youtube.com/watch?v=3URJ97-T_0U ას მომენტი არასდროს დამავიწყდება

13 years ago
Reply to 

ფანტასტიური გოლი იყო.. დიეგო ერთ-ერთი საუკეთესოა ახლო კომბინაციებში.. მაგრამ დელ ნერი რობოტების გუნდს აგროვებდა და და რაში ჭირდებოდა ტეხნიკური ფეხბურთელი

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

Don zoLa

რიბერი 10 ბასტოს გადაყლაპავს რაზეა საუბარი :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  Dutch

ვაიმე facebook-ზე ვთამაშობ ფუტბოლ მენეჯერის პონტი თამაშია და ოქროს ტრანსფერი გავაკეთე და ერთ-ერთი ბასტოსია… :mrgreen:
დანარჩენები – ჩვენი კუაილარელა, ჯენასი, ლუიზაო და კუარეჟმა…
მაროტაზე მაგარი ვარ აშკარად… :mrgreen:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

სივი ააფრინე გალილეო ფერარის ქუჩაზე , იქნებ აგიყვანოს ანიელიმ :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  Dutch

მეილზე ვუგზავნი ეხლა :mrgreen:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

დისციპლინით და ორგანიზებულობით მიიღწევა წარმატება … ეგრე ადრიანო მაგარი ჩუვაკი იყო და რაც ეხლა არის კი ხედავთ ყველანი

რონალდინიოზეც იგივეს თქმა შემიძლია და ეხლა არ მითხრათ რომ ტიპმა ყველაფერი მოიგო და დაიკიდაო … ეგ არის ზუსტად პოხუისტობა და პაპუასობა … აბა მესიმ საკლუბო დონეზე იმაზე გაცილებით ადრე მიაღწია ყველაფერს ვიდრე რონალდინიომ და თან ეს პატალოკი არ არის ))

ზლატანაში ბარსამ გადაიხადა 70 მილიონი და ერთი წლის შემდეგ ყიდის 35 -ში … და სად ეხლა 24 უდაბ 15 ლიმონამდე ჩამოსვლა …

juveboy juventus
13 years ago

დიეგო არ უნდა გაეშვათ, ჯერ კაცი 24,5 მილიონს იხდი და 1წელიწადში 15,5 (ლიმნში) ყიდი. აქაც არ ჩანს რეალურად მოაზროვნე ადამიანი.. (მორატა) მითუმეტეს ტიპმა მოსამზადებელი ყველაზე მაგრად გაატარაა. და ფორმაში შედიოდა. ამ დროს გამოჩნდა დასირე..ლი დელ ნერი. საიმში არაა როგორ მიუდგეს ფეხბურთელს. ან როგორ იპოვოს საუკეთესო გამოსავალი.. ჩემი აზრით დიეგოს გაყიდვა იყო უდიდესი შეცდომა. მერე რა რო გართობა ევასება? რომელ ფეხბურთელს არ ევასება გართობა.. მინდორზე თავის საქმეს გააკეთებდა და მის გარეთ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა..

gocha khalvashi
13 years ago

მელოც როგორც დათკა ეძახის მაგის ერის წაარმომადგენლებს, პაპუასი, ასევე წავა და ლასი გადასარევი აპორნიკია მაგის ადგილას…

————- ლასს——–პირლო———-
—-კრასიჩი——მარკიზიო (?)——–რიბერი—–
——————-მატრი——————-

პ.ს. რიბერი მე მევასება და მაგ პონტში და ეხლა ნურავინ შემესპორება რომ ბასტოსი ჯობიან ან ბასტოსი 28 წლისაა და რიბერიც მაგრამ ბასტოსი ახალგაზრდა და პერსპექტიულია მაინც… იყო ასეთი შემთხვევა :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago

მარკიზიოს ნაცვლად სანჩესი ან სება… მთლად მაგარი იქნება…

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

arseni ეგ კიდე საკითხავია ვინ რა შეუსრულა : D საქმეც ვაფშეტა მაგაშია , რომ ბრაზილიელები მთელი გულით მხოლოდ ნაკრებში თამაშობენ და არა სხვაგან … გარინჩა , რეალურად ასახავს ბრაზილიელ ფეხბურთელს !!! ნიჭიერი , უზომოდ ტექნიკური , ძლიერი , მაგრამ გართობის მოყვარული , რომელმაც საბოლოოდ დაანგრია ყველაფერი … ერთი სიტყვით რომ ვთქვათ პოხუისტები … დიეგო გასაყიდი კი არა გასაგდები იყო , რატო იყო ერთ ერთი საუკეთესო სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კიდე ჩემთვის გამოცანად რჩება , დავჯდეთ და ერთად ვუყუროთ მაგის თამაშს და დარწმუნდები შენც … ფეხბურთელი რომელიც მოგყავს თამაშის დასალაგებლად და პასების გასაკეთებლად , სეზონის მანძილზე ორ გაბამულ თამაშსაც კი არ თამაშობს… Read more »

arseni
13 years ago
Reply to  Dutch

აბა ეხლა ახალ ზიდანს ვერავინ მოიყვანს იუვეში ….

arseni
13 years ago

სხვათაშორის დიეგოს 5 კი არა 7 გოლი გაიტანა იმ სტატისტიკაში იტალიის თასზე იუვეს მუდამ გამამწარებელ ნაპოლისთან და ინტერთან გატანილი გოლები არ წერია და ასევე პრინციპულ დაპირისპირებაში “ნაძირალას” თასზე მილანთან გატანილი გოლიც. წინა სეზონში დაცვამ მოსპო იუვე აბა ნაპილისთან 2-0 და ბოლო 2-3, სიენასთან 3-0 და 3-3, პარმასთან 2-0 და 2-3 და მსაჯებმა, მაგალითად კალიარისთან რა გოლი არ ჩაუთვალეს ამაურის (რის გამოც 0-2 წააგო ის თამაში იუვემ, მგონი ეს იყო იმ სეზონში პირველი წაგება) … ასევე ყველა თამაშზე დიეგო ძირს ეგდო სულ ისე ურტყამდნენ, რაც მსაჯებს ცხადია სულ ფეხებზე ეკიდათ….

arseni
13 years ago

ის რატომ არ დაწერა ავტორმა რომ დიეგო ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სექტემბრის პირზე გაასხვისა მაროტამ და დელ ნერიმ, ეს მათი მზაკვრული ჩანაფიქრი იყო იმ გეგმისა, რომელიც იუვეს დიდების რღვევას ისახავდა მიზანს (რასაც მიაღწიეს კიდევაც, მაროტა ისევ მიყვება ამ გეგმას (მოტას გამოსყიდის ეხლა და იქნებ სერია ბ-ში ნახოს ვინმე 28 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა) … ამასთან დიეგო მაშინ გაუშვეს როდესაც ჯიოვინკო უკვე პარმაში იყო განათხოვრებული და დარჩნენ ლანძაფამეს იმედზე. რომელიც პირველ თამაშებში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მერე კი ტრამვაც მიიღო. ამასთან დიეგო კარგად შეეწყო ამაურის, რომელმაც შემდეგ ეს სეზონი საერთოდ ჩააგდო. მოკლედ შედეგეი სახეზეა ……

arseni
13 years ago

დიეგო უნდა გადავიდეს რომაში. იმიტომ რომ დავიდე პისარო მიდის გუნდიდან . თან რომას კარგად ერგებიან ბრაზილიელები, ან მილანმა უნდა გადაიყვანოს, პირლო წავიდა და ბოლო-ბოლო ეს ზეედორფი უკვდავი ხომ არ არის?

NEDVEDA11..
13 years ago

მე არ გავუშვებდი იმ სეზონის მერე!
ეგრე მთელი გუნდი უნდა გაეშვათ

Giorgi kasrashvili
13 years ago

აუუუ :( დიეგოს სურათი ომ დავინახე სტატიაში ველოდი, რომ კონე მის დაბრუნებას ითხოვსო :( დელნერიმ მოუსპო ამ კაცს ფსიქიკაც და თამაშის სურვილიც… 1 წელი უნდა ეცლიათ, რა 4-4-2 აუტყდა ამ დელნერისაც რა… დიეგო ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია და მის გამო წოლსბურგის თამაშებს დიდიინტერესებით ვუყურებდი… მინდა საკუთარი ადგილი იპოვოს ამ კაცმა, კარგი მწვრთნელი სჭირდება და მისი საყვარელი პოზიცია… 1 წელი რომ ეცლიათ თავის სიტყვას იტყოდა… გაიხსენეთ რომასთან შესრულებული დუბლი… :( ეეეეჰ დიეგო :( შენს ფორმას ამაყად ვატარებ!!!

dito chanturia
13 years ago

amis gayidva nabiji iyo ukan amit iuventusic dazaralda chemi azrit da fexburtelic radgan aman sakmaod gaupucha fsiqika rogorc xedavt tan amas dzlier undoda turinshi tamahsi mitumetes brwyinvaled daiwyo meore forvardad tamashi da ar dagvxhirdeboda exa dzieba fexbrtelebis tavdasxmashi… imedia yvelaferi gamoswordeba da dzvel tamashs ipovis mas jer kidev bevri sheudzlia da tu shansi mieca amisi mashin daamtkicebs kidec

Gurami Tkebuchava
13 years ago

Darja

სტატიის წაკითვა რად მინდა?… უბრალოდ მაგრად მევასებოდა ეს მასტი და მინდოდა კიდევ ერთი შანსი მიეცათ! (სტატია კი წავიკითხე)

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

საღოლ გიო მაგარი სტატიაა

კითხვაზე როგორი იქნება კუნის მომავალი , ალბათ ნათელია … მორიგი პაპუასელი ფეხბურთელის უღიმღამო კარიერა

arseni
13 years ago
Reply to  Dutch

პაპუასები ეძახე და იტალიას, ინგლისს და გერმანიას სადაც დაინახავენ იქ უსრულებენ სამბას და რავი კიდევ რას არა …..

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x