ამაური : ” ლავეცი ფანტასტიურია, ტოტი – განუმეორებელი”
იუვენტუსი განაგრძობს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს . კლუბი ყველანაირად ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას , თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია თავადაც გამოემშვიდობოს რამდენიმე ფეხბურთელს . სავარაუდო წამსვლელთაგან კარვალო ამაურისაც მოიხსენიებენ , რომელმაც ბოლო რამდენიმე თვე პარმაში , არენდის წესით გაატარა . გთავაზობთ ბრაზილო/იტალიელ ფეხბურთელთან ჩაწერილ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს , რომელიც გამომცემლობა La Stampa – მ გამოაქვეყნა …
ამაური , რაზე შევჩერდით ხომ ვერ შემახსენებდი ?
” იანვარში მოცემულ დაპირებაზე , მაშინ გითხარით რომ მაქსიმალურად დავიხარჯებოდი , რათა ყველას დაენახა თუ რა შემეძლო რეალურად . ვფიქრობ , ბევრი დავარწმუნე იმაში , რომ იუვენტუსისთვის პრობლემას არ წარმოვადგენ ” .
შვიდი გატანილი გოლი 11 შეხვედრაში პარმას რიგებში , რას ნიშნავს ეს თქვენთვის ?
” იმას , რომ კვლავინდებურად შემიძლია გოლების გატანა . კარგით ხუმრობა გვერდზე გადავდოთ , კლუბის გამოცვლამ ჩემზე დადებითად იმოქმედა . კმაყოფილი ვარ და შვებულებას ბრწყინვალე განწყობით ვატარებ ” .
რამდენად გაწუხებთ სატრანსფერო სიახლეები თქვენს გარშემო ?
” სეზონის დასრულებისთანავე გადავწყვიტე , რომ არ მეფიქრა არაფერზე . მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემს გარშემო ისევ იწყება აქტიური მითქმა მოთქმა ” .
და რას ფიქრობთ ამაზე ?
” სიმართლე გითხრათ უკვე დიდი ხანია ჩემზე კარგი არაფერი არ დაწერილა , ამიტომ ნასიამოვნები ვარ ასეთი ყურადღებით ” .
სად იქნება ამაური ივლისში ?
” მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და შესაბამისად იუვეში დავბრუნდები ” .
თუმცა , როგორც ჩანს ბიანკონერი აღარ აკეთებს თქვენზე ფსონს …
” ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია . ეს მათგან უნდა მოვისმინო პირადად , აქვთ თუ არა მათ ისევ ჩემი იმედი ” .
ხელმძღვანელობიდან თუ გქონდათ ვინმესთან საუბარი ამ თემაზე ?
” არა რა თქმა უნდა . ამ ეტაპზე ისინი დაკავებულნი არიან მომავალი სეზონის მზადებისთვის და ამიტომ შემიძლია მოცდა . კლუბმა მწვრთნელი გამოიცვალა , რომელიც ახალ ტაქტიკას დანერგავს და ახალ ფეხბურთელებს მოიყვანს . კონტეს პროექტი ეს ესაა დაიწყო ” .
გსურთ უკვე დაიწყოთ თამაში ?
” დიახ და ვიმედოვნებ ისევე დავიწყებ , როგორც გასული სეზონი დავასრულე ” .
რას იტყვით ნაკრებზე ?
” ჯიოვინკომ აძურიში ადგილი პარმაში გატარებული ერთი სეზონით მოიპოვა . ვფიქრობ , ბოლოდროინდელი ასპარეზობით თავი არცერთ საფეხურზე არ შემირცხვენია ” .
ყველაზე სანუკვარი სურვილი ამ ეტაპზე ?
” არასოდეს არ მივიღო ტრავმა . ერთი წლის წინ , საკმაოდ კარგად დავიწყე იუვენტუსთან ერთად , მენტალიტეტის მხრივაც ყველაფერი იდეალური იყო , მწვრთნელისგან და გუნდისგან დიდ ნდობას ვგრძნობდი . თუმცა მიღებულმა დაშავებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა . იანვარში კი სიმართლე გითხრათ , გაცილებით დიდ თანადგომას ველოდი მათგან , მაგრამ საბოლოოდ პარმაში აღმოვჩნდი ” .
პარმა შეეცდება თქვენს დატოვებას , ნაპოლი თავის მხრივ ინტერესს იჩენს , იუვენტუსი კი რომაში აპირებს თქვენს გაგზავნას … რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე ?
” სასიამოვნოა რათქმაუნად ამ ყველაფრის მოსმენა . ნაპოლი ჯერ კიდევ 2001 წელს გავიცანი , როდესაც პროფესიონალურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი , ეხლა კი ისინი უკვე ჩემპიონთა ლიგაში იღებენ მონაწილეობას ” .
ნეაპოლიტანელები ოცნებობენ ტრიოზე : თქვენ , ლავეცი და კავანი …
” ედისონს პალერმოდან ვიცნობ , ლავეცი კი მართლაც ფანტასტიური ფეხბურთელია . ვინც მასთან ერთად ასპარეზობს , ის საკმაოდ ბევრ ბურთებს იტანს . ერთი სიტყვით შოუ გარანტირებულია ” .
მაროტას იმედი აქვს , რომ შეძლებს განახორციელოს ბარტერი ვუჩინიჩი – ამაური , რას ფიქრობთ ამის შესახებ ?
” მარტო ჩემზე რომ ყოფილი დამოკიდებული … რომა ბრწყინავალე კლუბია , არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით . ნებისმიერ ფორვარდს სურს იასპარეზოს ისეთ ფეხბურთელთან როგორიც ტოტია . ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ მომიწევს იუვესთან და ჩემს აგენტთან საუბარი და უკვე ამის შემდეგ მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ” .
წყარო : La Stampa
xalxo ra ver gaiget totize da lavecize ki ambobs magram delpoze imitom ar tqva araferi rom es isedac yvelam icis rom delpiero mattan shedarebit fexburtis gmertia
მელოსგან განსხვავებით ცუდს მაინც არაფრეს ამბობს იუვეზე
დარჩი რა სადაც ხარ
დაგვანებოს რა ამან თავი :DD
აუ იმედია დაგვტოვებს რა კაროჩე არ ვარგა ფეხბურთელად
LASHAJUVENTINO: ლავეცი ფანტასტიურია, ტოტი განუმეორებელი, ამაური შეშა

ტიპმა დელ პიეროს გარდა ყველა აქო და კიდე იუვეში თამაშზე გამოთქვამს პრეტენზიას… არც უნდა მიასუნინო იუვეს სტადიონთან ამას
დელპიეროს გვერძე რო ითამაშებ და ტოტიზე იტყვი მაგარიაო.აი მანდ უნდა მოკვდე პარმაში და პადოვას ვერ უნდა გაცდე.მაგის ღირსია ეს :)))))
ფორცა იუვეეეეე
dzaan magari kaci daabrunon ra an rato gaushves :d
ისე პარმას ყველა იუვენტუსის ფეხბურთელი მაგრად შეეწყო :D კაროჩე თუ იუვედან გაგდბენ, წადი პარმაში, გარანტირებული გაქვს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა
წადი ძმაო საქმე ნახე კOჭი გააგორე რა