სატრანსფერო ჭორები
სატრანსფერო ბაზარზე ტურინის “იუვენტუსი” საკმაოდ აქტიური გუნდია.ბიანკონერებმა პირველი ივნისის შემდეგ 3 ფეხბურთელი უფასოდ დაიმატეს, 4 მოთამაშე კი სხვადასხვა კლუბებიდან გამოისყიდეს.მანამ, სანამ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი კიდევ დაიმატებდნენ ვინმეს, ტურინელთა ხელმძღვანელობა გუნდიდან მოთამაშეების გაშვებაზე ზრუნავს.
გუშინ ტურინის “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადებით “კატანიამ” მიმართა, სარდინიელებს ხორხე მარტინესის არენდირება სურთ, მაგრამ უფასოდ.ლო მონაკოს ურუგვაელის ყოფილ კლუბში დაბრუნება ძალიან სურს, მაგრამ მაროტა უფასო იჯარაზე უარს აცხადებს, რამეთუ გასულ წელს 12 მილიონად შეძენილი ფეხბურთელის ასე გაშვება კლუბისთვის აშკარად წამგებიანი იქნება.
გუშინ, მილანში ამაურის ერთ-ერთი აგენტი, ჯამპიერო პოჩეტა ტომაზო გირარდის შეხვდა (“პარმას” პრეზიდენტი).ემილიური კლუბი წინააღმდეგი არ არის იტალიელი ფორვარდი გამოისყიდოს, ამაურიმ აწ უკვე გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ “პარმაში” გაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.ამაურის მიმართ ინტერესს “პარმას” გარდა “ნაპოლი” და “ფიორენტინა” იჩენენ, ბოლო დღეებში კი იტალიური პრესა იტალო-ბრაზილიელ ფეხბურთელს “ჯენოასაც” უკავშირებს.
მილანში გუშინ რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.საუბარი იყო თანამფლობელობაში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.ამ მოთამაშეთაგან ყველაზე მოთხოვნადი ალბინ ეკდალია, რომელიც სავარაუდოდ “ბოლონიას” სრულუფლებიანი წევრი გახდება.სიაში ფიგურირებენ ჯანდონატოს, მარონეს (გასული სეზონი “სიენაში”), პასკუატოს (კარიერას სავარაუდოდ “კალიარიში” განაგრძნობს) და სორენსენის სახელები.
გუნდიდან არენდით წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ალბათ სწორედ ეკდალია, რომლის მიმართ ინტერესს ბიზოლი იჩენს.მაროტა ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% 5 მილიონად აფასებს, “ბოლონია” კი ნაკლებად.ნებისმიერ შემთხვევაში, ალბინის ტურინულ გრანდში დარჩენის შანსი საკმაოდ მცირეა, მისი დამატების სურვილი “კიევოსაც” აქვს.
სავარაუდოდ დღეს, ფაბიო პარატიჩი და ჯუზეპე მაროტა “პალერმოს” წარმომადგენლებს შეხვდებიან და დევიდე ლანძაფამეს ტრანსფერის თაობაზე დაილაპარაკებენ, რომლის მიმართ ინტერესს “ნოვარაც” იჩენს.რაფაელე პალადინო, რომელიც ბიანკონერებისა და “პარმას” თანამფლობელობაში იმყოფება, კარიერას ემილიურ კლუბში განაგრძნობს.შესაძლოა მას შეუერთდეს სერხიო ბერნარდო ალმირონიც, რომელიც “ბარიში” არენდის წესით გამოდიოდა.ტურინელებმა სამხრეთელებთან მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დაასრულეს, ამიტომ არგენტინელი მალე “პარმას” მოთამაშე გახდება.
წყარო : Tuttosport
აუ ეს კატანია ნახე რაა – 12 მილიონად შემოგვტენეს მარტინესი და ეხლა გვეუბნებიან უფასოდ მოგვეცითო.. ეგეც ჭკვიანი მაროტა, ფეხბურთელში 12 ლიმონი მისცა და ალბად ერთზე მეტჯერ არ ქონდა მარტინესის თამაში ნანახი

აუ აგუერო და ბასტოსიიი X:X:X:X მაგარი იქნებააა
მიდი მაროტა შენ იცი
ნახეთ რამდენია გასაყიდი
მანინგერი გრიგერა გროსო ლანძაფამე ტიაგო ჯიოვინკო პალადინო იაკინტა ამაური სალიჰამიდიჩი ეკდალი სისოკო ჯოჯრხე მარტინესი კაროჩე 50 მილიონის შოვნა შეიძLება აქედან და იმას დააკვირდით სებას 50 პროცენტი 2.7 მილიონი ხოლო ეკდალი 5 მილიონი
გადაყარე ნაგავი მაროტა
მაროტა აგუერო მოიყვანე და ბასტოსი და შენ სურატს სახლში ჩამოვკიდებ კომპიუტერის დესკტოპზე შენ სურათს დავაყენებ ფორზაჯუვე.გეზე შენი ავატარი მექნება მიდი ეხლა და გაინძერი

პარმა ჩვენი კოლონია იქნება :D
პარმა ყოფილი იუვენტინოების გუნდი ხდება მოკლედ. მაგათთან თამაში ერთი სიამოვნებაა…
დამარცხება მეორე.