ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კამორანეზი : ” სამუდამოდ იუვენტინო ”

მაურო ხერმან კამორანეზი – არაჩველებრივი ფეხბურთელი , რომელიც დაჯილდოვებულია საუცხოო ტექნიკური არსენალით , გააჩნია ბრწყინვალე მოედნის ხედვა და რაც ყველაზე მთავარია იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის , ის ნამდვილი ” იუვენტინოა ” . კალჩიოპოლის ცნობილი მოვლენების შემდეგ , ის იმ იშვიათი მოთამაშეების რიცხვში შევიდა , რომლებმაც გასაჭირში ჩავარდნილი კლუბი არ მიატოვეს . ამ დიდსულოვანი ნაბიჯის შემდეგ , კამორანეზიმ სამუდამოდ დაიპყრო ტურინული ტიფოზერიის გულები …

მაურო , სულ რაღაც რეკორდულად მცირე დროში , შენ მოახერხე პროვინციული ” ვერონადან ” , ” იუვენტუსში ” გადაბარგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა . როგორ მოახერხე ეს ?

” იცით , შესაძლოა ფეხბურთელს არაჩვეულებრივი ტექნიკური მონაცემები ჰქონდეს , პიროვნებაც არანაკლებ კარგი იყოს , მაგრამ ყველაზე მთავარი არის მწვრთნელის ნდობა . კლუბში მაშინ ჩავირიცხე , როდესაც ძამბროტამ ტრავმა მიიღო და მაშინვე ვიგრძენი თბილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ . იმ შემთხვევაში თუ გარშემო ყველანი პატივს გცემენ , ყველაფერი ძალზედ იოლი ხდება . ეს ძალზედ მნიშვნელოვანია , რადგან თავდაჯერებულობა გემატება ” .

ბედნიერი ადამიანი ხარ , შენ ხომ ორი დიდებული სპეციალისტის  : ლიპის და კაპელოს ხელმძღვანელობით მოგიწია ასპარეზობა ?

” ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ , ორ დიდებულ და გამორჩეულ სპეციალისტზე . მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტულ ეპიზოდებში , იყო ფუნდამეტალური და წარმატების გარანტი . თუმცა , ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან , მაგალითად ლიპი ცდილობდა უკლებლივ ყველა ფეხბურთელთან , ხშირი დიალოგის წარმართვას . თუმცა , მენტალიტეტის მხრივ არანაირი სხვაობა – ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან ” .

არაერთი ჯილდო გაქვს იუვენტუსის მაისურით მოგებული . რომელი პერიოდი გახსენდება დადებითად და რომელი პერიოდისადმი გაგაჩნია ცუდი მოგონებები ?

” სიმართლე გითხრათ , დღემდე მხოლოდ იმას განვიცდი , თუ როგორ ვერ მოვახერხეთ 2003 – ში , ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის დამარცხება . იმ შემთხვევაში , თუ საკუთარი კარიერის მანძილზე მოგიწევს ასეთ დაპირისპირებაში დამარცხება , ეს შეუვსებელ სიცარიელედ დარჩება საკმაოდ დიდხანს . შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს , მაგრამ იუვენტუსში ასპარეზობით მომეცა საშუალება , ერთ მინდორზე მეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად . სწორედ ეს იყო , ყველაზე გამორჩეული მომენტები ” .

დელ პიეროსთან , ბუფონთან , ნედვედთან და ტრეზეგესთან ერთად , შენ იუვენტუსში დარჩი 2006 წელს . ფიქრობ , რომ კლუბი გაცილებით უფრო დიდსულოვანი უნდა ყოფილიყო შენთან მიმართებაში ?

” ერთადერთი რაც დამრჩენია , არის ის რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იუვენტუსს ყველაფრისთვის . მოვიდა დრო როდესაც ერთმანეთს უნდა დავმშვიდობებოდით , აქ ვერაფერს გავაწყობდით . ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე , რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომადგება ” .

ბოლო ორი სეზონის მანძილზე , შენი ” ქალბატონი ” კატასტროფულად ასპარეზობს . ამ ეტაპზე ისინი ევროპა ლიგის ზონაშიც კი ვერ მოხვდნენ . შეადარებდი ერთმანეთს დელ ნერის და ფერარას პერიოდს  ?

” გვერდიდან ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან რთულია . თუ შენ არ ხარ კონკრეტული გუნდის წევრი , მაშინ განსხვავებული აზრი გიყალიბდება . ყოველდღიური ურთიერთობა უნდა გქონდეს , გასახდელში უნდა იცნობდე რა სიტუაცია სუფევს , რომ ჩაწვდე პრობლემის არსს . საშინელი საყურებელია , გუნდის ასეთი მდგომარეობა , მაგრამ განვმეორდები , რომ გვერდიდან ვერასოდეს გაიგებ რაშია საქმე ” .

მათ ტრეზეგე გაყიდეს , იმისთვის რომ იანვარში ლუკა ტონი მოეყვანათ . შენი აზრით , ფრანგი მოუტანდა სარგებელს იუვენტუსს ?

” როგორც ყოფილი თანაკლუბელი და პარტნიორი , ვიტყვი , რომ დიახ – ორი აზრი არაა . ტრეზეგე დღესაც გამოირჩევა გოლეადორული თვისებებით , რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს . მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო . ჩემის მხრივ დავამატებ , რომ ეს პირადი მოსაზრებაა დავიდზე და სრულებითაც არ არის აუცილებელი იგი სხვასაც გაეზიარებინა ” .

გუნდმა შეიძინა პირლო , ციგლერი და პაციენცა . მაგრამ ექს მილანელის ტრანსფერი არ ითვლება ხმაურიან გარიგებად , რადგან ანდრეა თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა კლუბში . შენ როგორც მისი ყოფილი პარტნიორი ნაკრებში , როგორ დაახასიათებ პირლოს და ფიქრობ , რომ ის ერთ ერთი მთავარი მოქმედი პირი იქნება მოედანზე იუვეს შემადგენლობაში ?

” ბედნიერი ვარ ანდრეას არჩევანით . უნიკალური და მსოფლიო დონის მოთამაშეა . მე , გულწფრელად მწყდება გული , რომ ვერ მოვახერხებ მასთან ერთად მოედანზე გამოსვლას , არადა ეს საოცარი იქნებოდა . დიახ , ის მართლაც შესძლებს იმ როლის შესრულებას იუვენტუსში , რისთვისაც დაიმატეს ” .

იუვენტუსი აგრძელებს ბრძოლას ტოპ ფეხბურთელებისთვის . აგუერო , სანჩესი , ტევესი , როსი … რომელ  მათგანს ურჩევდი ბიანკონერის ?

” თუ თქვენ გეგმავთ , კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას , მაშინ აუცილებელია ასეთი ტიპის მოთამაშეები . სამწუხაროდ , ბოლო პერიოდში ტურინში ასეთები იშვიათად ჩნდებოდნენ . რაც შეეხება რჩევებს , არამგონია ის ვინმეს ჭირდებოდეს , რადგან ტურინში ისედაც იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ ” .

ცოტახნის წინ ლუჩიანო მოჯიმ განაცხადა , რომ ისეთი ფეხბურთელი როგორიც კრასიჩია , მას მხოლოდ იმისთვის დასჭირდებოდა გუნდში , რომ კამორანეზი შეეცვალა პერიოდულად  …

” ბეტეგასთან და ჯირაუდოსთან ერთად , ის კლუბის ახალ ისტორიას ჰქმნიდა . მისი უნიკალურობა შეუფასებელია . ის ბევრს ითხოვდა , მაგრამ გუნდსაც ბევრს აძლევდა . ნებისმიერ მომენტში შეგეძლო დაყრდნობოდი მას . მოჯი ყველაფერთან ერთად , მოთამაშეების ქცევასაც აქცევდა დიდ ყურადღებას . 2006 წლის შემდეგ მასზე , ძირითადათ ცუდი ინფორმაციები მესმოდა , საოცარია რაოდენ მალე ივიწყებენ ადამიანები იმ ყველაფერ კარგს , რასაც ლუჩიანო აკეთებდა ” …

დიდი ანიელის წარმომადგენლის მოსვლა ბიანკონერიში , უდაოდ გამორჩეული მოვლენაა   . შენი აზრით , მოახერხებს იგი მისი ბაბუის და მამის მიღწევების განმეორებას ?

” მე იგი გავიცანი მაშინ როდესაც გასახდელში და ვარჯიშების პერიოდში მოდიოდა ხოლმე . პრეზიდენტის რანგში , მასთან არ მქონია საუბარი , თუმცა გულით ვუსურვებ წარმატებებს და იმედი მაქვს შესძლებს იუვენტუსისთვის გამარჯვებების დაბრუნებას ” .

მთავარ მწვრთნელად კი ანდრეამ ანტონიო კონტე დანიშნა … ამბობენ , რომ ის მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში გახდა , რამდენად დაადასტურებ ამ ინფორმაციას ?

” უზომოდ გამიხარდა ეს ინფორმაცია . ანტონი ფენომენალური პიროვნებაა , ის ნამდვილი ლიდერი იყო მოედანზე . დარწმუნებული ვარ , ერთი სული აქვს როდის დაიწყებს მასთან ერთად გუნდი გამარჯვებების მოპოვებას . ბარიში და სიენაში მუშაობით , მან დააგროვა გამოცდილება , რაც ძალზედ წაადგება ტურინში . მინდა გითხრათ , რომ მან მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა ” .

გსურს რაიმე უთხრა ტიფოზებს ?

” არასოდეს დავივიწყებ იუვენტუსს – ის ჩემი კარიერის ნაწილი იყო , ჩემი ცხოვრების … გულშემატკივრებისადმი სიყვარული უსაზღვროა … ეს ფერები კი სამუდამოდ  ჩემში  იარსებებს  ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
13 years ago

იუვეს ლეგენდა, დიდი ფეხბურთელი და ერთგული კაცი-მან სამუდამოდ დატოვა თავისი სახელი ოქროს ასოებით ბიანკონერის ისტორიაში!!

ბრავო მაურო ხერმან!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

ლაშა ცხვარაძე

ეს და ტრზეგე რო წავიდნენ მაგრა დამწყდა გული

ika1993
13 years ago

მაგრად მიყვარსს

საბა შიოშვილი

Datka

გიჟია ძმაო :) მაგარი სტატია :kiss:

dito chanturia
13 years ago

sg magari statiaaa martla gulit uyvarda iuve da trezegezec simartle tqva imedia dabrundeba is dro rodesac iuve dafrinavda

dato grdzelishvili
13 years ago

მაგარი კაცია… :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

NEDVEDA11..
13 years ago

ნედუშა-კამორა
დელპო-ტრეზო

:euf:

Juventino17
13 years ago

ეს იმენა ძაან მაგარი იყო

13 years ago

მაგარი ხარ შინობი :D

NEDVEDA11..
13 years ago

წავიკითხავ : )

გაიხარე და მადლობა ამ სტატიისთვის !

უნდა გავიხსენოთ ასეთი ხალხი.
იუვეს ლეგენდები! :juvee:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x