ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როსი უფრო რეალურია!

კუნ აგუეროს სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, რომელიც ნებისმიერ კლუბს შიშის ზარს დასცემდა, ოფიციალური “იუვენტუსი” “გეგმა ბედ” ჯიუზეპე როსის განიხილავს…

ჯიუზეპე როსი სერხიო აგუეროს, ალექსის სანჩესსა და კარლოს ტევესთან ერთად ევროპაში საუკეთესო იმ ფეხბურთელთა რიცხვში შედის, რომლებიც სავარაუდოდ საკუთარ კლუბებს დატოვებენ. გასულ სეზონში გატანილი 32 გოლისა და გაკეთებული ცხრა საგოლე პასის შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი საუბრობს “ვილიარეალის” წარმატებაში იტალიელის განუსაზღვრელ როლზე. ამის პროპორციულად, ცხადია, ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც იზრდება.

ასეა თუ ისე, არის რამდენიმე მიზეზი, რატომაც როსის ისევ აპენინებზე უნდა ელოდნენ. აგუერომ “კოპა ამერიკაზე” ბოლოვიის კარში გატანილი ულამაზესი გოლით უკვე დაიწყო საკუთარი სატრანსფერო ღირებულების ზრდა. მის ტრიუმფს მალევე მოჰყვა მადრიდის “რეალის” ინტერესი, “ბარსელონასგან” ზურგშექცეული როსი კი დიდი კლუბის შემოთავაზებას ელის.

ბეპე მაროტას არ დაუმალავს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება აგუერო “იუვენტუსმა” ხელიდან გაუშვას ფინანსური აუქციონი და ამ აუქციონზე კლუბის ნაკლები კონკურენტუნარიანობაა. ამას ემატება ის საჯარიმო თანხები, რომლის გადახდაც კონტრაქტის გაწყვეტისთვისაა საჭირო და თვითონ ფეხბურთელის პირადი ხელფასი. ასე რომ, ადვილი სავარაუდოა არგენტინელი ტურინელთა ინტერესს გარეთ დარჩეს, როსი კი პირიქით, სამშობლოს დაუბრუნდეს, მით უმეტეს, რომ მისი ყიდვისთვის საჭირო თანხის ოდენობა აგუეროსას ნამდვილად არ გადააჭარბებს. “ვილიარეალის” პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის მიხედვით ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ 40 მილიონიანი შემოთავაზებისას შეიძლება, მოლაპარაკებებს 30 მილიონი ევროს შემთხვევაშიც დავიწყებთო.

მაგრამ აქამდე მიჩნეული როსის ყიდვის უმთავრესი პრეტენდენტი, “ბარსელონა”, იტალიელის სანაცვლოდ ამ თანხასაც არ იხდიდა და “წყალქვეშა ნავების” ფორვარდი მათი ინტერესების სფეროში აღარაა. კატალონიელების პრიორიტეტები ახლა ალექსის სანჩესი და “არსენალელი” ფაბრეგასი არიან. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტი ფედერიკო პასტორელოც რომ არა, ოფიციალურმა “ვილიარელმაც” დაადასტურა. კიდევ ერთი გუნდი, ვის სახელსაც როსის უკავშირებდნენ მადრიდის “ატლეტიკოა”, მაგრამ ეს უკანასკნელიც, “ბარსელონასი” არ იყოს, ფასის უკმაყოფილოა.

თუ “იუვე” როსის მიუბრუნდება, კონკურენციის გაწევა ისევ და ისევ იტალიური “ინტერისთვის” მოუწევს. მილანელთა ახალმა მწვრთნელმა ჯიამპიერო გასპერინიმ უკვე აღნიშნა საკუთარ რიგებში 24 წლის თავდამსხმელის ხილვის სურვილი. გასპერინის იტალიელი 2009-2010 წლის სეზონებზეც ესიმპათიურებოდა, შეგახსენებთ, მაშინ სპეციალისტი “ჯენოას” თავკაცი იყო.

როსის სასიამოვნო სიურპრიზები უყვარს. 2007 წელს “ვილიარეალში” პირველ ან მეორე კი არა, მესამეხარისხოვან ტრანსფერად გადაბარგდა და დღეს ნომერ პირველია მათ შორის, ვისი დაკარგვაც “ყვითლებს” არ სურთ. გასცემს თუ არა “იუვენტუსი” იტალიელზე ავანსებს, სულ რამდენიმე დღეში უნდა გავიგოთ…

მომზადებულია რობ პატონის სტატიის მიხედვით

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

129 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha khalvashi
13 years ago
TATO_KRASIC
13 years ago

რომელიტაც დაინტერესებულია იქიდან 3 ფეგბურთელი რო იყიდოს ყველაზე მაგარი გუნდი ვიქნებით წელს მინიმუმ

TATO_KRASIC
13 years ago

http://www.youtube.com/watch?v=tZ5Mew-XrAg ამ ლინკს დააცჰირეტ ნახავტ რომელი ფეგბურტელები აინტერესებს მაროტას და ვისი გულისთვის დადის აქეთ იქით ჩვენთვის მხოლოდ მცირედია ცნობილი

lexo doreuli
13 years ago

http://www.youtube.com/watch?v=-VEE5QwxrMw

აი, ამ კაცს ვერავითარი მატრი, კუალიარელა და როსი ვერ ამოაგდებს სასტავიდან, სადაც სამართლიანობაა :forza:

suxumski89
13 years ago

სალიხამიჯიჩი ვოლსბურგში გადავიდა….

gioiuve
13 years ago

ეე პიანიჩის ყიდვა უნდაო ვოლსფურგს 12 ლიმონად და ეგ რო იყიდონ იმენა კარგა ხნიტ მოვიხსნით აპორნის პრობლემას, ტიპი 21 წლისაა და ძაან მაგრად ყომარობს, მაგრად მევასება.

lexo doreuli
13 years ago

ბუფონი

ბეკი ვიდიჩი კიელინი ევრა

ესიენი პირლო

რობენი ჯოვინკო

აგუერო დელ პიერო

როგორია? :D

gioiuve
13 years ago
Reply to  lexo doreuli

ბრატ ისეთი ხალხი დაასახელე მანდ ჯოვინკოს სასტავში არა და ბურთის მომტანობა უფრო მოუხდება:):):)

lexo doreuli
13 years ago
Reply to  gioiuve

გემოვნების ამბავია ეგ. მე ძალიან მომწონს სება. დიდ პოტენციალს ვხედავ. ერთ-ერთი საუკეთესო შეუძლია, გახდეს.

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  lexo doreuli

ვიდიჩის, ევრას და რობენის შანსი არაა ესიენი შეიძლება თუ უნდა იუვეს, კუნი კი უეჭველი გადმოსულია, ისე კონტეს სიენაში ვინმე კაი ფეხბურთელი არ ყოლია რო გადმოიყვანოს.

ako mamulashvili
13 years ago

realis :D :lool:

ako mamulashvili
13 years ago

komenatarebi gadavikitxe da naxevarze metma aricis saertod pexburti tipma naxe ra dacera agero ro gadmovidezo trezegeze mets gaitanso igadava :Dtrezege mdzulda mara juveshi itanda franciashi zamenidan itanda :D mara agero ro verapers izavs juvedshi egec xo ici :) jer xo gadmovida da :D sastavebs milageben aq bichebi :D reakus balehsikebi xart tqven sinamdvileshi magat dedas gavcxe )

mamuka iosava
13 years ago

ვაჟკაც ზედმეტი ხო არ მოგივიდა ერთი გადახედე შენს ნაწერს…ასე ბიძაშენის ტოლი ვიქნები და შენი “ტიპი” არ ვარ მე… თუ კაცი ხარ ერთი დაწყნარდი და არგინდა ეგ საუბარი…ჯერ წესიერად წაიკითხე მერე გაიაზრე და ისე წერე…აქ ყველა იუვეს ბალელშიკები ვართ და ცოტა მეტი პატივისცემა გამოხატე… რეალის დედას მეც გავცხე და მერე რა მაგით?!!!!!!!!!!

mamuka iosava
13 years ago
Reply to  mamuka iosava

და კიდევ თU ფეხბურთის ცოდნაზეა საუბარი სადაც გინდა და როცა გინდა ოღOნდ ყოველგვარი ინერნეტის გარეშე… რას ეძახი ცოდნას ფეხბურთისას მაგასაც გავარკვევ…

giigga
13 years ago

ტრეზეგე რო მაგარი იყო ეგ ყველამ იცის და ნაღდად არ უნდა გეზიზღებოდეს ის ფეხბურთელი რომელმაც იუვეს არ უღალატა და ბოლომდე დარჩა. შენ თუ გარეგნობით აფასებ ფეხბურთელებს ეს კიდე სხვა საქმეა..
აგეროს რაც შეეხება ნაღდად არაფერი არ ჭირს მაგ ფეხბურთელს დასაწუნი. ალბათ “ჭეშმარიტი” იუვეს ფანები მაშინ ვიქნებით თუ აგეროს გუნდში ნახვას არ მოვისურვებთ და სამაგიეროდ 40 ნაგავ ფეხბურთელის კაპიკებად გადმოსვლა გაგვიხარდება. თან ამ 40დან 35 არენდით უნდა იყოს. ხო ხედავ არ გაამართლა მაგ პოლიტიკამ ეხლა ზუსტად აგერო არი საჭირო..

Di Francesco # 1
13 years ago

ბალძარეტი არ ვიცოდი, ახლაც რო ვიყიდოთ ცუდი არ იქნება

mamuka iosava
13 years ago

ჰო და კიდევ ერთხელ აღმოვჩნებიტ იდიოტების როლში…ბალცარეტი როგორ არ გახსოვს იმენნა თამშობდა იუვეში 2006-7 წლებში

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  mamuka iosava

კი ეხლა ვნახე უბრალოდ აღარ მახსოვდა 2 წელი ყოფილა და 50 თამაშიც უთამაშია, მე ეს FEხბურტელი შარშან და წელს მაგრაც მომწონს

| Newsphere by AF themes.
129
0
Would love your thoughts, please comment.x