ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: ” “იუვენტუსმა” იტალიური ფეხბურთი შექმნა “

“იუვენტუსმა” დღეს ახალი ფორმა წარადგინა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს სხვა რამ ადარდებს. ანდრეა ანიელი 2006 წლის “სკუდეტოს” ირგვლივ ატეხილ აურზაურს ეხმაურება და ფეხბურთის ფედერაციას სამართლიანობისკენ მოუწოდებს…

ფორმების პრეზენტაცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ცერემონია ახალ სტადიონზე შედგა, სტადიონზე, რომელსაც იტალიური ფეხბურთის შეცვლა შეუძლია. “ნაიკის” ფორმები ახალი სტადიონის ყველაზე ინტიმურ ადგილას, გასახდელში წარვადგინეთ, სწორედ აქ იწყება 2011-2012 წლების სეზონი. ”

ვითხოვთ, რომ “ინტერს” “სკუდეტო” ჩამოერთვას, რადგან ფედერაცია ყველას თანასწორად უნდა მოექცეს. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ითქვა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ გადაწყვეტენ, არაფერი გადაწყვიტონ, სწორედ ასეთი გაურკვეველი სურათი იხატება.

ფედერაციის მხრიდან კლუბისა და ამ კლუბის ფეხბურთელების მიმართ პატივისცემას მოვითხოვ. “იუვენტუსმა” იტალიური ფეხბურთის ისტორია შექმნა. სპორტულ პრინციპეპს ყოველთვის პატივს ვცემდით და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ ყველარის გამო რეალურად მხოლოდ ჩვენ დავზარალდით. ახლა სამართლიანობას მოვითხოვთ. ”

იმედი მაქვს 18 ივლისს კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ნამდვილად გვაქვს იმის რესურსები, რომ მხოლოდ სპორტულ სასამართლოს არ დავჯერდეთ, თუმცა სანამ ამას გავაკეთებდეთ, მინდა ფედერაციის პოზიცია მოვისმინო. ” -აცხადებს ანიელი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
flip flap
13 years ago

ანიელ მიდი ანიელების კლანი ყოველთვის ძლიერი იყო და ესეც გაერკვა უკვე რა ხდება მე ვფიქრობ რო 2 წელში ეს კაცი იუვეს ძველ დიდებას კვლავ დაუბრუნებს :forza:

araxoza
13 years ago
Reply to  flip flap

იმედია ეგრე იქნება! :juvee:

araxoza
13 years ago

ოჰო ეს გამოცოცხლდა რაღაც. მიდი მიაწექი წინაპრები არ შეარცხვინო იცოდე! :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x