იუვენტუსი ახალ ეტაპზე გადადის …
ვფიქრობ , ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ უკვე შეიტყობდით , რომ დღეს ტურინის იუვენტუსის 2011/12 სეზონის , ფორმების პრეზენტაცია შესდგა . ღონისძიება იუვენტუსის ახალ არენაზე განხორციელდა და მასმედიის წარმომადგენლების წინაშე ალესანდრო დელ პიერო , კლაუდიო მარკიზიო , ჯანლუიჯი ბუფონი , ანდრეა პირლო და ფაბიო კუალიარელა წარსდგნენ …
” აგუერო თუ როსი ? მთავარი ის არის , რომ ნებისმიერი ფეხბურთელი , რომელიც კლუბში ჩაირიცხება , დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ” – განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე , იუვენტუსის ახალწვეულმა ანდრეა პირლომ .
” მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის გამო . მოხარული ვარ , რომ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში კვლავინდებურად იუვენტუსის ღირსებას დავიცავ “ – ეს სიტყვები კლაუდიო მარკიზიოს ეკუთვნის .
” საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა ბოლო რამდენიმე დღე . მსურს საკუთარი აზრი დავაფიქსირო შექმნილ ვითარებაზე . უპირველესყოვლისა მოხარული ვარ იმ ფაქტით , რომ ალესანდრო დელ პიერო და ჯანლუიჯი ბუფონი ჟურნალისტებთან საუბარში , საკმაოდ მშვიდად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას 2006 წლის მოვლენებზე , არადა წარმოიდგინეთ მაშინ ამ ფეხბურთელებმა 91 ქულით დაასრულეს ჩემპიონატი ” .
” რაც შეეხება ჩემს სხვა შთაბეჭდილებას … ეს სათავეს იღებს 2010 წლის 28 აპრილიდან , როდესაც ჯონ ელკანმა აქციონერების შეკრების დროს , განაცხადა რომ იბრძოლებს 2005/06 სეზონში მოპოვებული სკუდეტოსთვის . ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა , მხოლოდ იმიტომ რომ აღდგენილიყო სამართლიანობა . პრესაში რამდენიმე დღის წინ წავიკითხე , რომ თურმე იუვენტუსი მხოლოდ იმისთვის აგრძელებს ბრძოლას , რომ დაანახოს მთელს მსოფლიოს თითქოს კალჩოში ყველანი არღვევდნენ წესებს , რითაც სკუდეტოს საბოლოო ჯამში არავის არ გადასცემდნენ . კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა საკუთარ პოზიციას – პატივისცემა გამოიჩინეთ კლუბის მიმართ ! იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან კი ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას . იუვენტუსი ერთადერთი კლუბია , რომელმაც 2006 წლის მოვლენების გამო 100 – ობით მილიონი ევრო დაკარგა , ამიტომ როგორც ხედავთ საკმაო მიზეზი გვაქვს , რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის და რაც მთავარია არამარტო სპორტულ სასამართლოში . მაგრამ დღეისათვის ამის გაკეთებას არ ვგეგმავთ , იმ შემთხვევაში თუ იფფ სკუდეტოს ინტერს დაუტოვებს , მაშინ გაცილებით რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ ” .
” აუცილებელია დავბრუნდეთ გამარჯვებების გზაზე , გუნდმა უნდა დაიწყოს თასების მოპოვება , რის შემდეგაც ფინანსური სტაბილურობა დამკვიდრდება . პირლო – მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველია , მასთან ერთად იუვენტუსი ახალ საფეხურზე ავა ” – ეს გახლდათ კლუბის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის სიტყვები .
წყარო : Corriere dello Sport
მარკიოზიმ სამახსოფრო ფოტო გადაიღო რა აცვია
პირლოს დაღრეცილი ფეხები აქ თუ მეჩვენება ?
მმმმმმმმ……… ჰო მემგონი ეგრეა :)
ძაან ბევრი ჯარიმა აქვს მოჭრილი………….
ვა საგოლ ელკანი ნელ ნელა ეს კაცი ფესვებს იდგამს და მარკიზიო მაგრად გამიხარდა <3