ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ციგლერი: ” ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა “

რეტო ციგლერმა ტურინული კარიერა ოცნებას შეადარა. “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსის” რიგებში თავისი პირველი პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებთან შეხვედრა პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ შედგა…

” აქ ყოფნა და “იუვეს” მაისურის ტარება ნამდვილი ახდენილი ოცნებაა. ვიცი, რა პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ ფაქტი, რომ ამ გუნდში ვირიცხები ძალას მმატებს. ჩემი კანდიდატურით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, ტრანსფერი “მილანსა” და “ლაციოს” სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. “იუვენტუსს” კი უარს უბრალოდ ვერ ეტყვი.”

” რაც შეეხება კონტეს, ანტონიომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. “იუვესთან” ერთად მას უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია და პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა. სურს, რომ კლუბი ჩვეულ სიმაღლეებზე დააბრუნოს. ვარჯიშები დამღლელია, მაგრამ ეს ბედნიერებაში ხელს არ მიშლის. მწვრთნელი გვეხმარება, გავიგოთ რას ნიშნავს “იუვეში” თამაში. ” იუვენტუსი” ახლა ძლიერი გუნდია, რომელშიც ბევრი ჩემპიონი ირიცხება, ასე რომ, ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა. “

” ლიხტშტაინერი? 2003 წელს მის გვერდით “გრასჰოპერში” ვთამაშობდი, მაშინ შვეიცარიის პირველობა გვერდიგვერდ მოვიგეთ. შვეიცარიული ფეხბურთი პროგრესირებს და ბევრი ჩემი თანამემამულე უკვე პრესტიჟული ევროპული გრანდის ღირსებას იცავს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეყანას ასეთ დიდებულ გუნდში თამაშით წარმოვადგენ. “ -აცხადებს ციგლერი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

რაღაც ეჭვი მეპარება წელს იუვენტუსი ელემენტარულად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ნახო :lool:

nika gergedava
13 years ago
Reply to  Dutch

ისე ხო :| რა უაზრობა დავწერე :D
2ჯერ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ და სკუდეტო ხო ჩვენია :) ვეერვინ შაგვეცილება :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  nika gergedava

:up:

დროა უკვე თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს :juventus:

nika gergedava
13 years ago

წელს იუვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც უნდა ვნახო (სკუდეტოზე აღარ მაქ საუბარი) Nachke მომეწონა შენი სტატია – გრამატიკულ შეცდომებს არ უშვებ:D :forza:

Gio Darja
13 years ago

მარცხენა ფლანგზე შენით პრობლემა უნდა მოგვარდეს რეტო :up:

აკაკი მეტრეველი

მაგარი ჩუვაკია ეს :kenwvla:

lasha naxucrishvili
13 years ago

ისე ამ დამპალ ციგლერს მაგრად გაუმართლა სერია ბ-ში გავარდა სამპა და რა გუნდში აღმოჩნდა :lool:

gocha khalvashi
13 years ago

NEDVEDA11..

არაფრის…

ახალი, აგვისტოს ბოლოს რომ ჩავალთ პირველ თამაშზე მაშინ ისეც ვნახავთ… :juventus:

NEDVEDA11..
13 years ago

axალი სტადიონის სურათები დადეთ რა :juvee:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

http://www.facebook.com/photo.php?fbid=213966645297320&set=a.202060433154608.57862.107918715902114&type=1&theater

შედი იუვეს ამ გვერდზე და ყველა სურათია ახალი სტადიონის

NEDVEDA11..
13 years ago

ხო , ეგ ვიცი (მადლობა მაინც)

მეთქი რამე ახალი იქნება თქო : )

gocha khalvashi
13 years ago

მგონი პირველი არის ჩვენ გუნდში და თან ორი… მაგარი მეიმედება ორივეს… :forza:

gocha khalvashi
13 years ago

შუაში შვეიცარიის დაწერა დამავიწყდა… :lool:

Di Francesco # 1
13 years ago

მთავარი დაგვიწყებია :lool: :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago

შვეიცარიის გარეშე კომენტარი რა დამაინტრიგებელია ისე… :lool:

Di Francesco # 1
13 years ago

შეიძლება ახდეს ეს კომენტარი ორი ლიდერი იყიდოს მაროტამ, კუნი და როსი, ამ შემტხვევაში შვეიცარიელების შეცდომით ერთი 3 ბურთი თუ გაუშვით ესენი ორმაგს გაიტანენ

13 years ago

მე მჯერა ციგლერის.. სტაბილური მცველია.. დე ჩელიეს მცირე შანსი აქვს ამასთან

13 years ago

ამ წუტისტვის ცხრილში პირველი ვართ :juvee: :lool:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to 

სეზონის ბოლოსაც იგივე იქნება ოღონდ რომა მეორეზე

13 years ago

da milani da udineze 3-4

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to 

ლიგაზე ჩვენ, რომა და მილანი გავალთ

Di Francesco # 1
13 years ago

ციგლერი თავის პოზიციაზე პირველია :forza: ოღონდ შვეიცარიაში, მინიმუმ ერთი კაი მცველი საჭიროა, თავდასხმა რო მინიმუმ იტალიაში საუკეთესო იქნება ამის ტქმა უკვე შეიძლება :italy:

tabajuventino
13 years ago

როგორ დაგვაიმედა :D:D

lasha naxucrishvili
13 years ago

ციგლერ უფრო შენს ხელთაა იმიტო რო დაცვაში შენ იქნები აბა შენ იცი არ გაგდირკონ და ავტოგოლებით არ აავსო იუვე :lool:

saba tsertsvadze
13 years ago

სერია A-ს პირველი ტური როდისაა მითხარით რა. იცით ვინმემ?

Gurami Tkebuchava
13 years ago

პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა.

რაღაც იმ ვიდეოში ენთუზიაზმი და თავგანწირვა ვერ დავინახე :lool:

უფრო ზარმაცობდნენ :D :chuvak:

flip flap
13 years ago

შე შვეიცარო :lool: :lool:
იმედია გაამართლებს :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x