ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : ” კონტემ გამარჯვებებისთვის დაგვმუხტა ”

ბიანკონერის ფორვარდმა , ალესანდრო მატრიმ –  Juventus Channel – თან ჩაწერა ინტერვიუ , სადაც ის ბრანდონეკიოში გატარებულ პირველ დღეებზე საუბრობს …

ბრანდონეკიოში , შეკრების პირველი დღეები მიმდინარეობს , როგორი შეგრძნებაა ეს შენთვის ?

” პოზიტიური . უკვე პირველივე დღიდან იგრძნობა მუშაობის სურვილი , სურვილი იმისა , რომ მივაღწიოთ წარმატებას , რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია ჩემპიონატის სასურველი შედეგით ჩასატარებლად ” .

რას ფიქრობ , გუნდის ახალ თავკაცზე , ანტონიო კონტეზე  ?

” სიმართლე გითხრათ აქამდე არ ვიცნობდი , თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . კონტემ გუნდში ენით აუხსნელი სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი შემოიტანა , რომლითაც ყოველდღე გვმუხტავს  . მას გამარჯვებები სწყურია ისევე როგორც ჩვენ ” .

გაგაკვირვა პირველივე დღეს სატესტო მატჩმა ? ან თუნდაც იქ ფაქტმა , რომ მისი დასრულების შემდეგ გუნდმა გაანალიზა ის ?

” რათქმაუნდა , ძნელია პირველივე დღეს მოასწრო ყველაფერი , მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ , მან გვკითხა გვსურდა თუ არა ჩანაწერის ნახვა , ამაზე კი სიმართლე გითხრათ ძნელია უარის თქმა , რადგან საკუთარი თვალით გეძლევა საშუალება იხილო შეცდომები , რის გამოსწორებასაც მომავალში შეეცდები ” .

რას იტყვი , მოგეწონა კუალიარელას გვერდით ასპარეზობა ?

” დიახ , ჩვენ მატჩის განხილვაც კი მოვასწარით . არაჩვეულებრივი ფეხბურთელია , რომლის გვერდით ასპარეზობა ერთი სიამოვნებაა , პრინციპში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტნიორთან გუნდში ” .

რამდენი გოლის გატანა გსურს მომავალ სეზონში ?

” არ მინდა კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო . ბუნებრივია ფორვარდი ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი შედეგი სეზონიდან სეზონამდე . მშვენივრად მესმის , რომ გასულ წელს არცთუ ისე ცოტა გოლი გავიტანე , ამიტომ მომავალშიც არანაკლებად ვგეგმავ  თავის გამოჩენას  ” .

ის გოლი , რომელიც ბუფონს გაუტანა მარცხენა ფეხით , პირველი დღის ნამდვილი შედევრი გახდა …

” უბრალოდ გამიმართლა .  თუმცა , ასეთი ბურთები , მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშზე იქნა გატანილი , თავდაჯერებულობას გმატებს . ჯერ ჯერობით გზის დასაწყისში ვიმყოფებით , სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აკაკი მეტრეველი

milanese

კონტე აპირებს 4-2-4 სქემით თამაშს და მაგ პონტში ვამბობ ორი გამოკვეთილი თავდამსხმელი არის მარტო მაგ სქემაში

ანუ 4-2-4 სქემა არის 4-4-2 ოღონდ ძალიან გაძლიერებული ფლანგებით, რომლებიც აქტიურად მიდიან შეტევაში

tifoza
13 years ago
Reply to  Dutch

ხოდა წარმოიდგინე მეორე ნახევარი სკამზე იჯდა როჟა და მაინც ინგლისის საუკეთესო მეპასე გახდა :D

Juvent1no
13 years ago

Datka
მე თავდამსხმელს არ ვგულისხმობ შემტევ ნახევარმცველს ვგულისხობ რომლისთვისაც აუცილებელია კარგი დრიბლინგი და პასი. ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ მაქ ნაყურები მანჩესტერის თამაშს და დამიჯერე ნანი ერთი პერიოდი მარტო მიათრევდა გუნდს და სადამდე მივიდია მანჩე ყველამ ნახეთ. რაც შეეხება კრასიჩს თავიდან მართლა მაგრად დაიწყო მაგრამ მერე ვეღარ ქაჩავდა იმედია გადაღლილობის გამო მოხდა ეგ ყველაფერი.

flip flap
13 years ago
Reply to  Juvent1no

აუ ეხა ვკითხულობ და ნანი რად გვინდა გამაგებინეთ ვინმემ რა ამას ბეილი ჯობია. და იგივე იტალიიდანაც შეიდლება უკეთესი ვარიანთEბი ნანი არანაირად არ მინდა :X :X :blin:

giigga
13 years ago
Reply to  flip flap

ნასრის ნახვა მინდა იუვეში) მიდის თან არსენალიდან..

13 years ago

მაგ ტესტ-მატჩის მომენტებს ვერ ვნახავთ? მაინტერესებს რა გაუტანა ასეთი :P

Nachke
13 years ago
Reply to  Dutch

მარა ტრეზეს გვერდით კიდე ერთი ტრეზე რო ყოლოდა ვერ გაიტანდა იმდენს დელპოს გევრდით რო გაქონდა. იმედია შეავსებენ ერთმანეთს

Juvent1no
13 years ago

ერთი კაცი გვინდა გუნდში რომლის იმედიც გვექნება რომ კაცს მოატყუებს და ჩააწვდის რა მომბეზრდა კრასიჩის უაზრო გაგდებებდი ფლანგზე უკვე ყველამ დაუმუღამა თავიდან კარგად თამაშობდა მაგრამ მერე ვეგარ ქაჩავდა მე ნანი მინდა მოვიდეს ტექნიკურიც არის სწარფიც და კარგადაც ურტყავს მაგრამ ვერ წარმომიდგენია ეგ იუვეში :D . აგუეროზე რატო დაზადნეს არ ვიცი იმედია ან მაგას ან როსის მოიყვანენ.

Nachke
13 years ago

შეილება ვაფშე მაგრად ააწყოს მატრი-კუალიამ მარა შეილება ვერც. თუ არავინ ვიყიდეთ სერიოზული შიშით დაველოდები მაგათი დუეტის პრემიერას, გვეყიდა ვინმე არგენტინელი მარადონას სიძე მაგალითად მშვიდად ვიქნებოდი : D მარა თან სკამისთვის მეცოდებიან ესენი :euf: მკლავენ რა, დაცვაშიც რო დაიტრავმონ იყავი მერე მოტას იმედზე, მოკლედ ბეწვის ხიდზე გავლაა ეს სეზონი. არადა რაღაც ბოლო შანსივითაა ამდენი კატასტროფის მერე, კიდე მეშვიდე ადგილი დაგვმარხავს თან ახალ სტადიონზე, თან დელპო მიდის :boli:

აკაკი მეტრეველი
Reply to  Nachke

ხო მეც ეგრე ვარ ცვეტში… აი აგუეროს ტრანსფერზე ბაზარი რო ჩაკვდა ფაქტიურად თავს იმით ვიმშვიდებ რო მატრიარელა სერიოზული დუეტია, მარა ვაი და რაღაც ნიტოდ იყოს მერე სად მივდივართ…

BESO BARAMIA
13 years ago

ალექსი, კვალი, მატრი, როსი კიდევ ნანი გვინდა იგუაინი, ერთიც ბასტოსი და ბარსასაც ეშინოდეს ბიანკონერის!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

აკაკი მეტრეველი
Reply to  Dutch

არა ტო ნანის ყიდვა დანაშაული იქნება

აკაკი მეტრეველი

აი როსი თუ მოვიდა კაი ჩავთვალოთ, რომ ამაური და იაკინტა ორივე გავუშვით დელ პიერო, კუალიარელა, მატრი, ტონი, როსი დელ პიეროს სულ ზამენაზე ხო ვერ გააქვავებენ შანსი არაა, უნდა შემოვიდეს ხოლმე რიგ მატჩებში უეჭველი კუალიარელა – მატრიდანაც იმენა ზამენად რომელი გვემეტება? მე არც ერთი მაგალითად. ვაბშე ორივე ძირითადში უნდა იყოს 100%-ით ჩემი აზრით რაც შეეხება უკანა ხაზს, აქ პრობლემები ბევრად უფრო მეტია მარცხენა ფლანგელი აუცილებლად უნდა გავიფორმოთ ვინმე მხეცი, ცენტრშიც მიდის საუბრები ვიდალის მოყვანაზე. იტოგში… დაცვა და ნახევარდაცვაა ყველაზე პრობლემატური ჩემი აზრით ამ ეტაპზე გუნდში. აი დაცვაში ლიხტშტაინერის და ციგლერის მოსვლით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გავაკეთეთ, მაგრამ ლიხტის ზამენა რო მოტაა მაგაზე… Read more »

Di Francesco # 1
13 years ago

მატრი და კვალი თუ 100%ით როსი ზამენაზე?

აკაკი მეტრეველი

მე ზოგადად ვამბობ, რომ ორივე სასტავში იმსახურებს ყოფნას და არ მემეტება არც ერთი ზამენაზე. ამ შემთხვევაში ვინ იქნება ზამენაზე არ ვგულისხმობ, მატრიზე და კუალიარელაზე ვუსვამ ხაზს რო ორივე სასტავის კაცია. როსი არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ მომენტში

Di Francesco # 1
13 years ago

არა თავიდან დაიწყე “როსი თუ მოვიდა” და მერე გიწერია მატრი და კვალი100%, მე ალბათ სხვანაირად გავიგე. მე უფრო კვალი როსი მირჩევნია

აკაკი მეტრეველი

ხო იმ წინადადებაში ზოგადად გამოვხატე რო არცერთი არ მემეტება ზამენად : )

13 years ago

სამივე იყოს ძირითადში რა უჭირს :) :)

———მატრი————კვალიარელა———-

——————როსი————————-

——–მელო——პირლო———–ვიდალი——-

-ციგლერი——-კიელინი——ბარძალი(ბონუჩი)—ციგლერი__

——————–ჯიჯი—————————–

giigga
13 years ago

უკანა ხაზს რაც შეეხება: თუ სისოკოს და მელოს ვუშვებთ პირველ რიგში ჩამშლელი გვჭირდება.. ვერანაირად ვერ აიწყობა თამაში კარგი ჩამშლელის გარეშე. დაცვაში არვიცი ეხლა ეგ ციგლერი და ლიხშტაინერი რა როჟები არიან მაგრამ მე ბოსინგვაზე ვიჩალიჩებდი არ თამაშობს ცუდად თან ჩელსი ყიდის. ან საერთოდ ფული თუ არ დაენანათ ტაივო იყიდონ დღესდღეობით ერთერთი საუკეთესო ფლანგის მცველია ევროპაში.

Nachke
13 years ago

კუალიარელაში რაც მოწმონს სხვაზე მეტად ინდივიდუალიზმია რა, ტიპს ხელწერა აქ ისეთი რო იშვიათია მსოფლიოში. მარა ეგ არამგონია საკმარისი იყოს, რაღაც გვინდა რო ჩემპიონი გუნდი გახდეს… :roll:

აკაკი მეტრეველი

მე პირადად ახლა ბევრად უფრო დიდი მოლოდინით ვარ გამსჭვალული ბასტოსის ტრანსფერზე და მინდა რაც შეიძლება სწრაფად გავიფორმოთ

მამენტ ვარგასიც საკაიფო ვინმეა, მაგრამ ბასტოსის ტრანსფერი მინდა

Nachke
13 years ago

არცერთი ამ დუეტიდან ტექნარი არაა რა,ორივეს აქვს რაღაც მარა აი სამ კაცში რო გაძვრება და დასარტყმელზე გავა არ არიან. მე თუ მკითხავ სისწრაფე ორივეს აკლია, აგუერო შეავსებდა თავიდან ბოლომდე იდეალურს გახდიდა შეტევას :euf:

აკაკი მეტრეველი
Reply to  Nachke

მე თუ მკითხავ კუალიარელას თავისუფლად შეუძლია აიწყვიტოს და სამ კაცს გასცდეს რაღაც მომენტში

კვალი იმენა უმხეცესი გვყავს : )

giigga
13 years ago

კაი ფეხბურთელია. ზამთარში რო გადმოვიდა არ ველოდი რომ რამის გამკეთებელი იქნებოდა. კაია რომ ეგეც და კუალიარელაც დავიტოვეთ 25-25 გაეტანოთ ორივეს შემდეგ სეზონში))

13 years ago

გახსნაში იმენა მხეცია, ცოტა “ქილერი” რეალიზაცია აკლია, მოუმატებს წელს. არადა სიღრმიდან რა პასის მიმცემი გვყავს :c:

Gurami Tkebuchava
13 years ago

milanese

:c:

13 years ago

მატრის გაცილებით მეტი შეუძლია.. მომავალ წელს ღმერთმა ქნას ტრავმა არ მიიღოს და ოც გფოლს გადააჭარბებს

iosi shalolashvili
13 years ago

:up:

lasha naxucrishvili
13 years ago

ეს ახალი სეზონიდან კიდევ უფრო მხეცი იქნება :forza:

Gurami Tkebuchava
13 years ago

კიდევ უფროოო? :D წინა დავხაზეთ :D :-|

Gurami Tkebuchava
13 years ago

აი კაცი… აბა ამაური რო გაჰყვიროდა 20 გოლს გავიტანო…

მგელი ხარ ალე :*

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x