ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო იუვენტუსზე და კალჩიოპოლიზე საუბრობს

ფაბიო კანავარო , რომელმაც გუშინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება , საუბრობს ძველ პერიოდზე როდესაც იუვენტუსის ღირსებას იცავდა , ასევე კალჩიოპოლზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ გამარჯვებაზე …

” სიმართლე გითხრათ , საერთოდ არ დავფიქრებულვარ იმაზე , რომ როდესაც 9 ივლისს , კარიერის დასრულების შესახებ ვაკეთებდი განცხადებას , 5 წლით ადრე , ზუსტად იმავე დღეს მსოფლიოს ჩემპიონობას ვზეიმობდი . ენით აუღწერელი შეგრძნება მეუფლება , როცა იმ კადრებს ვიხსენებ . საინტერესო დამთხვევაა , ყველაზე ბედნიერი დღე , ყველაზე ნაღვლიანს დაემთხვა ” .

” 2006 წლის სკუდეტო სამართლიანად ეკუთვნის იუვენტუსს , მიუხედავად იმისა , თუ რას საუბრობს ეხლა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია . ნუ გავიწყდებათ ის გარემობა , რომ 2006 წელს მოგებული მუნდიალი , დიდწილად ბიანკონერის ფეხბურთელების დამსახურება იყო , რომლებიც მაშინ ნაკრების ხერხემალს წარმოადგენდნენ ” .

” რაც შეეხება ფაკეტის , ეს მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო . როდესაც ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი , მისგან ბევრი რამ ვისწავლე . შესაძლოა მან მართლაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა , თუმცა არ შეიძლება მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი აგრესია  ” .

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
niku7a
13 years ago

რადგან წავიდა არ ნი7ნავს რო მოგალატეა…მაშ თქვენ ზიდანს მოგალატედ მიიჩნევთ?

flip flap
13 years ago

ეს რო წავიდა დიდად არ დამწყვეტია გული არასოდეს ყოფილა გუნდის სული და გული

lasha naxucrishvili
13 years ago

ჯერ ხო იმაზე მომაშალა ნერვები იუვე რო მიატოვა და თან სად წავიდა რეალში :

tabajuventino
13 years ago

ვინც იუვედან წავა ყველა შენსავით გაბანძდება :forza: :forza:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  tabajuventino

პირველი ის რომ ეს არ გაბაძებულა და არც გაბანძდება სანამ იტალიაში ფეხბურთი იქნება, ძოფის შემდეგ იტალიას არ ყოლია ასეთი კაპიტანი და მეორე, თუ ესეა როგორც შენ იძახი იბრას არ ეტყობა რაღაც მსგავსი რამე… :mrgreen:

13 years ago

იუვედან ვინც მიდის აშკარად მერე იწყებენ თამაშს

marchisio8
13 years ago

მოღალატე მაგრად არ მევასები 2006 ის მერე

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x