ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო : “9 ივლისი – ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა”

რამოდენიმე დღის წინ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ მიიღო.ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგა : “ვასრულებ კარიერას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.არდადეგები ოჯახთან ერთად ამერიკაში გავატარე.ვარჯიშის დროს მუხლზე კვლავ ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი, რომ წასვლის დრო დადგა.ძალიან მიმძიმს, მაგრამ მივდივარ.ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში ? – ორი აზრი არაა, ბერლინის ტრიუმფი.საოცარი გამარჯვება საოცარ მოთამაშეებთან ერთად.როცა თავი ავღმართე, საოცარი გრძნობა დამეუფლა.იმედგაცრუება ? – 2000 წელს საფრანგეთთან განცდილი მარცხი, მაშინ გვაკლდა ის კლასი, რომელიც 6 წლის შემდეგ ნამდვილად შევიძინეთ.შესანიშნავი მეგობრები დამრჩა – დელ პიერო, ფერარა, ბუფონი, ტურამი.განსაკუთრებულად მადლობას გადავუხდი მარჩელო ლიპის.სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა რომ ამდენს მივაღწიე.”

“კიელინი ? – ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მე არ ვარ პირველი, რომელმაც ეს შეამჩნია.ახალგაზრდა და ფიზიკურად ძლიერი, იგი ეროვნულ ნაკრებს ძალიან დაეხმარება.აკადემიაში ბავშვების სწორად აღზრდა თითოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია.”

“ჩემი მომავალი ? – რა თქმა უნდა, იგი იტალიაში გაგრძელდება, მაგრამ არა ახლა.ამჟამინდელმა კლუბმა 3 წლიანი კონტრაქტი დირექტორის თანამდებობაზე შემომთავაზა, ჩემი ოჯახი კი დუბაიში ბედნიერია.იუვენტუსი ? – ვნახოთ.გუნდის სტრუქტურა სრულიად შეიცვალა.არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.” – ციტირებს ფაბიოს სიტყვებს Football Italia

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით, ბებერი ქალბატონის ფეხბურთელები ფაბიო კანავაროს ემშვიდობებიან :

ჯიჯი ბუფონი : “არა მხოლოდ თანაგუნდელი, არამედ დიდი მეგობარი.მასთან ერთად ბევრი ვითამაშე და ბევრი მოვიგე.მოედანზე დიდ დახმარებას მიწევდა.”

ალესანდრო დელ პიერო : “უდიდესი ფეხბურთელი.მახსენდება იუვეში და ნაკრებში მიღწეული გამარჯვებები.”

ანდრეა პირლო : “5 წლის წინ მასთან ერთად საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს.ჩემს წინააღმდეგ ბევრჯერ უთამაშია, უძლიერესი მოწინააღმდეგეა.”

ლუკა ტონი : “მასთან ერთად ბერლინში უდიდესი გამარჯვება მოვიპოვე.ფაბიოსთან ვმეგობრობ და კონტაქტი მაქვს.”

ვინჩენცო იაკინტა : “ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუნდიალის მოგება.გერმანიაში მოპოვებული ოქროს ბურთი ფაბიომ სრულიად დაიმსახურა.”

ჯორჯო კიელინი : “ის ჩემთვის უფროსი ძმაა.მასთან ერთად გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე.ფაბიო უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა, ის ბევრჯერ დამეხმარა.”

კლაუდიო მარკიზიო : “მასთან ერთად თამაშის საშუალება მხოლოდ 1 წელი მომეცა, იუვეში და იტალიის ნაკრებში.მასთან ურთიერთობა სიამოვნებაა.”

ფაბიო კვალიარელა : “ფაბიო – ყველა კაპიტნის კაპიტანი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ninia-juve
13 years ago

ეეეჰ კანა:((( :*** მადლობის მეტი რა გვეთქმის იუვეს და აძურის გულშემატკივრებს… საუკეთესო კაპიტანი…

13 years ago

ჩემთვისაც საუკეთესო დღეა :oops: მიყვარს ეს კაცი.

giga_22milan
13 years ago

მიუხედავად იმისა რომ მილანელი ვარ, მაინც ძალიან მიყვარდა ეს კაცი, ძნ მაგარი მცველი, ძნ მაგარი კაპიტანი და ძნ მაგარი ადამიანი, ძალიან მწყდება გული მის წასვლის გამო და კიდე იმის გამო რომ ამის და მალდინის ერთად ხილვა მე ვერ მოვახერხე :((( იმედია მწვრთნელი გახდება და როდესმე აძურას მუნდიალს მოაგებინებს :)))

13 years ago
Reply to  giga_22milan

ეგეთი მწვრთნელი უკვე გვყავს

gocha khalvashi
13 years ago

მართლაც ყველა კაპიტნის კაპიტანი იყო… დელ პიეროს და ტოტის კაპიტანი… :italy:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ვერ გაამტყუვნებ კანავაროს ნაღდად

აძურის კაპიტანი , მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი … სერია ბ-სთვის ეს საცოდაობა იყო

dito chanturia
13 years ago

martla dzaan magari mcvelia da kide ufro mgari iqneboda rodarcheniliyo magram albat aman kide cotati gamoisyida imiti ro dabrunda tavisufal agentad sxvebisgan gansxvavebit.. magram es imis bralic iyo albat rom is sauketeso formashi iyo da dznelia roca umaglesi titulebi ginda da sheni gundi gavardeba dabal divizionshi ambiciebma tavisi qna mainc

13 years ago

მართლა ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო მცველი არამარტო იტალიაში…

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x