ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი : “აქ გამარჯვებებისთვის მოვედი”

ევროპა მოიცდის, ცხოვრებაში ასეთი შანსის ხელიდან გაშვება შეუძლებელია.სტეფან ლიხტშტაინერი ბებერ ქალბატონში დიდი ენთუზიაზმით მოვიდა, შვეიცარიელს სურს საკუთარი თავი საუკეთესო მხარით წარმოადგინოს და ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი მცველის წოდება დაიმსახუროს.

რომის “ლაციოს” ყოფილი მცველი დარწმუნებულია, რომ ტურინის “იუვენტუსთან” ერთად ევროთასებს დაუბრუნდება : “ამ გუნდს აქვს კლასი,ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი კიდევ გვექნება და მას აუცილებლად გამოვიყენებთ.რომში დიდი გამოცდილება მივიღე, ლაციოსთან ერთად ევროპის პრესტიჟულ ჩემპიონატებშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ იუვენტუსი მაინც იუვენტუსია.ეს ის კლუბია, რომელსაც გამარჯვება სურს, ისევე როგორც მე.”

გამარჯვება.ეს ის სიტყვაა, რომელსაც ბრანდონეკიოში გამართულ პრესკომფერენციებზე ხშირად ახსენებენ.გამონაკლისი არც ლიხშტაინერია : “ტრანსფერზე ჩემი აგენტი და ჩემი ძმა მუშაობდნენ.მე მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი, შესანიშნავად მესმის, რომ მცველი დაუღლელად უნდა მოძრაობდეს წინ და უკან, შეტევაში და დაცვაში.ჩემი მიზანი მუდამ გამარჯვებაა.იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ მოვიპოვებ, ძალიან ვბრაზდები.”

ლიხშტაინერი დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა გუნდს და სურს “იუვეს” წარმატებაში წვლილი შეიტანოს : “ვიცი, რომ ტურინში ზეწოლა დიდი იქნება, მაგრამ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება ადვილი არც რომში გახლდათ.ტურინულ გრანდში შესანიშნავი კოლექტივი მუშაობს, გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების დახმარებით ყველაფერს შევძლებ.ნამდვილ ჩემპიონებთან ერთად ვარჯიში დიდი სიამოვნებაა.კონტე ? – იგი პროფესიონალია, პირველ ვარჯიშებზე აქცენტი ტაქტიკურ მონახაზზე გაკეთდა, ჩემს დავალებებზე მწვანე მინდორზე ჯერ-ჯერობით საუბარი ნაადრევია.ახლა გულმოდგინედ ვმუშაობ, რათა სეზონი წარმატებულად ჩავატარო.”


წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Neymar.
13 years ago

უდინეზე სანჩესში 35 მილიონს ითხოვს ეგ მაინც იყიდონ

mogvenatrebi aleks
13 years ago

მოტა არ მიდის?!

Z u R a noniashvili
13 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: მიდით ჯიგრებოოოოოოოოოოოო

lasha naxucrishvili
13 years ago

!!! ეს მაგარია !!!

gocha khalvashi
13 years ago

მე ასე დავალაგებდი ტრანსფერებს…
1. პირლო (მილანიდან იუვეში გადმოყვანას დიდი ნიჭი უნდა, მერე რაა რომ 32 წლისაა, პირლოა ბოლოსდაბოლოს)
2. კრასიჩი
3. მატრი
4. კუალიარელა
5. ლიხშტაინერი
6. სტორარი
7. ციგლერი
8. ნუ დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა…

13 years ago

ჩემი სიაც მიახლოებულია, ერთი კრასიჩს გადავაგდებდი უკანა პოზიციებზე : )

13 years ago
Reply to 

მოკლედ რა ცუდი ხალხი ხართ რა მარტინესი რატო დაგავიწყდათ? ასე მალე დაივიწყე ხო მთელი ამაგი?

13 years ago
Reply to 

მარტინესი ჩემი ტკივილია :lool:

khurtso
13 years ago

:juventus: :chuk:

gocha khalvashi
13 years ago

მაგარი შრომისმოყვარეა და შვეიცარული საათივით გამართულად მუშაობს ყოველთვის.

დიდი დოზით ჟილკიანია და ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. როჟაა იმენა… :achuu: :forza:

flip flap
13 years ago

გეტანხმები მაგარი მუშაა მაგარი ტრანსფერი გაჩარხა მაროტამ :forza:
საუკეთესო Aტეული ვინც აქამდე უყიდია
1.მატრი
2.კრასიჩი
3.ქუალიარელა
4.პირლო
5.ლიხტშტაინერი
6.პეპე
7.სტორარი
8.მოტა
9.ზიგლერი
:forza:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  flip flap

მოტა წაშალე თუ ძმა ხარ :lool: :loool:

lasha naxucrishvili
13 years ago
Reply to  Dutch

ადმინი შენ არ ხარ ხოდა ამოშალე ეგ სახელი კაცურად მოტას ვერ ვიტან :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ვერ მივეკარები მე , მეშინია ვირუსი არ ავიკიდო რამე :lool:

13 years ago

ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ,მას არ აქვს თავისუფალი აზრის შეზღუდვის უფლება :lool:

flip flap
13 years ago

ბიწო მოტა მაგარი მცველია ძან უბრალოდ ახალგაზრდაა 85 თუ 86 იანია და დიდი მომავალი აქ ვერ გაიხსნა ჯერ უბრალოდ ეგ თუ არ გააგდეს ნახავთ კაი მცველი დადგება

flip flap
13 years ago
Reply to  Dutch

აუ კაი რა დატკა მოტას თამაშები ნანახი გაქ უდინეზეში მე მაგას დიდი მომავალს ვუწინასწარმეტყველებ იუვემ თუ არ გააგდო შორს წავა ძან პრესპექტიულია

მარტინესი მტელი ტურინის ტკივილია :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x