კანავარო იუვენტუსზე და კალჩიოპოლიზე საუბრობს
ფაბიო კანავარო , რომელმაც გუშინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება , საუბრობს ძველ პერიოდზე როდესაც იუვენტუსის ღირსებას იცავდა , ასევე კალჩიოპოლზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ გამარჯვებაზე …
” სიმართლე გითხრათ , საერთოდ არ დავფიქრებულვარ იმაზე , რომ როდესაც 9 ივლისს , კარიერის დასრულების შესახებ ვაკეთებდი განცხადებას , 5 წლით ადრე , ზუსტად იმავე დღეს მსოფლიოს ჩემპიონობას ვზეიმობდი . ენით აუღწერელი შეგრძნება მეუფლება , როცა იმ კადრებს ვიხსენებ . საინტერესო დამთხვევაა , ყველაზე ბედნიერი დღე , ყველაზე ნაღვლიანს დაემთხვა ” .
” 2006 წლის სკუდეტო სამართლიანად ეკუთვნის იუვენტუსს , მიუხედავად იმისა , თუ რას საუბრობს ეხლა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია . ნუ გავიწყდებათ ის გარემობა , რომ 2006 წელს მოგებული მუნდიალი , დიდწილად ბიანკონერის ფეხბურთელების დამსახურება იყო , რომლებიც მაშინ ნაკრების ხერხემალს წარმოადგენდნენ ” .
” რაც შეეხება ფაკეტის , ეს მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო . როდესაც ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი , მისგან ბევრი რამ ვისწავლე . შესაძლოა მან მართლაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა , თუმცა არ შეიძლება მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი აგრესია ” .
წყარო : Football-Italia
რადგან წავიდა არ ნი7ნავს რო მოგალატეა…მაშ თქვენ ზიდანს მოგალატედ მიიჩნევთ?
ეს რო წავიდა დიდად არ დამწყვეტია გული არასოდეს ყოფილა გუნდის სული და გული
ჯერ ხო იმაზე მომაშალა ნერვები იუვე რო მიატოვა და თან სად წავიდა რეალში :@.... ....
ვინც იუვედან წავა ყველა შენსავით გაბანძდება

პირველი ის რომ ეს არ გაბაძებულა და არც გაბანძდება სანამ იტალიაში ფეხბურთი იქნება, ძოფის შემდეგ იტალიას არ ყოლია ასეთი კაპიტანი და მეორე, თუ ესეა როგორც შენ იძახი იბრას არ ეტყობა რაღაც მსგავსი რამე…
იუვედან ვინც მიდის აშკარად მერე იწყებენ თამაშს
მოღალატე მაგრად არ მევასები 2006 ის მერე