ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ამაურის “იუვეში” არ მოსწონს “

ბარდონეკიაში ფანები ამაურის დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. როგორც ჩანს, ამან “იუვენტუსის” ფორვარდზე ძალიან იმოქმედა და მისი აგენტი კლუბიდან წასვლის საჭიროებაზეც აალაპარაკა: ” ამაური ახლა ბედნიერი ნამდვილად არაა, მას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ატმოსფერო “იუვეში” არც ისე კარგია მისთვის, ასე რომ, მალე მომავალთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. გულშემატკივართა მტრულ განწყობას ვერაფრით ვხსნი, ეს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩემს კლიენტს სიმშვიდე და საბრძოლო განწყობა სჭირდება, “ნაპოლი” მისთვის შესანიშნავი იქნებოდა. ” -აცხადებს ჯანპიერო პოჩეტა Radio Crc -სან საუბარში.

წყარო: goal.com

31 thoughts on “აგენტი : “ამაურის “იუვეში” არ მოსწონს “

  1. ნატახტარის ლიმონათი თუ მოსწონს? ძმებო ერთ რამეზე შევთანხმდეთ ძალიან გთხოვთ, აქ კომენტარებში წავიკითხე და ადრეც წამიკითხია ჩვენს საიტზე, რომ ამაური თითქოსდა ვერ მოერგო გუნდს, ვერ ათამაშდა და ასე შემდეგ. იუვეში თამაშობს ტიპი, მიუხედავად იმისა რომ რაღაც საშინელი ტრავმები არ ტანჯავდა, წელიწადი გოლი არ ქონდა გატანილი, შეიძლება მეტიც და კიდევ შანსი უნდა მისცე, 20-21 წლის ბიჭი რომ იყოს კიდევ თვალს დახუჭავდი და შანსს მისცემდი, მაგრამ ამას რა შანსი უნდა? ზიდანის ინტერვიუ თუ გაქვთ წაკითხული, თუ რატომ გადავიდა იუვედან რეალში? ასეთი დიდი ფეხბურთელი წერს, რომ იტალიაში და განსაკუთრებით იუვეში თამაში ძალიან რთულია, თუ გინდა რომ იყო ძირითადში, იყო გუნდისთვის შეუცვლელი, ნომერ პირველი ფიგურა და ტაშს გიკრავდნენ და გულშემატკივარი ოვაციით გეგებებოდეს ყოველთვის უნდა იყო საუკეთესო ფორმაში, რაც დიდ ხანს არავის გამოსდის, ერთადერთი ადამიანი ვინც ეს მოახერხა წლების მანძილზე და ვინც ამას მუდმივად ახერხებს ეს ალექს დელპიეროა, სწორედ ეს იყო ჩემი რეალში გადასვლის ერთადერთი მიზეზი……. ძმებო ეს ვრცელი სტატია იყო და ძალიან მაგარი სტატია, მოკლედ რომ არ გავაგრძელოთ ზიდანი, რომელიც ყოველთვის კარგ ფორმაში იყო და არც არავინ აგდებდა იუვედან, პირიქით, მის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ასეთ რამეს ამბობს და მაპატიეთ, მაგრამ ამაურის მორალური უფლებაც არ აქვს დარჩენა მოითხოვოს, რადგან პარმაში გადასვლისთანავე გოლების გატანა დაიწყო, რადგან იუვესთვის დაემტკიცებინა რომ ისინი შეცდნენ და ალბათ ბოღმაც ახრჩობდა და გოლების გატანაში ესეც ეხმარებოდა, არ ჯობდა გოლები იუვეში გაეტანა? მაგრამ იქ მშვიდად იღებდა ხელფასს და სულ იღბალს უჩიოდა და არც ენაღვლებოდა ხელფასს რომ არაფერში უხდიდნენ, მაგრამ როგორც კი მისი გასხვისება გადაწყვიტეს მაშინვე ცხვირი აიბზუა და ზევიდან ყურება დაიწყო: “ეს როგორ აკადრეს”???? მოკლედ მთავარი სათქმელი მგონი ვთქვი: უ”გოლ”ო თავდამსხმელები შორს იუვესგან

    1. ეგრე ტონის იტალიის ნაკრებში მგონი 10 თვიანი უგოლო სერია ჰქონდა და ეგეც გასაშვებია? საერთოდ ეგეთი რაღაცა ზოგჯერ მოსდით თავდამსხმელებს და არ უნდა დაიწყო ამის გამო ფეხბურთელის პანღურით გაგდება. აგერ ჩელსიში ტორესი მაგ დღეშია ზუსტად და კეროლსაც არაფერი უქნია თითქმის ლივერპულში იანვრიდან და ამის გამო ხო არ გაყრიან? იტალიაში კიდე ეგ ადრე იყო ახლა სხვა დროა რა გოლებზე უნდა ილაპარაკო როცა 1 გოლის მერე 9 კაცი დაცვაში დგას და მოწინააღმდეგის შეცდომაზეა ჩასაფრებული? საერთოდ როგორ უგროვდებათ სერია ა-ში თავდამსხმელებს 20 გოლი და მეტი ეგეც მიკვირს.

      ამაურის რაც შეეხება რო წავიდეს ბევრი არაფერი მოგვაკლდება გვყავს ხალხი თავდასხმაში და გვეყოლება კიდე როსი ან აგერო

  2. Juventus_10

    დე სილვესტრითი იუვენტუსი დაინტერესებული ორი წელია არ ყოფილა, დე სილვესტრი ფიორენტინას მცველია, ეგ სილვესტრიზე გაისმის ჭორები, კატანიაში თამაშობს..ჯერ ჯერობით მის თაობაზე არაფერია სიახლე :no

    გასტალდელოს და პოლის შეძენა როგორც სურს უნდა მაროტას, ამ დღეებში მოლაპარაკებები დასრულდება იმედია..

  3. ვინ აპატიებს იუვეში ორი წელი ტყუილად 8 მილიონის აღებას ? კიდევ გუნდში დარჩენას ითხოვს ტოო, აშენდა ჩვენს ხარჯზე..

  4. ისევ თავის თავს დააბრალოს, ეს იუვენტუსია და აქ მუდამ უნდა აჩვენებდე მაღალი დონის ფეხბურთს. აბა ვინ აპატიებს ორი სეზონის ჩაგდებას!

  5. ჯანდონატოს ხელი არ დაადონ ეგ ბიჭი იუვეს მომავალია და ასევე ჯანეტი და ბონიპერტიც და სორენსენიც სხვები წაიღონ თუ უნდათ

  6. მაროტამ სამი ოთხი მუტრუკი დაიქირავა და ვარჯიშის დროს უსტვენენ :chuvak:
    გადარეულია კაცი, მატჩის დროს რას უზამენ წარმომიდგენია

    1. ჩუვაკ პოლიზე რამე ახალი ინფო ხო არ გაგიგია მანდ ევროპაში ? :D მაინც ახლოს ხარ : D ჩემს ხელთ არსებული ბოლო ნიუსით , სამპა ჯანდონატოთი , ეკდალით , სორენსენით , მარონეთI და სტორარით არის დაინტერესებულიო … მაროტა შესაბამისად პოლით და გასტოდელოთიო … და თAნ პლიუს 10 მილიონზე მეტს არ დახარჯავსო … ხოდა სამპა ორივეში 14 ს ითხოვს

      1. პოლი და გასტალდელო ზე რო ჩალიჩობს ბევრმა თქვა, და ალბათ ნაღდია. ეკდალის იქით გაშვებაზეც ითქვა დღეს, მაგრამ პრესტიჯულ გამოცემას არ უთქვამს და თანხაზეც არ გამიგია არაფერი.
        მე ორივეს მივესალმები, პოლი ახალგაზრდა და ეგ სენტერ ბექი გამოცდილი როჟა,მგონი ნაკრებშიც იყო გამოძახებული.
        :vaime:

        1. ხო გასტადელო ეტყობა მეოთხე ცენტრ ბექად უნდა

          მალე მოაგვაროს პოლის ტრანსფერი , დიდი ხანია უკვე იუვეში მინდა :love:

  7. რა იყო რა ქნა ესეთი? :lool: არაა ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ იუვეში ვერ ათამაშდა და დროზე ვერ გაერკვა რა ნაკრებში უნდა ეთამაშა. ცოტა ჭკუა რო ჰქონოდა ამის აგენტს ეხლა სრედნიზე უფრო მაღალი დონის გუნდშიც იქნებოდა ეგ ძირითადის კაცი და ბრაზილიის ნაკრებშიც შეილებოდა ეთამაშა(ფრედის და რობინიოს არაფრით ჩამოუვარდება)

  8. სანამ არ აგინეს იქამდე ვერ მიხვდა რო უნდა წასულიყო. კიდე კაი რო ეხლა მიხვდა და აახვევს იუვედან :mrgreen:

  9. წადი ნაპოლში მარა ამ ნაპოლმა პალერმომ და ლაციო უეფაზე ცოტა მოინდომონ და მოიგონ გაურკვეველი ქვეყნის გუნდებთან რო ვაგებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.