ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯის კომენტარების ტოპ-ათეული

“კალჩოპიოლის” შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაცია ლუჩიანო მოჯის სიცოცხლის ბოლომდე გაუგრძელდა. ყოფილი დირექტორი “იუვეში” ყოფნის დროსაც გამოირჩეოდა საინტერესო კომენტარებით და მოსაწყენ ინტერვიუებს არც ახლა აძლევს. მართალია, “პალერმოს” თვკაცისგან შორს დგას, მაგრამ სიტყვა-პასუხი არც ლუჩიანოს ეშლება ხოლმე. გთავაზობთ მისი კომენტარების ტოპ-ათეულს…

10. როცა ვარჯიშის დრო დგებოდა, მარადონა ყოველთვის ავად იყო

“ნაპოლიში” ყოფნისას მოჯის მარადონას გვერდითაც უწევდა მუშაობა. მაგრამ ლუჩიანო არგენტინელით აფრთოვანებული არასდროს ყოფილა.

” როცა ვარჯიშის დრო დგებოდა, მარადონა ყოველთვის ავად იყო. სესიამდე ათი წუთით ადრე მისი აგენტი დარეკავდა და გვეტყოდა ხოლმე : “დიეგო ვერ მოვა, დიეგო თავს ცუდად გრძნობს. ”

9. “ინტერს” სირილ დომორო ვაყიდინე

” 1999 წელს საფრანგეთში “მარსელის” ერთ-ერთ ფებურთელზე დასაკვირვებლად ჩავედი და გვერდით “ინტერის” სკაუტიც შევამჩნიე, იმავე ფეხბურთელისთვის ჩამოსულიყო. გზიდან უნდა ჩამომეცილებინა. თვალი მოვკარი სირილ დომოროს და ზეაღმატებული სიტყვებით დავიწყე მისი იმ ხმაზე ქება, რომ სკაუტსაც გაეგონა. ერთ კვირაში ჟურნალ-გაზეთებმა ის “ინტერს” დაუკავშირეს და ყველაფერი ტრანსფერით დასრულდა. ძალიან უნიათო ფეხბურთელი გამოდგა. ”

8. “კალჩოპიოლიში” ან ყველა დამნაშავეა ან არავინ

სკანდალის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ მოჯი და “იუვენტუსი” დაზარალდნენ. დირექტორიც მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც სხვისთვის უცხო იყო, იმავე ქმედებებში ის მორატისაც ამხელდა.

” ყველაფერი მარტივადაა. ან ყველა უდანაშაულოა, ან ყველა დამნაშავე. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველა უდანაშაულო უნდა იყოს. ”

7. “რომას” ერიკ ლამელა ცირკისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა

რამდენიმე დღის წინ მოჯიმ “რომას” ახლანდელ შენაძენ ერიკ ლამელაზეც ისაუბრა. დედაქალაქელები ფეხბურთელზე დიდი იემდებს ამყარებენ.

” “რომას” რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, მათო შორის ლამელაც. ფეხებქვეშ ბურთს იმას უშვება, რაც სურს, ცირკისთვის შესანიშნავი დამატება იქნებოდა. რამდენად იზავს იმავეს “სერია ა” -ში უკვე სხვა საქმეა. ”

6. ჟოზე მაურინიოს შეუძლია ჩემი ადვოკატი იყოს

როცა პორტუგალიემა “იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ მატჩის არბიტრი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, მოჯისგან შესაბამისი პასუხიც მიიღო.

” მაურინიოს შეუძლია ჩემი ადვოკატი იყოს. მასსავით ვერავინ ამჩნევს საფეხბურთო მაქინაციებს. იმ გუნდის მწვრთნელიც კი, რომელიც მუდამ მსაჯების სიმპათიებით სარგებლობდა, ახლა თვითონ ადანაშაულებს მათ. ”

5. “მილანი” რონალდინიოს ბავშვივით ექცევა

2010 წლის ნოემბერში “მილანმა” “სამპდორიასთან” შეხვედრაში რონალდინიოს მხოლოდ სამწუთიანი სათამაშო დრო გამოუყო.

” “მილანი” ჩემპიონატში ტექნიკურად ყველაზე გამართული გუნდია, თუმცა ვერაფრით ვხვდები, რატომ ათამაშეს რონალდინიო მხოლოდ სამი წუთით. ალეგრი ასე არ უნდა ექცეოდეს, ბრაზილიელი ჩემპიონია, ბავშვი კი არა. ”

4. იტალიური ფეხბურთი მოკვდა

არ იკმარა რა 2010 წელს იტალიური გუნდების წარუმატებლობაში “ინტერის” დადანაშუალება, მოჯიმ აპენინური ფეხბურთის ნაწილ-ნაწილ დაშლის ცოდვა ზურგზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯანკარლო აბეტეს აჰკიდა.

” აბეტეს გამართლება ახლა დანგრეული სახლის ბოლო კედლის წაქცევას ჰგავს. იტალიური ფეხბურთი ჯანყდება იმ ერთი ადამიანის აბსურდული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რომელიც ფეხბურთს ნელი სიკვდილით კლავს. ვინმემ, გთხოვთ, გვიშელეთ. ”

3. “ინტერმა” იბრაჰიმოვიჩის გაყიდვით თავი ჩამოიხრჩო

მოჯიმ შვედი თავდამსხმელის გაყიდვის გადაწყვეტილებას ვერაფრით გაუგო. შეგახსენებთ, მაშინ ფეხბურთელი “ბარსელონელი” ეტოოს ბარტერად იქცა.

” “ინტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაყიდვით თავი მოიკლა. მათ საკუთარი ლიდერი გაასვხისეს. მას მატჩის მოგება ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც შეუძლია. ”

2. იტალიას 2006 წელს მე მოვაგებინე

“კალჩოპიოლიში” დადანაშაულების შემდეგ, მოჯიმ გადაწყვიტა საპასუხო დარტყმა მიეყენებინა მეტოქეთათვის და “აძურების” მსოფლიო ჩემპიონობა საკუთარ დამსახურებად გამოაცხადა.

” სწორედ მე ვაჩუქე ეროვნულ ნაკრებს ათი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, სწორედ მე მივეცი საშუალება იტალიას მსოფლიოში პირველი გამხდარიყო. ”

1. “ინტერმა” ისევ რომ მოიგოს “კალჩოპიოლი” სჭირდება

“ინტერი” სკანდალის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ერთპიროვნულად დომინირებდა, მაგრამ ჰეგემონია 2011 წელს “მილანმა” დაასრულა. მოჯი “ნერრაძურების” გამარჯვებებს არც უახლოეს მომავალში ელოდება.

“”ინტერის” ამბავი დასრულებულია. “კალჩოპიოლისგან” მიღებული კრედიტი ამოიწურა. მათი საბრძოლო ხომალდი ბინძურ ტივად იქცა. ისევ მოსაგებად, მორატის ახალი “კალჩოპიოლი” დასჭირდება. “

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vaxooo
13 years ago

ნამდვილი გენიოსი :love:
#9 და #6 უგიჟესი იყო :lool: :lool:

Juvent1no
13 years ago

9 ძაან მაგარია :D მაგარი კაცია რა მოჯი იმდენი იჩალიჩა სანამ სამუდამო არ მისცეს :(

BIANCO
13 years ago

მართალია ეს კაცი :forza:

mamuka iosava
13 years ago

თავისის საქმის გენიოსი:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Juventino17
13 years ago

მეც მეცხრეზე ვიკაიფე ყველაზე მაგრა :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ძაან მაგარი კაცია და მართალია ყველაფერში ისე

13 years ago

მეორე პუნქტში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, ყველაფერი იქიდან დაიწყო რო სწორედ მოჯიმ შეკრა ის იუვენტუსი რომლისგანაც ნაკრების ძირითადი ბირთვი შედგა!!!

9 – პუნქტი რატომ არ მიკვირს ნეტავ :lool: ინტერი სულ ცდილობს ჩვენთვის ფეხბურთელების ახევას მაგრამ მოჯი რის მოჯია თუ არ ცაუჯოკრა ყველაფერში :yeah:

jjj jjj
13 years ago

#9 მაგარიააააააააა:D:D:D:D

NEDVEDA11..
13 years ago

გიჟია :lool:

shot10
13 years ago

“რონალდინიოზე” -> 100%!
“მოურინიო” -> ;)
მოჯი SEY: _”ინტერმა” ისევ რომ მოიგოს “კალჩოპოლი” სჭირდება. -> წლის სიტყვა!

13 years ago

აუ მეცხრე ფანტასტიური იყო ძაან მაგარია მოჯი :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
13 years ago

2006ც იუვემ მოიგო და დანარჩენი სამიც, ბრაზილიიდანაც ჯიჯი კიელინი ბონუჩი მარკიზიო პირლო პეპე მატრი კვალი და როსი წამოიღებს თასს

tsotne tsertsvadze
13 years ago

ფრიად საინტერესო იყო :))

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x