ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : ” იუვენტუსი დაიბრუნებს ძველ დიდებას ”

დღეს , ანდრეა პირლომ , პრესკონფერენცია გამართა ბრანდონეკიაში , სადაც ბიანკონერის სამწვრთნელო ბაზა მდებარეობს …

გუშინ კონტემ განაცხადა , რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ითხოვს და პასუხისმგებლობას . საინტერესო თქვენ რას გრძნობთ ?

” სასიამოვნოა , როდესაც ასეთ პროცესებში შენც იღებ მონაწილეობას , მაგრამ აუცილებელია პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას გააჩნდეს , მწვრთნელს სრული მხარდაჭერა უნდა აღვუთქვათ – ჩვენ ამ ეტაპზე საკუთარ თავსაც უნდა დავეხმაროთ და გუნდსაც . სწორედ ამიტომ შევუდექით პირველივე დღიდან აქტიურ მუშაობას .  რაღაც განსაკუთრებულის შექმნა გვსურს ” .

რას იტყვით იუვენტუსთან ერთად ჩატარებულ პირველ ვარჯიშებზე , ათ წლიანი მილანური კარიერის შემდეგ ? როგორ გრძნობთ თავს ?

” იცით , უცნაურია , უკანასკნელი 10 წელია მილანი არ დამიტოვებია , ბოლოს რამდენადაც მახსოვს ინტერთან ერთად ვიყავი მთებში . მაგრამ , ძალზედ სასიამოვნოა გულშემატკივრების წინაშე ვარჯიში ” .

როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ტიფოზების სიმღერაზე ?

” ვინც არ ახტება , ის როსანეროა ” .

როგორ ჩაიარა 4-2-4 სათამაშო სქემის ტესტირებამ ?

” პირველივე დღიდან სწორედ ამ მონახაზის ირგვლივ ვმუშაობთ , მთავარი აქცენტი გადაადგილებებზე კეთდება . არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ , თუმცა ყველაფრის დასამახსოვრებლად დრო დაგვჭირდება . მომზადება ცოტათი ადრე დავიწყეთ , რადგან გარკვეული სიახლეები გვქონდეს შემდეგ . რაც შეეხება ფანების ასეთ აქტიურ მხარდაჭერას , ვფიქრობ ეს ცოტათი ადრეა , რადგან მილანში გატარებული 10 წელი ადვილად დასავიწყებელი არ არის ” .

დღეისათვის იუვენტუსი შორს არის მილანისგან ?

” არა , უკვე ახლოს ვართ . როდესაც დაიწყება ახალი სეზონი , ყველა გუნდს თანაბარი შანსები ექნება . როგორც უკვე გითხარით , ვემზადებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სეზონისთვის , უკვე შემდგომ კი , გაწეული სამუშაოს შედეგს ვიხილავთ . მხოლოდ ერთ რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას , აუცილებელია უმაღლესი მიზნების დასახვა და გამარჯვებების მოპოვება ” .

ვის გახსენებთ კონტე ?

” ვფიქრობ ლიპის , თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ მაესტრო დიდი ენთუზიაზმით და გამარჯვებებისკენ სწრაფვით გამოირჩეოდა ” .

გასულ სეზონში მციორეოდენი პრობლემები გქონდათ . როგორია დღეისათვის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

” ნორმალურად , როგორც იქნა მოვიშორე მუხლზე არსებული პრობლემა . სეზონის მიწურულს მოვახერხე რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება , როგორც მილანის ისე სკუადრა აძურის შემადგენლობაში ” .

მოედანზე თქვენი როლი , მილანურ კარიერასთან შედარებით იცვლება ?

” ვფიქრობ არა . რამდენიმე წლის წინ  , ლეონარდოს ხელმძღვანელობით ,  ორი ნახევარმცველის გვერდით ვასპარეზობდი , ჩვენს წინ კი ერთაბაშად სამი ფორვარდი მოქმედებდა . ნაკრებშიც ორ ნახევარმცველთან ერთად ვთამაშობ და არანაირი პრობლემა არ შემქნია . ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული , თუ რა ტაქტიკური მონახაზით არის შექმნილი შენი გუნდის თამაში ” .

კონტემ განაცხადა , რომ გუნდს შეუძლია რვა შემტევი ფეხბურთელით მიაღწიოს წარმატებას  , როგორც ამას ბარსელონა აკეთებს . ეთანხმებით მას ამაში  ?

” სწორი მიდგომაა , ვფიქრობ , უნდა ვისწავლოთ ბარსელონასგან თავდაცვა და შეტევა . რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდი მწვრთნელთან , რომელიც იმავე აზრზეა . კატალონიელები შეტევაში დიდ ძალებს ტოვებენ , თუმცა პრესინგის დროს ასევე პირველები ჩნდებიან ბურთთან . იუვენტუსმაც სწორედ ასე უნდა იასპარეზოს : რაც შეიძლება მალე ჩაიგდოს ბურთი ხელში და მზად იყოს ნებისმიერ წამს კონტრ შეტევისთვის ” .

კონტე ყველას ესაუბრა თუ მარტო თქვენ ?

” მან ჩემთან ისაუბრა და შედეგად აზრების შეჯერება მოვახერხეთ ” .

ნაკრებში ასპარეზობის პერიოდში თქვენ ჯუზეპე როსი გაიცანით . როგორ ფიქრობთ , შესძლებს ის კლუბის ახალ საფეხურზე აყვანას ?

” უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელია , თუმცა ეს საქმე ჩვენ – ფეხბურთელებს ნაკლებად გვეხება . უბრალოდ შეგვიძლია დაველოდოთ მას სამწვრთნელო ბაზაზე . სხვათაშორის გვარები , რომლებიც ბოლო პერიოდში პრესაში იწერება , უკლებლივ ყველა ,  მსოფლიო დონის შემსრულებლები არიან . აქ , ბრანდონეკიაშიც საკმაოდ ბევრნი არიან ასეთები , მაგრამ ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია ” .

ანდრეა , წვრთნების დროს ვინ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება ? ნაკრების ფეხბურთელებზე არ მაქვს საუბარი , ვისთან ერთადაც გიწევდა მოედანზე ასპარეზობა …

” პრინციპში ყველას ვიცნობ , ნაკრებში თითქმის ყველასთან მაქვს ნათამაშები . მაგრამ , გამორჩეული შთაბეჭდილება კრასიჩმა და მისმა თავბრუდამხვევმა სისწრაფემ მოახდინა . იმედი მაქვს ის ასეთი რეაქტიული მთელი სეზონის მანძილზე იქნება ” .

როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა კლუბის პრეზიდენტზე ?

” შესანიშნავი ! ძალზედ კარგია , რომ კლუბის პირველი პირი ასე ახლოს არის გუნდთან , რომელსაც ძალზედ სურს გამარჯვებების მოპოვება ! ”

შენი აზრით , რამდენი ხანი მოუნდება იუვენტუსი ძველი დიდების დაბრუნებას ?

” გასულ წლებში განცდილმა წარუმატებლობამ საკუთარი დაღი დაასვა დროს , რადგან გამარჯვებები გეხმარება ” გამარჯვებების ” მოპოვებაში . ამდენმა მარცხმა შესაძლოა კლუბს საკუთარ თავში რწმენა დააკარგვინა და აუცილებელია მისი დაბრუნება . კიდევ ერთხელ გავიმეორებ , უნდა ვიფიქროთ მხოლოდ უმაღლეს მიზნებზე , ზედა საფეხურებზე , ხოლო შემდეგ მოედანი გვაჩვენებს , გაქვს თუ არა შანსი მართლაც გავხდეთ პირველები  , თუ უბრალოდ ერთ ადგილს ვტკეპნით ” .

არ ფიქრობთ , რომ ადამიანები არ გაფასებენ ჯეროვნად ? არიან ისეთებიც ვინც თვლის , რომ იუვენტუს ჯერ ხმაურიანი შენაძენი არ გაუკეთებია . არადა საქმე მსოფლიოს ჩემპიონს ეხება , რომელმაც საკლუბო დონეზე ფაქტიურად ყველაფერი მოიგო …

” არ ვფიქრობ , რომ დაუფასებელი ვარ , რადგან იტალიაში ” იტალიელებზე ” ყოველთვის ცოტას საუბრობენ და უპირატესობას ლეგიონერების გარჩევას ანიჭებენ . მაგრამ საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად მივიჩნევ და მიხარია , რომ  კარიერის მანძილზე არაერთი ჯილდო მოვიგე . დიახ , ყველაფერი მოვიგე , თუმცა ეხლა აქ ვარ და თავიდან მსურს ამ ყოველივეს გამოცდა ” .

გალიანიმ შემდეგი რამ განაცხადა : ” რატომ არის პირლო ვარდისფერ მაისურში ? ის შავ თეთრს იმსახურებს … ” თქვენ მას კარგად იცნობთ და ხომ ვერ გეტყვით რას ნიშნავს ეს სიტყვები ?

” მან უბრალოდ იხუმრა , თუმცა ვფიქრობ რომ ეშინია . იუვენტუსს გამარჯვება სურს , ისევე როგორც მილანს და ამიტომ ამ ორ კლუბს შორის , მთელი სეზონის მანძილზე გაგრძელდება ბრძოლა ” .

წყარო : TuttoJuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
13 years ago

100 პროცენტიანი!!!

ტურინული გიგანტი უნდა დაბრუნდეს! :forza:

zura chkheidze
13 years ago

პირლო მართლა გენიალური ფეხბურთელია და მისი ტრანსფერის შეუფასებლობა არ შეიძლება, შეუძლია ერთი პასით მოამთავროს თამაში, დელპიეროს მოედანზე არყოფნის შემთხვევაში ჯარიმებსაც მშვენივრად შეასრულებს, მაგას სწრაფ სირბილს არც არავინ სთხოვდა არასოდეს და არც ასაკია საშიში, კლასით დღეს ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი ნახევარმცველები თუ დაუდგებიან გვერდით, მთავარია კონტემ ააწყოს ტაქტიკურად გუნდი კარგად, თუ ბურთის ფლობას მიაწვებიან, როგორც ბარსელონა, მაშინ შედეგსაც მივიღებთ, აბა შარშან სულ მეორე ნომრად თამაშობდა გუნდი, მტანჯველი საყურებელი იყო, განსაკუთრებით ბრეშიასთან, ჩეზენასთან, კიევოსთან და ამათნაირებთან…

falcao
13 years ago

giigga – ჯერარდი არის უძლიერესი ერთერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, მე იმას კი არ ვიძახი რომ არ ვარგა თქო, ვერკვევი ფეხბურთში და მაგას ვერასდროს ვიტყვი, მაგრამ მე ლიჩნად ზეედორფი მირჩევნია, ეგ გემოვნების მაბავია და არა ფეხბურთის ცოდნის :forza:

giigga
13 years ago
Reply to  falcao

ჰო მეც არ ვამბობ ზეედორფი ბანძიაო არ მევასებოდა ეგ ფეხბურთელი არასოდეს მაგრამ რავი ჰოლანდიას ალბათ საერთოდ ამაზე მაგარი ფეხბურთელი ალბათ მარტო ვან ბასტენი ყავდა. და თავის პოზიციაზე რავი სნეიდერმა ბევრი უნდა იწვალოს რომ ამას დაეწიოს. და საერთოდ შევეშვათ მილანის და ლივერპულის ლეგენდებს და ჩვენს ლეგენდებზე ვთქვათ მაგრები არიანო) ეხლანდელ სასტავში 2 ასეთი გვყავს ალექსას და ბუფონის სახით..

falcao
13 years ago
Reply to  giigga

ხო რატო ვდავობთ ჯერარდზე და ზეედორფზე როცა აგერ გვყავს დელ პირო რომელმაც ზიდანი გაუშვა გუნდიდან და გავკარი ჯერარდასაც და ზეედორფსაც რა :forza:

giigga
13 years ago
Reply to  falcao

მარტო ზიდანი? :D თაობები იცვლებოდა გუნდში და ეს მაინც რჩებოდა. ისეთ ხალხთან თამაშობდა რომლებიც მერე ამისი მწვრთნელები გახდნენ და ანკიდე თანამდებობებზე არიან. რავი მემგონი ეგ რო იუვეს ჩაუდგება სათავეში სადღაც 3-4 წელიწადში მგონი ყველამ იცის უკვე) არ მიწყინოს კონტემ))

falcao
13 years ago
Reply to  giigga

ნუ კონტემ თუ ისე გაქაჩა რომ 3 წელი ხელ შეუხებელი იქნა მაშინ დელ პიერო ჯობია დირექტორატში დავსვათ პაველასთან სადმე ახლოს :D

giigga
13 years ago
Reply to  giigga

iqamde es 1 weli kide davtkbet del pieros tamashit)) shvilebtan gavimariajeb mere me alexas tamashebs vuyurebdi da magra gamimartlao)))

flip flap
13 years ago

მიდი პირლო შენ იცი ტურინული გიგანტი ბრუნდება :forza:

falcao
13 years ago

ისე თუ არ გეზარებათ და გაინტერესებთ, საფრანგეთი – იტალია 2006 ის ფინალს უყურეთ პირლოს ვერცერთი კუთხური დაცვას ვერ გამოაქვს, აბოსლიტურად ყველას აწვდის 100% იანო სიზუსტით

აკაკი მეტრეველი
Reply to  falcao

პირლო გენიოსია :forza:

giigga
13 years ago
Reply to  falcao

მილანი ლივერპულის ფინალი ნახე 2-1 რო მოიგო მილანმა პირლოს გარეშე ჩემ ფეხებს მოიგებდნენ

falcao
13 years ago
Reply to  giigga

კი მეც მაგაზე მაქ ლაპარაკი რომ უზომოდ საჭირო ფეხბურთელია სტადიონზე, 1 პასით ატყუებს მთელ გუნდს და მილანი ძალიან ინანებს მის გაშვებას :forza:

giigga
13 years ago
Reply to  falcao

მილანს კიდე დიდი ხანი არ ეყოლება ესეთი სტილის და ესეთი კლასიდ ფეხბურთელი

Del Piero 10+
13 years ago

:italy: :forza:

აკაკი მეტრეველი

მან უბრალოდ იხუმრა , თუმცა ვფიქრობ რომ ეშინია :lool: :forza:

NEDVEDA11..
13 years ago

:achuu:

mishka berianidze
13 years ago

პირლოს დონის ფეხბურთელი დღეს დღეობით თითზე ჩამოსათვლელები არიან მასზე ძლიერი მის პოზიციაზე არავინ არის ჯერარდი, ხავი, ინიესტა, ზეედორფი, ვიეირა, ლემპარდი, ფაბრეგასი, ალონსო, სქოულზი ამათგან კი ყველაზე ძლიერი კი ჩემის აზრით ზეედორფია რადგან სადაც კი წავიდა თავის სიტყვა ყველგან დატოვა მე ხავისაც კი მირჩევნია მის ასაკში რასაც ზეედორფი აკეთებს ეს ყოვლად წარმოუდგენელია თამაშიცკი არ მახსოვს რომ ჩაეგდო.

falcao
13 years ago

აბსოლიტურად გეთანხმები ზეედორფზე, დღემდე მაკვირვებს ეგ ფეხბურთელი, ამდენი წლის განმავლობაში მაგის ჩაგდებული სეზონი არ მახსოვს, ეგ ყველა ვინების ჩამოთვალე ყველა ინდივიდუალურად არის შესაფასებელი, მაგრამ პირლო სხვა დონეა საერთოდ ჩემი აზრით, ხავი აწყობილ გუნდშია და მილანი რო მილანობდა მაშინდელი პირლო დღევანდელ ხავის რო შევადაროთ სირცხვილია უბრალოდ :forza:

giigga
13 years ago

გიგზი გამოგრჩა ეგ კიდე უფრო დიდია ზეედორფზე

falcao
13 years ago
Reply to  giigga

მასე ყველა თუ ჩამოვთვალეთ შორს წავალთ ძაან, გიგზი უდავოდ უძლიერესი ფეხბურთელია მაგრამ მაგის გამაზვები და ჩავარდნები გაიხსენება

falcao
13 years ago
Reply to  falcao

თან გიგზი სხვა სტილი იყო უფრო, ვინგერი დაერქმევა ალბათ უფრო მაგრამ მისი პასებიც შეუდარებელი იყო

giigga
13 years ago
Reply to  falcao

ყველას ჩამოთვლაზე არ მიდის ლაპარაკი. ფეხბურთელები რომლებიც ესეთ ასაკში კიდევ ინარჩუნებენ ფორმას და მაგრად თამაშობენ თითზე დასათვლელია. მე მაინც დელპიეროზე ვიტყოდი რომ წელსაც შეძლო ჩემი გაოცება მაგარი თამაშით. როცა ლაპარაკი მიდის ჩაუვარდნელ სეზონებზე და წლების განმავლობაში სტაბილურ თამაშზე მე დელ პიერო მახსენდება( იმ სეზონზე ნუ დაიწყებთ ლაპარაკს ტრავმა როცა ჰქონდა, მაგისგან დაცული არავინ არაა ფეხბურთში) 36 წლის ასაკში კიდევ რომ გუნდში საუკეთესო ხარ და სხვები შენზე 10 თავით დაბლა არიან მაშინ ხარ უმაგრესი ფეხბურთელი. თან როცა თავდასხმაში თამაშობ და შენგან ფანები ელოდებიან გოლებს,საგოლე გადაცემებს,ზუსტად შესრულებულ ჯარიმებს(ამ კაცს ჯარიმებიდან გატანა არასოდეს მობეზრდება).. მოკლედ ზეედორფი მაგარია გიგზი მაგარია მაგრამ ჩვენს უბერებელ ალექსს… Read more »

mishka berianidze
13 years ago
Reply to  giigga

არ გამომრჩა რადგან გიგზი სხვა ფუნქციის და თან კრაინი მოთამაშეა.

giigga
13 years ago

ხოდა თუ იმენა მაგ პოზიციაზე ლაპარაკობ ზეედორფზე არ უნდა ამბობდე ჯერარდს ჯობიაო უბრალოდ სირცხვილია.. არც სტაბილურობით არც თავისი როლით გუნდში არც კლასით ჯერარდი ზეედორფს არ ჩამოუვარდება პირიქით ჯობნის. შედარება მაშინ დაიწყე როცა ჯერარდი გახდება 37 წლის და როგორ ითამაშებს მაგ ასაკში იმის მიხედვით კიდე შეილება თქვა ზეედორფი უფრო კარგად თამაშობდაო მაგრამ განვლილი წლებით ნაღდად ვერ იტყვი მაგას ჯერ

falcao
13 years ago
Reply to  giigga

აი მაგაზე ვიკამათოთ თუ გინდა, ზეედორფი არის 35 წლის, აქვს ნათამაშები მილანის გარდა ინტერში და რეალში უმაღლეს დონეზე, ჯერარდი 31 წლისაა და მხოლოდ ლივერპულში აქ ნათამაშები სადაც ჯერარდს კონკურენციას ვერავინ უწევდა საერთოდ იმიტომ რომ მაგის დონის და მაგის ნახევარიდ დონისაც კი არ ყავდა ეს ბოლო წლები ლივერპულს, და ზეედორფმა ითამაშა ოქროს ხანის რეალში, ინტერში და მილანში ჩავარდნის გარეშე, და ისიც უნდა ვთქვათ რომ ჯერარდს ყველგან უწევდა თამაში თავდასხმა, დაცვა და ყველგან სადაც საჭირო იყო, უძლიერესი ნამდვილად არის მაგრამ ლივერპულის სიმბოლო უფროა ვიდრე უძლიერესი და ზეედორფი არაფრის სიმბოლო არააა ის საუკეთესოა მსოფლიოში (ეხლანდელზე არ ვლაპრაკობ ასაკი დაეტყო მაინც) თავის პოზიციაზე

mishka berianidze
13 years ago
Reply to  giigga

ჯერარდი ჯერ კიდევ იმ დროს მევასებოდა ოუენი რომ თამაშობდა მაგრამ ჯერ სტივენმა ზეედორფზე მეტი გააკეთოს და მერე ვილაპარაკოდ კაცს აიაქსში, რეალში და მილანში 4 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ისეთი ვარსკვლავების გვერდით უთამაშია როგორებიც არიან მალდინი, პირლო, ბერგკამპი, კოკუ, დავიდსი, რაიკაარდი, ლიტმანინი, ფრანკ და რონალდ დე ბურები, რონალდო, კაკა, გატუზო, კოსტაკურტა, რედონდო, კარლოსი, სანჩისი, იერო, რაული, შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ნესტა, სნეიდერი, მიატოვიჩი, კასილასი, შუკერი.
და შენ მიმტკიცებ რომ ჯერარდზე დაბალი დონის არის ეს სირცხვილია.

giigga
13 years ago
Reply to  giigga

კაი რაა მაგარ ტრუხას ბაზრობ ბრატ.. ინტერში მაგ კაცს სამი წელი არაფერი გაუკეთებია მაგას ზუსტად გეუბნები. რეალში გეთანხმები კარგად თამაშობდა მაქვს ნანახი რამდენიმე ჩანაწერი და დაჟე მაგას მაგარი პერიოდი სულ თავიდან აიაქსში ჰქონდა იმ დროს აიაქსი სასწაული გუნდი იყო.. ჟერარდზე ნაღდად არ უნდა თქვა ტაკ სებე ფეხბურთელიაო მაგაზე მარტო ლივერპულის გადამკვდარი ფანები კი არა საერთოდ ვინც ოდნავ მაინც იცის ფეხბურთი შეგედავება. როჟას სეზონში 16 გოლი აქ გატანილი და 20მდე საგოლე გადაცემა(2008-2009) და ამას ნახევარმცველი რო იზამს ნაღდად მაგარი მიღწევაა. მაგრა ცდები თუ ეგ ფეხბურთელი რაღაც დეკორატიული ფიგურა გგონია გუნდში. კი ბაზარი არაა ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ რაღაც ლოგიკასთან და… Read more »

giigga
13 years ago
Reply to  giigga

bero-juve10 გეთანხმები ზეედორფი მაგარი ფეხბურთელია 2 პოსტში მიწერია ეგ ზემოთ მაგრამ ვისთანაც არ უნდა ეთამაშა მარტო ეგ კლასს არ განსაზღრავს და საერთოდ ჩემპიონთა ლიგა რომ ახსენე ჯერარდმა ხელში აიგო მთელი თამაში ფინალში და რაღაც სასწაული გააკეთა ეგეთი რამე ზეედორფს კი არა ერთეულებს აქვთ გაკეთებული რაც იმ კაცმა თუნდაც იმ ერთ კონკრეტულ თამაშში გააკეთა

giigga
13 years ago

პირლოს ხედვა ჰქონდეთ ეხლანდელ ფლეიმეიქერებს.. ამ კაცის იმედი მაქვს და დელპიეროსი.

falcao
13 years ago

სტადიონზე გვეყოლება სამი მწვრთნელი ალექსი, ანდრეა და ანტონიო როცა ბოლოწლებში მხოლოდ ალექსა იყო და მგონი შედეგიც დაიდება :forza:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  falcao

ჯიჯიც, მსოფლიოზე ხო გახსოვს სლოვენიასთან ჯიჯი კარნახობდა ფეხბურთელებს, ჯიჯი მომავალში დიდი მწვრტნელიც იქნება

falcao
13 years ago

კი ჯიჯი სულ დამავიწყდა, ჯიჯი დაცვას მიხედავს, პირლო ნახევარდაცვას, ალექსა თავდასხმას და კონტეს ამ ყველაფერს გააკონტროლებს, ეს ყველაფერი შეიძლება სასაცილოდაც ჟღერს მაგრამ ნამდვილად მასე იქნება და სერიოზული ძალა ვიქნებით ამ სეზონში, და ერთხელ და სამუდამოდ დაეცემა მოდური და ბოჰემური ქალაქის შვილების ჰეგემონია :D :forza:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  falcao

:italy: :forza:

Gurami Tkebuchava
13 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x