ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” მარცხენა გარემარბად თავს კომფორტულად ვგრძნობ ”

კლაუდიო მარკიზიო იყო ერთ ერთი მთავარი გმირი , იუვენტუსის უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში , რომელიც ” რაპრეზენტატივა ვალ სუზასთან ” ჩატარდა და ბიანკონერის გამარჯვებით , ანგარიშით 12-1 დასრულდა . კლაუდიო მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა და უნდა ითქვას საკმაოდ შთამბეჭდავაც . გატანილი გოლის გარდა , მან მინიმუმ 2 შედეგიან შეტევაში მიიღო მონაწილეობა . მატჩის დასრულების შემდეგ , ანტონიო კონტემ არ დაიშურა ახალგაზრდა ნახევარმცველის მისამართით საქებარი სიტყვები …

” მისი სიტყვები უზომოდ მესიამოვნა . პირადად მე , თავს ცენტრალურ ნახევარმცველად მივიჩნევ და მწვრთნელმა ეს შესანიშნავად იცის . წვრთნების დროს სწორედ ამ პოზიციაზე ვასპარეზობ ხოლმე , თუმცა მარტინეს ჯერ არ აღუდგენია ბოლომდე ფიზიკური კონდიციები და სწორედ ამის გამო მარცხენა ვინგერის ადგილი დავიკავე და მინდა გითხრათ , რომ თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი . მსიამოვნებს , როდესაც კარის ასაღებად , სხვადასხვა ზონებში ვინაცვლებ , ეს ადგილი კი ხელს მიწყობს ამაში . იმ შემთხვევაში , თუ კვლავინდებურად ფლანგზე დამაყენებენ , უარს არ ვიტყვი ” .

რამდენიმე დღის წინ წინ , კონტემ განაცხადა , რომ დღევანდელ იუვენტუსში , მას მარკიზიოს ჰგავს …

” დავკმაყოფილდები იმდენი ჯილდოთი , რამდენიც კონტემ მოიპოვა . ახალგაზრდულ კლუბში , ყველაფერი მოვიგე და ბუნებრივია იგივეს მიღწევა მთავარ გუნდთან ერთადაც მსურს . ტარდელისთან შედარება ? ეს უკვე ზედმეტია . სხვადასხვა ინტერნეტ ვიდეო პორტალის საშუალებებით ვიხილე მისი ასპარეზობა ,  თუმცა ვფიქრობ განსხვავებული სათამაშო მახასიათებლები გაგვაჩნია ” .

ანდრეა პირლოს გამოჩენამ ტურინში , ბიანკონერის ფანების აღფრთოვანება გამოიწვია. გუშინ მან პირველად იასპარეზა , იუვეს მაისურით და უნდა ითქვას , რომ გაამართლა მათი იმედები …

” საკმაოდ ბევრი რამ ვთქვი ანდრეაზე , მაგრამ კიდევ უფრო მეტს ვიტყვი . პირლო , საკუთარი ტექნიკური არსენალით და მოედნის ხედვით , საუკეთესოდ  მივიჩნევ უკანასკნელ ათ წელიწადში   . გასულ სეზონში მან ვერ მოახერხა მილანის რიგებში თავის გამოჩენა ტრავმების გამო , მაგრამ დღეს იგი მოტივირებულია იუვენტუსთან ერთად გამარჯვებების მოსაპოვებლად ” .

მარკიზიო აღფრთოვანებულია გუნდით და ღიად აფიქსირებს , რომ მისი ერთ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდება …

” სატრანსფერო საქმიანობაზე ვერაფერს გეტყვით , რადგან შვებულების პერიოდში , საერთოდ არ დავინტერესებულვარ ამ საკითხით , ერთადერთი რაც მოხდა , იყო გარკვეული ინფორმაციის წაკითხვა Facebook – ზე . სიმართლე იმაში მდგომარეობს  , რომ გავაფორმე იუვენტუსსთან ხუთ წლიანი კონტრაქტი , რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ . კლუბმა და მწვრთნელმა ისაუბრეს ჩემთან წინასასეზონო მზადების პროცესზე , რომ მე შევდივარ მათ გეგმებში და ეს ძალზედ სასიამოვნო იყო ჩემთვის ” .

კლაუდიოს ისევე როგორც მის პარტნიორებს , სურთ რეაბილიტირების მოხდენა  ორი გასული  სეზონის გამო …

” საშინელი პერიოდი იყო . ვიწყებდით მშვენივრად , მაგრამ იანვრის პერიოდში ყველაფერი ირეოდა და შედეგად კატასტროფულ სიტუაციაში ვარდებოდით . იუვენტუსი არ უნდა იმყოფებოდეს ასეთ სიტუაციაში . გვყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები და მწვრთნელი , რომელმაც კარგად იცის კლუბის შიდა სამზარეულო . დღეისათვის ვმუშაობთ პრესინგზე და იმ რიტმზე , რომელიც ასე გვაკლდა ბოლო პერიოდში . პირველ ამხანაგურ დაპირისპირებაში , ვცდილობდით გვეჩვენებინა ის , რასაც ჩვენგან ითხოვდნენ . კონტეს მოსწონს შემტევი , აქტიური და აგრესიული ფეხბურთი , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ მან ვინგერებს უკან ჩამოსვლა არ დაავალა . მეტოქის შეტევის დროს , გუნდის სქემა გარდაიქმნება ტიპიურ 4-4-2 – ად ” .

ბიანკონერის ახალმა არენამ , დამატებითი სტიმული უნდა გაუჩინოს ყველას რეაბილიტირებისთვის …

” ულამაზესია!!! ის ულტრათანამედროვე სტილშია აგებული . გულშემატკივრებს შეუძლიათ მე – 12 – ე ფეხბურთელი  გახდნენ მოედანზე . იმედი მაქვს , ეს შედეგიან ძვრებს გამოიწვევს . გულშემატკივრების სიყვარული , ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის , რომელიც წინასასეზონო მზადების დროს განვიცადეთ . სიმართლეს გეტყვით და ნამდვილად არ გვეგონა თუ ასეთ მხარდაჭერას მივიღებდით ! ”  .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
13 years ago

ბრავო მარკიზიო, ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს რომ კონტემ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭი და მონდომება უკვე დააფასა..

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, მაროტა და პარატიჩი საკმაოდ ჭკვიანურად მუშაობენ, 3 ფეხბურთელი უფასოდ მათგან ერთი გენიოსი პირლო, შემცვლელი პაციენცა და ჩემი აზრით ძალიან კარგი მარცხენა მცველი ციგლერი, ლიხშტაინერზე რომ არაფერი ვთქვა

როსის ველი მოკლედ, ბასტოსს და ერთ ცენტრალურ მცველს :chuvak:

dato grdzelishvili
13 years ago

არგენტინამ გაასხაააააააააააააააააააააა:D:D:D:D გამისწორდა მაგრად….

mamuka iosava
13 years ago
Reply to  Dutch

არავითარი გარდაქმნა მარკიზიო ასე ადრეც თამაშობდა ლიპის და რანიერის ხელში უბრალოდ ბედოვლათმა დელ ნერიმ ყველაფერი ჩააფლავა

arseni
13 years ago

შენი მარცხენა გარემარბობა აკლია ამ გუნდს რაა … ბასტოსი თუ არ მოყავს მანუელ ვარგასი მაინც იყიდოს ამ მაროტასავით ბრუციანმა იუვეს ხელმძღვანელობამ ….

gio gio
13 years ago
Reply to  arseni

გეთანხმები ძმაო ეს ფლანგზე კი არა ზამენაზეც არ ყავდეს იუვეს დონის გუნდს.
ვარგასის მოყვანა მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა

araxoza
13 years ago

მიდი მარკიზიო მიაწექი ბოლომდე და გახდი ისეთი რვიანი როგორიც კონტე იყო :juventus: :juvee:

gioiuve
13 years ago

მაგარი ხარ მარკო

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x