ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფილიპი კონტეს მუშობის სტილით აღფრთოვანებულია

ბიანკონერის მეკარეთა მწვრთნელმა , კლაუდიო ფილიპიმ , ინტერვიუ მისცა  Juventus Channel –  ს , სადაც მოახლოებულ სეზონზე ისაუბრა …

საბედნიეროდ , კლუბი ახალ სეზონს , ტრავმირებული მეკარის გარეშე ხვდება …

” საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია . გვეძლევა დრო , წინასასეზონო მომზადების პერიდოში , გუნდი მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს ახალ სეზონს . ეს ყველაფერი გუნდს დამატებით უპირატესობას შესძენს , რადგან გაიხსენეთ ელემენტარულად შარშანდელი სეზონი , როდესაც ბუფონი კლუბს მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში დაუბრუნდა . იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და რაც მთავარია შედეგიანად ” .

ვარჯიშებზე ,  თქვენ ყოველთვის აქტიურობთ ანტონიო კონტესთან ერთად . არიან კი მზად მეკარეები ახალი – შემტევი ტაქტიკისთვის ?

” იცით , სამწვრთნელო პროცესებში , შარშანდელთან შედარებით მართლაც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილება . დღეიდან , კლუბის მეკარეებს გაცილებით მეტად მოუწევთ ფეხით ასპარეზობა და წვრთნები , რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება , სწორედ ზემოთხსენებული ასპექტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს . ეს ყოველივე , დამატებით თავდაჯერებულობას შემატებს მოთამაშეებს , ისინი მზად იქნებიან შეხვედრის დროს , ნებისმიერი არასასიამოვნო ეპიზოდისთვის ” .

წინასასეზონო მომზადების პერიოდში , მეკარეების მწვრთნელმა და გუნდის მთავარმა ფიგურამ ანტონიო კონტემ , უნდა განიხილონ მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები შვებულების შემდეგ . რა შეგიძლიათ თქვათ , თქვენს ფეხბურთელებზე ? და როგორი ტიპის ვარჯიშებს იყენებთ დღეისათვის ?

” სიმართლე გითხრათ , სიტუაცია ზუსტად ისე გამოიყურება როგორსაც მოველოდი . მოტივირებული ფეხბურთელები ვიხილე , რომელთაც მუშაობა სწყურიათ . ვფიქრობ , ეს ასპექტი უმნიშვნელოვანესია . შვებულება აუცილებელი იყო მორალური კუთხით დასვენებისთვის , თუმცა უკლებლივ ყოველი მათგანი ცდილობდა შეენარჩუნებინა ფიზიკური კონდიციები ” .

თქვენ სამწვრთნელო შტაბში შედიხართ და გვაინტერესებს , როგორია ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობა ?

” არაჩვეულებრივად ჩაიარა იმ დღეებმა , რაც ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა . სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს ბრწყინვალეთ და მე არ მაქვს პრეტენზიის გამოხატვის საბაბი . ერთი სიტყვით მხოლოდ დადებით შეფასებას მივცემ . კონტეს სათამაშო გეგმა , ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ . ვფიქრობ , ახალი კონცეპცია შესანიშნავია როგორც პირადად ჩემთვის , ისე მეკარეებისთვისაც ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika gergedava
13 years ago

ბუფონი ყველაზე მაგარი მეკარე!!!!!!!!!! :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x