ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Goal.com – “იუვენტუსი” 2011/12

ტურინის “იუვენტუსი” იტალიაში სატრანსფერო აქტიურობის მხრივ ერთ-ერთი პირველი გუნდია.აქამდე გაფორმებულ 4 ფეხბურთელს გუშინ ბიანკონერებმა არტურო ვიდალიც დაუმატეს და სულ მალე, ჯუზეპე როსის ტრანსფერის მოგვარებას აპირებენ.მაშ ასე, “იუვენტუსი” 2011/12 ნელ-ნელა ყალიბდება…

ორი აზრი არაა, ანდრეა პირლო, სტეფან ლიხშტაინერი და რეტო ციგლერი ჯუზეპე მაროტამ იმ მიზნით შეიძინა, რომ გუნდის სუსტი რგოლები გაეძლიერებინა.ბებერი ქალბატონის მთავარი პრობლემა, დაცვის ფლანგები უკვე მოგვარებულია, შვეიცარიელები შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ჩაიბარებენ.ანდრეა პირლო იუვეს მთავარი მაესტრო და ლიდერი იქნება, სწორედ გამოცდილი იტალიელი დაალაგებს გუნდს და წამოიწყებს შეტევებს.

ახლა გუნდის უმთავრესი მიზანი მარცხენა ნახევარმცველის შეძენაა.რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებები მიშელ ბასტოსის თაობაზე მიმდინარეობს, მაგრამ როგორც სჩანს, ბრაზილიელის ყიდვის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ გუნდის მწვრთნელია.კონტეს უფრო ხუან მანუელ ვარგასის კანდიდატურა ესიმპატიურება, ამიტომ ჯუზეპე მაროტა სულ მალე “ფიორენტინასთან” მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

41 წლის სპეციალისტი, ანტონიო კონტე ახალ “იუვენტუსს” 4-2-4 ან 4-4-2 ტაქტიკით ათამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ჯიჯი ბუფონი მეკარის პოზიციაზე უკონკურენტოა და ვიცე-კაპიტანი ტურინელთა წამყვანი მოთამაშე იქნება.როგორც უკვე ვთქვით, დაცვის მარჯვენა ფლანგს სტეფან ლიხშტაინერი ჩაიბარებს, მარცხენას რეტო ციგლერი, დაცვაში კი სავარაუდოდ იტალიელთა დუეტი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

ანტონიო კონტემ ნახევარდაცვის ხაზის შეცვლა სრულად გადაწყვიტა.იტალიელმა სპეციალისტმა უარი თქვა ერთბაშად სამ მოთამაშეზე, ალბერტო აკვილანი “ლივერპულში” დაბრუნდა, მომო სისოკო და ფელიპე მელო კი კლუბს სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებენ.სამაგიეროდ გუნდში სულ მალე არტურო ვიდალი მოვა, სწორედ იგი შეუწყვილდება იტალიელ მაესტროს, ანდრეა პირლოს.მარჯვენა ფლანგზე მილოშ კრასიჩი ითამაშებს, მარცხენა ფლანგი კი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.ამ ფლანგზე სეზონს სავარაუდოდ ის ფეხბურთელი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად გუნდში არ ირიცხება, ანუ მაროტა ფლანგის ნახევარმცველის შეძენას აპირებს.

“კალიარის” ყოფილი ფორვარდი, ალესანდრო მატრი ტურინელთა მთავარი ბომბარდირი და შემტევია.26 წლის შემტევი სავარაუდოდ ჯუზეპე როსის შეუწყვილდება, რომელიც გუნდში დაახლოებით ერთ კვირაში მოვა.ალესანდრო მატრის კონკურენტი ფაბიო კვალიარელა იქნება, სწორედ იტალიელი შეეცდება მისი თანამემამულე შემადგენლობაში ჩაანაცვლოს.ლუკა ტონი და ალესანდრო დელ პიერო, ძალიან გამოცდილი “ოქროს შემცვლელები” თამაშში საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან.შემტევი სტილითა და ამ შემადგენლობით, ანტონიო კონტეს “იუვენტუსის” ჰორიზონტზე ნანატრი ჩემპიონთა ლიგის საგზური მოსჩანს.

სტატია მოამზადა Max De Luca – მ

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha goshadze
13 years ago

fexburteli tu beberia imas ar nishnavs rom kargad vexar damasobs!!!!!!!!!!!!11 :blin: :mad:

13 years ago

თუ ვიდალი ფლანგისთვის იყიდეს, მაშინ მელოს ან სისოკოს რას ერჩოდნენ? (ერთ-ერთი მაინც უნდა დაეტოვებინათ) ერთი ეჭვი მაქვს კიდევ, მოგეხსენებათ ბოლო პერიოდია პირლოს აწამებს ტრავმები და მისი გადაწყვეტილებად და 90 წუთი თამაში და მთელი სეზონის მასზე აგება (ასაკის გამოც) წარმოუდგენლად მეჩვენება… ამიტომ პირლოს შემცვლელზეც საჭიროა ფიქრი, ნუ შედარებით დაბალი დონის შემცვლელზე მაინც…
მარკიზიო ყველგან ითამაშებს, თუ საჭირო გახდა ფლანგზეც გადავა და ცენტრშიც…
მე ვფიქრობ, რომ ერთი კარგი ცენტრ მცველი გვესაჭიროება მაინც…
დიდი კონკურენცია იქნება გუნდში და საინტერესო გახდება…. თუმცა მთავარია შედეგი დადონ… ერთ ტურნირზე კი უნდა გაქაჩონ ამ სასტავითაც…

13 years ago

kontem Tqva axali gundi markizios irkvliv aSendebao da aq sastavSic araa?

Juvent1no
13 years ago

რეალურად იუვენტუსი ესეთი უნდა იყოს წესით, თუ იყიდეს როსი. რაც შეეხება მარკიზიოს ვერ გაიგებ მაგ ბიჭისას რა არც ნორმალუირი შემტევია და ცენტრშიც რავიცი ჩამშლელად არამგონია გამოდგეს ამიტომაც დაჯდება სკამზე :)

Otar Giorgobiani
13 years ago

ხალხო რამე ახალი ხომ არ იცით? ეხლა წავიკითხე იუვე როსის შორდება სანტიაგო კასორლას გამოო და ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება?

Nachke
13 years ago

არაფერი ეგეთი არ ხდება :boli:

Del Piero 10+
13 years ago

ბუფონი
ლიხშტაინერი—-ბონუჩი—–კიელინი—–ციგლერი

—-ვიდალი—–
———პირლო-(ვინმე?? ზამენა)—-

კრასიჩი————————————–ნანი

აგერო————–როსი

აი ეს არის საჩემპიო სასტავი …

Del Piero 10+
13 years ago

მე რო მწვრთნელი ვიყო მარკიზიოს ზამენას არ ავაცილებ .. პირლოს კიდევ შემცვლელი უნდა მთელ თამაშს ეგ ვერ გაქაჩავს

BESO BARAMIA
13 years ago

აუუუუუუუუ ერთი ნანი დაგვამატებინა და მერე ნახე ინტერის და მისთანების კანკალი!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

malxazi ediberidze
13 years ago

მარკიზიო და პეპე აღარ უნდა,თუ როგორ,თან ბასტოსზე თუ კიდევ ვიღაცაზე ჩალიჩობს

lasha naxucrishvili
13 years ago

ჯერ არავინ არიცის ზუსტად რომელი ფეხბურთელები იქნებიან ძირითადში :)
მაგრამ როსის რა უნდა მანდ კაცი ჯერ არ მოსულა ტო :lool:

d a v i d
13 years ago

ყველაზე მუშა ფეხბურთელი არის მარიზიო ყველა შავ საქმეს ეგ ბიჭი აკეთებს და არა მგონია კონტემ სკამზე დასვას!!! თან ერთ-ერთ ინტერვიუში აქო და ადიდა ჩვენი მარკიზიო :up: 3-5-2 ტაქტიკით რო ათამაშოს უფრო კარგი იქნება არ მომწონს ეს 4-42 ან 4-2-4 წოყა და მომკალით :lool: :lool: :lool: 3-5-2 ან 3-2-3-2 მომწონს მე :up:

d a v i d
13 years ago

ამ სეზონში დიდ სიურპრიზ ლაციო შემოგვთავაზებს მგონი მაგრად ძლიერდება!! მოკლედ კაი სანახაობა გველის წინ ფორცა იუვეეეე :forza: :forza: :forza:

irakli kobeshavidze
13 years ago

ეს არის ვიღაცა ფანის გაკეთებული დ ამერე მეორე გოალ ქომიააა.. პროსტა თქვენ რო დააწყოთ ახლა წყობა და რო დაწეროთ საიტზე ისეა რააა…..

lasha margalitadze
13 years ago

ისე გოლ ქომს არასდროს სიმართლე არ დაუწერია და რაგა ეს იქნება გამონაკლისი:D

lasha margalitadze
13 years ago

მარკიზიოს არამგონიაა სასტარტოში მოხვედრაზე რამე პრობლემა შეექმნას ისევე როგორც კუაირელას,მე მგონია მატრი უფრო იქნება ზამენის რადგან 2ცენტ ფორვარდს ერთი ჯობია+კარგი მეპასე ანუ როსი და მატრი იბრზოლებენ ძირითადისთვის ხოლო კლაუდიო იმოძრავებს მარცხნივ ან ცენტრში და საერთოდ კონტე სეზონის განმავლობაში მრავალ ვარიაციებს მიმართავს ეჭვი მაქვს.სქემას ხშირად შეცვლის

Giorgi Xecuriani
13 years ago

მარცხნივ მარკიზიო იქნება :))

saba tsertsvadze
13 years ago

მარკიზიო არ დაჯდება. ვიდალი დადგება ფლანგზე დამიჯერეეთ. რავიი ნაკრებში სულ ეგრე თამაშობს და. მარკიზიო კონტეს რჩეულია.! მარკიზიო პირლო იქნება ცენტრი. ორივე შესანისნავად ფლობს ბურთს!!!

mamuka iosava
13 years ago
Reply to  Gio Darja

უეჭველი

dato grdzelishvili
13 years ago

პირლო რაც არ უნდა ვაქოთ კაცი დაბერდა უკვე და მარკიზიო იქნება მისი დუბლიორი ალბატ მარა დაჯერდება კი ამას??? ეგ უკვე არ ვიცი მოკლედ კაი სეზონი გველის ფორცა იუვე!!!! წინ გამარჯვებებბისკენ

saba tsertsvadze
13 years ago

კონტემ ისეთი სიტყვებით აქო მარკიზიო არ არსეობბს სკამზე დასვას. არ მჯერა მაგის. ცენტრში პირლო მარკიზიო დადგება. ვიდალი კიდე ჩილეში კრაიზე თამაშობდა მარცხენაზე ზუსტადაც და შესაძლოა ეგ დადგეს.

dito chanturia
13 years ago

marchisio vidali ertmanets shecvlia an kide marcxnivb swored marchizio dadgeba tumca vnaxot ra moxdeba marotam xo siurprzebis keteba bolos icis

13 years ago

მიდიიით მიაწექით ბერლუსკონის თასზე მილანს კლასი ჩავუტაროტ და შიშის ზარი უნდა დავცეთ ასევე ინტერს :lool:

gioiuve
13 years ago

მარკიზიოს რას უპირებენ ესენი

13 years ago
Reply to  gioiuve

მარკიზიო სავარაუდოდ სეზონის სტარტზე ძირითადი თერთმეტეულის კაცად არ მოიაზრება. თუმცა მგონია რომ ხშირად ითამაშებს. ღმერთმა ქნას ყველა ფორმაში იყოს მაგრამ ეგრე არ ხდება.. 17-18 მაღალი დონის ფეხბურთელი აუცილებელია რო გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს!!!

mishka berianidze
13 years ago
Reply to 

ერტი წელია ამას გავიძახი რომ საჭიროა გუნდსი ირიცხებოდეს 18 უმარლესი კლასის მოთამაშეები ყველა რგოლსი უნდა გვყავდეს ღირსეული შემცვლელი რომ ტრავმების შედეგად გუნდმა ბრძოლა გააგრძელოს.

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x