ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალის პირველი ტურინული ინტერვიუ

გთავაზობთ არტურო ვიდალის პირველ ინტერვიუს , ”  იუვენტუსში ” გადასვლის შემდეგ …

დღეიდან , შენ ” იუვენტუსის ” სრულ უფლებიანი წევრი ხარ . რას გვეტყვი პირველი შთაბეჭდილების შესახებ ?

” უზომოდ ბედნიერი ვარ ! იუვენტუსის მაისურის ტარება იყო ოცნება , რომელიც რეალობად იქცა . იმედი მაქვს ყველაფერი კარგად განვითარდება და გულშემატკივრები აღფრთოვანებული იქნებიან ჩემი ასპარეზობით ” .

შენ რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაზე შეგიძლია ასპარეზობა . თუმცა , სად გრძნობ თავს ყველაზე იდეალურად ?

” დიახ , მართლაც რამდენიმე ადგილას შემიძლია წარმატებით თამაში , მაგრამ უკვე დიდი ხანია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვირჯები და ეს სწორედ  ის ადგილია , სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ . ჩემს მოვალეობებში შედის , ბრძოლა მოედნის ნებისმიერი სანტიმეტრისთვის და ფორვარდების მომარაგება გადაცემებით ” .

ახალი კლუბის და მისი ფეხბურთელების შესახებ რა ინფორმაციას ფლობ ?

” იუვენტუსი არის კლუბი , რომელმაც იტალიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოპოვება მოახერხა . ვიცი , რომ აქ სალასი ასპარეზობდა , ვიცნობ ასევე ბუფონს , დელ პიეროს და პირლოს – ფეხბურთელებს , რომელთაც მთელი მსოფლიო იცნობს და გულშემატკივრობს ” .

სალასი , სანჩესი , ისლა , სამორანო , პიზარო … ჩილელი ფეხბურთელები იტალიაში არაჩვეულებრივად ასპარეზებონ და შენი აზრით , რაში იმალება საიდუმლო ?

” ჩილე ძალიან ჰგავს იტალიას . ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლოებით  , ასევე ცხოვრების სტილითაც . სწორედ ამიტომ უადვილდებათ ჩილელ ფეხბურთელებს ადაპტაციის უმოკლეს პერიოდში გავლა თქვენს სამშობლოში . ბევრი თანამემამულე მოთამაშისგან მსმენია , რომ მათი ოცნება კალჩოში ასპარეზობაა ” .

იტალიაში გადმოსვლამდე გერმანიაში თამაშობდი და შენი აზრით , დაგეხმარება ეს ფაქტორი ადაპტაციის გავლაში ?

” დიახ , ვფიქრობ რომ ბუნდეს ლიგაში გატარებული ოთხი სეზონი დიდ დახმარებას გამიწევს სერია ა-ში და კონკრეტულად იუვეში ” .

რა მესიჯს გაუზაგვნი შენს ახალ გულშემატკივრებს  ?

” მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიანკონერის უკლებლივ ყველა ქომაგს ვუთხრა , ეს არის მშვენიერი შანსი ჩემთვის და გპირდებით , რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის რომ ყოველი თქვენთაგანი აღტაცებაში მოვიყვანო და სიხარული მოგანიჭოთ . ჩემი სახით მოედანზე ნამდვილი მებრძოლი იასპარეზებს ” .


წყარო : juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka makharadze
13 years ago

კარგად ტამასჰობ ეს ფეხბურტელი ? აზრზე არა ვარ.. :D

Juventini
13 years ago

მაგარი კაცია, იმედი მაქვს სერიზულად გააზლიერებს ნახევარ დაცვას და პირლოსტან ერთად ტეხნიკისა და ზალისმიერი სჰეტევით ნახევარ დაცვის მომსწრენი გავხდებით, ის უტევს იცავს და გააქვს გოლები და ყველაფერთან ერთად ჩემს წიგნში არსებულ ნომერ პირველ წესს უდაოდ ფლობს, იუვეს უდიდეს სიყვარულს და მის არჩევანში აშკარათ აფიკსირებს რო მას იუვე უნდოდა და არა ბაიერნი ანდ ტუნდაც სიტი და არსენალი რომელიც ასევე სერიოზულად და მალულად ცდილობდნენ მის გადმობირებას, მაგრამ მან იცოდა თუ რამხელა პატივი იყო შავ თეტრი მაისურის ტარება, გმერტი შენსკენ არტურო ვიდალ, შენ ნამდვილად იმსახურებ ამ დიდ გირსებას!!!

Giorgi kasrashvili
13 years ago

ამ კაცის სახით პირლოს მაგარი მეწყვილე ყავს, აეეეეეეეეე ცენტრი ჩვენია!!!

LasHa janelidze
13 years ago

არა რა მაგარი კაცია დზან ამის იმედი მაქვს მაროტა რას ყუსავს ტვალებს: :lool: :lool: :forza: :forza:

Nachke
13 years ago

აბა ვინ ათენებს დღეს პირველი სერიოზული გამოცდის საყურებლად?

13 years ago
Reply to  Nachke

მარტო მეზარება გათენება.. თქვენც დარწმუნებული ვარ შემომიერთდებით და აეეეეეეე :bugi: :kenwvla:

irakli kikvadze
13 years ago

მომკალით და ეს კაცი არ მომწონს იუვესათვის.. ღმერთმა ქნა გაამართლოს მაგრამ მგონია რომ გაიისად ტრანსფერზე დააყენებენ …

Gio Darja
13 years ago

მხოლოდ იმიტომ არ მოგწონს რომ ხაბი ალონსოსავით, ბუსკეტსისავით და ესიენივით მისი სახელი ცნობილი არ ყოფილა, არადა ვიდალის ძალიან ცოტა თამაში გექნება ნანახი..ეგრე ნუ აფასებთ ფეხბურთელებს რა

lasha naxucrishvili
13 years ago

საღოლ დათკა ჯიგარი ხარ ბრატ !
ამ სტატიას ველოდი მოუთმენლად და თან ვიდეოც როა მაგარია :up: :up: :up:

საბა შიოშვილი

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x