ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს პირველი კრახი: შეცდომებზე სწავლობენ

პირველი სერიოზული გამოცდა კონტეს შეგირდებს…

ანგარიში 14′ წუთზე იანიკ ჯალუმ გახსნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი მისმა თანაგუნდელმა დაუხვედრა, პასი იდეალური გამოდგა და პორტუგალიელ ფეხბურთელსაც ბევრი აღარაფერი დარჩენოდა. თუმცა, ის, რომ მეკარის ცხვირწინ მეტოქეთა ფეხბურთელებმა 6-7 “იუვენტუსელის” გარემოცვაში კომბინირება და თავისუფლად დარტყმა შეძლეს, კონტეს ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩება. მეორე გოლი ცენტრში დაშვებულ შეცდომას მოჰყვა. ბურთი პაციენცას მოპარეს და შორეული დარტყმით გადაგზავნეს ბუფონის კარში. დარტყმამდე ჯალუმ 15 მეტრი დაუბრკოლებლად ირბინა და იტალიის ნაკრების კარის დარაჯი მოძრაობაზე დაიჭირა. ერთადერთი საპასუხო გოლი დელ პიეროს ანგარიშზეა. საკუთარი ნახევრიდან დასარტყმელ პოზიციაზე კაპიტანი მარტინესმა გაიყვანა, ურუგვაელის პასმა ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი გამოთიშა თამაშს.

კონტეს შეგირდები, როგორც სავარაუდო იყო, ბურთის მასიურ კონტროლს შეეცადნენ. თუმცა დაცვაში ჩაკეტვას არც პორტუგალიელები აპირებდნენ, “სპორტინგმა” სწრაფი, ტექნიკური და აგრესიული ფეხბურთი აჩვენა, შედეგად, თავის დაცვა სწორედ “იუვენტუსს” უწევდა. ტურინელები მაქსიმალურად ცდილობდნენ ბურთი თამაშში ჰქონოდათ, სწრაფად მოეძებნათ პარტნიორი და შეტევა წამოეწყოთ, თუმცა მეტოქეთა პრესინგის ქვეშ ამას იშვიათად ახერხებდნენ. 4-2-4 ფორმაცია ცენტრში სანდო დუეტს მოითხოვს, პირლოს გვერდით დაცვაზე კონცენტრირებული საყრდენი უნდა ყოფილიყო, თუმცა პაციენცამ მოვალეობები ვერ შეასრულა. რომ არაფერი ვთქვათ მის ბრალზე მეორე გაშვებულ გოლში, დამაჯერებლად არც სხვა ეპიზოდებში გამოიყურებოდა. პირლო არაფრისგან ცდილობდა რამის შექმნას, მარგამ არც მის გადაცემებს მოჰყოლია შედეგი. ეს იყო განწირული პასები დანარჩენ გუნდს მოწყვეტილი შემტევი წყვილის მისამართით. წინა ხაზი ფაქტიურად მხოლოდ ფლანგებიდან მარაგდებოდა, არც მატრისა და არც კუალიარელას მნიშვნელოვანი საგოლე მომენტი არ შექმნიათ, ფონს გასვლას ტურინელები, ძირითადად, ფლანგური შეტევებით ცდილობდნენ. სისწრაფეში მეტოქეებს კრასიჩი ადვილად ჯაბნიდა, მაგრამ მიზნამდე მის არცერთ ჩაწოდებას არ მიუღწევია, უშედეგო იყო მარკიზიოს გარღვევებიც, ოცდახუთმეტრიანი სპრინტის შემდეგ მარტო რჩებოდა მეტოქეთა გარემოცვაში და ფარას მოწყვეტილი ცხვარივით აცეცებდა თვალებს, მასირებული შეტევები, გაგრძელება არ ჩანდა.

ქება არც დაცვის ხაზმა დაიმსახურა. თავი ვერ გამოიჩინა ბარცალი-კიელინის დუეტმა. ნახევარდაცვის არარსებობამ შექმნა გრანდიოზული სივრცეები საკუთარ ნახევარზე, პორტუგალიელები დაუბრკოლებლად გადიოდნენ დასარტყმელ პოზიციაზე, ამის ნათლად ნახვა მეორე გოლის ეპიზოდში შეიძლება. რამდენიმეჯერ სცადეს საჯარიმოსგარეთა დარტყმით ბუფონის კარის აღება. დამაჯერებლად არც “იუვენტუსის” კარის დარაჯი გამოიყურებოდა, მის იმედზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი პირდაპირ ბადეში გაეხვეოდა. საბოლოო ბუფონის კარი ხარიხამ იხსნა. აუღებელი არც მეორე გოლი უნდა ყოფილიყო. მშვენივრად ჩაერთო თამაშში ხორხე მარტინესი, ახერხებდა ბურთის შენარჩუნებას, გააკეთა საგოლე გადაცემა და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სახიფათო შეტევაში. საერთოდაც, მეორე ტაიმში “სპორტინგი” იშვიათად აწუხებდა “იუვენტუსის” მცველებს და როცა აწუხებდა, ბონუჩისთან შეწყვილებული კიელინი შედარებით ადვილად აგვარებდა პრობლემებს. მარცხენა ფლანგი მეორე ნახევარში დე სილვესტრომ დაიკავა. ახალგაზრდა იტალიელს რამდენჯერმე მიეცა მეტოქეთა კარის აღების შანსი, მაგრამ საჭირო დროს ბურთს ვერაფერი მოუხერხა, საჯარიმო ოთხკუთხედში შესული ან უიმედო დარტყმით ამთავრებდა შეტევას, ან საერთოდაც კარგავდა ბურთს.

გუნდი რამდენიმე კვირაა შეიკრიბა და საკმაოდ ორგანიზებული კლუბის წინააღმდეგ მოუწია თამაში. გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც ახლა კონტემ უნდა იფიქროს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ამხანაგური ერქვა, მხარეები საკმაოდ სერიოზულად მოეკიდნენ თამაშს. ორჯერ საქმე სიტყვიერ დაპისირპირებამდეც მივიდა. შეცდომებზე სწავლობენ, ზეგ “ბაინკონერები” ნიუ იორკის “სიტი ფილდს” დაუპისირპიდებიან…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
malxazi ediberidze
13 years ago

რა ფერის ფორმა აცვიათ მაგის დედაც,თანაც ეშმაკეული პენტაგრამაც რო ახატია

giigga
13 years ago

პინტოგრამაზე სისულელეა სადაც ვარსკვლავს ნახავ ყველაფერი ეშმაკისული კი არ არის =) ფორმა მეც არ მომეწონა პალერმოს ფორმას გავს

giorgi tsotsoria
13 years ago

კრახი ნამეტანი ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა

კრახამდე (ღმერთმა დაგვიფაროს) კიდევ მინიმუმ ერთი სეზონია

13 years ago

კაცო რა გადაეკიდეთ ამ მელოს.. ვიდალის ჯერ ხომ არ უთამაშია, იქნებ შვიდი მელოს დონეა!!! იქნებ კი არა ეგრეა.

McCa1N
13 years ago

ბრატცი ანგარიშზე არ მაქვს და აბა მაროტას გადაურეკეთ როსიზე რას შვრება ბოლო-ბოლო ))

irakli kobeshavidze
13 years ago
Reply to  McCa1N

მომე ნომერი წამეშალა :mrgreen:

giigga
13 years ago
Reply to  McCa1N

სკაიპს გეტყვი თუგინდა)
marrota_sexyboy257 :D

McCa1N
13 years ago
Reply to  giigga

:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

Gio Darja
13 years ago

McCa1N

ეგ სტატია უფრო არსენალის ფან-კლუბის საიტზე უნდა დაიდოს ;)

irakli kobeshavidze
13 years ago

ნუ ენდიბუ მაგ სტატიას … ისე მემგონიიი ის წერია რო არსენალს სანტი კაზორლა უნდაო და კაზორლა ან როსსი რომელიღაცა უნდა დარჩეს ვილიარელაშიოო როსიმ თქვა მე ვილიარეალში ვჩებიო და კაზორლას შანსი იზრდება არსენალთანო ასეა თუ არ ვცდები

McCa1N
13 years ago

სპასიბა მოკლე აღწერისთვის )

irakli kobeshavidze
13 years ago

ჯოკერი ხო არუნდა ვინმეს

dito chanturia
13 years ago

gushin momewona de silvestros tamashi martlaia dakarga rig epizodebshi brti magram tu gazrdian am fexburtels kargad da dros miscemen is ert-erti udzlieresi gaxdeba chemi azrit… ise martinessac araushavda gushin

giigga
13 years ago

ბრატცი ერთ უცხოურ საიტზე წავიკითხე როსის ტრასფერი შეილება არ გამოვიდესო და სარატეზე ფიქრობენო და ხო არ იცით სიმართლეა თუ არა? რა ჯანდაბაა აგერომაც დაგვადო როსიმაც დაგვიკიდა ბოლოს ვიღას იყიდიან

arseni
13 years ago
Reply to  giigga

სარატე მახაჩყალის ანჟIსაც უნდა და იმდეია მოუგებს იუვეს მისთვის ბრძოლას … ფული ნაღდად იუვეზე მეტი აქვს და ხელმძღვანელობაც უფრო ხელგაშლილი ჰყავს

Gio Darja
13 years ago

ბურთის კონტროლი დაცვაში ბიჭებს რომ გაუჭირდათ, ეს უპირველეს ყოვლისა იმის დამსახურებაა რომ სპორტინგი ძალიან ჭკვიანურ პრესინგს თამაშობდა 90 წუთის განმავლობაში :no

კონტეს მკაცრი დავალება ჰქონდათ მეკარეებს ბურთი არამც და არამც არ დაერტყათ კარიდან, მცველზე უნდა დაეგორებინათ რომ მაღლიდან აეტანათ შეტევაში..ეს მარცხი უბრალოდ არაფერს წყვეტს, მთავარი ისაა რომ მწვრთნელი დაინახავს ვის რა შეუძლია და ვინ ვისზე ძლიერია :modee:

სულ მალე შეიკრება იუვენტუსი, საპანიკოს ვერაფერს ვხედავ :juventus:

lasha naxucrishvili
13 years ago

აუ ეს დამპალი ტაქტიკა შეცვალონ რა ამ იუვენტუსში ტო ბურთის კონტროლის საშვალებას აქეთ არ უნდა აძლევდნენ !
ამ ერთი თამაშით კონტეს ლანძღვა გინებას ნაღდად არ დავიწყებ :)

jjj jjj
13 years ago

გუშინ მარტო დელ პიეროს მარტინესს და დე სილვესტროს გამოვყოფდი…
აი სად არის საჭირო მელო. რუსულ საიტზე ადარებდნენ მელოს და პაციენცას და მემგონი გუშინ ყველამ დაინახა მელო რა როლს და რა მნიშვნელოვანი იყო. ვიდალი კი კაია, მაგრამ ეგ უფრო შემტევია და 4-2-4-ში ეგ და პირლო თუ იქნებიან დიდი სივრცე ექნებათ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, იმიტომ, რომ არც პირლო არც ვიდალი და არც მარკიზიო არ არის სუფთა “აპორნიკი” იტალიური ფეხბურთისთვის ყოველთვის საჭიროა ესეთი იგროკები… არ ვიცი არვიცი, მაგრამ მელოს გაშვებას ვინანებთ ასე მგონია…. იტალიისთვის კარგია 4-2-3-1 ტაქტიკა, რომელიც იოლად გადადის 4-5-1-ზე და ასევე 4-3-3-ზე. მე ესე მგონია…. :loool:

gioiuve
13 years ago
Reply to  jjj jjj

ბრატ პაციენცა არი ზამენისთვის განკუთვნილი და მელოსნაერი ხელფასის მქონე იგროკს ვერ დასვამენ სკამზე.

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x