ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 1-0 ამერიკა ( კონტეს კომენტარი )

სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ტურინის ” იუვენტუსსა და მექსიკურ ” ამერიკას შორის , რომელშიც გამარჯვება  იტალიურმა კლუბმა მოიპოვა . ამ მატჩში ერთადერთი გოლი , კრისტიან პასკუატომ გაიტანა . სხვა გამორჩეულ ეპიზოდთან ერთად , გულშემატკივრებს ისიც დიდხანს დაამახასოვრდებათ , თუ რის გამო შეაჩერა მსაჯმა საკმაოდ დიდი განმავლობაში შეხვედრა . მატჩის 32 წუთზე ძლიერი ელვის გამო , მან ფეხბურთელებს გასახდელისკენ გასვლა მოუწოდა …

” სტადიონზე იუვენტუსის , საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი იყო შეკრებილი და პირადად ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი გამოცდილებაა ” – საუბრობს საკუთარ შთაბეჭდილებებზე რეტო ციგლერი . ” სიმართლე გითხრათ , მთელი ჩემი კარიერის მანძილზე , პირველად მოხდა შემთხვევა , როდესაც შეხვედრა წვიმის გამო შეაჩერეს , მაგრამ ბედნიერი ვარ რომ შევძელით გამარჯვების მოპოვება “ .

მანამ სანამ შეხვედრა შეჩერდებოდა , სტეფან ლიხშტაინერის გადაცემით ალესანდრო მატრის შეეძლო ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლის გატანა . იგი ზურგით იდგა კარისკენ და ფეხის ერთი მოძრაობით შეეცადა ანგარიშის გახსნას , მაგრამ სამწუხაროდ ოდნავ არ გაუმართლა .

ლიხშტაინერის პროდუქტიული ასპარეზობა ამით არ შეწყვეტილა . მაშინ როდესაც მთავარმა მსაჯმა , როგორც იქნა განაახლა დაპირისპირება , მატჩის 41 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შვეიცარიელი ფეხბურთელის ჩაწოდებას ვერ შესწვდა მეტოქე გუნდის მეკარე , შედეგად ბურთი ახალგაზრდა კრისტიან პასკუატოს მიუვიდა და მან საკმაოდ ლამაზი დარტყმით ამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა .

მეორე ნახევარში , ანტონიო კონტემ და მისმა ოპონენტმა , შეცვლების მთელი რიგი  სერია განახორციელეს , მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია ანგარიშის შეცვლის თვალსაზრისით .

” ძალიან კარგი კლუბის წინააღმდეგ მოგვიწია ასპარეზობა და ორი აზრი არაა ეს იქნება ბრწყინვალე გამოცდილება , რომელიც წინასასეზონო მომზადების  პერიოდის განმავლობაში შევიძინეთ . სპორტინგი უკვე შეუდგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას , სეზონი ასევე ამერიკამაც გაცილებით ადრე დაიწყო და სწორედ ამიტომ ძალზედ რთულია დიდი ანგარიშებით გამარჯვებების მოპოვება დღევანდელ დღეს . მაგრამ , ამ კონკრეტულმა შეხვედრებმა უნდა დაგვანახოს თუ როგორ შეუძლია კლუბს პროგრესირება და გარდაქმნა . უფრო მეტად ვაქტიურობდით ვიდრე ტორონტოში ?  არ ვიცი . მთავარია , რომ გუნდი კარგი ფეხბურთის დემონსტრირებას იწყებს და თავდაჯერებულობას იძენს ” .

კონტემ არ გაუშვა ხელიდან შანსი , შეექო ახალგაზრდა კრისტიან პასკუატო …

” პასკუატო არის ძალიან სწრაფი ვინგერი , რომელიც ფლანგზე დაფრინავს  . ტაქტიკური სქემებისთვის , სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვაკლია და ამიტომ წავიყვანეთ იგი ამერიკულ ტურნეზე . მან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი და ვფიქრობ , დროა ამოვწიოთ ძირითად გუნდში . მაგრამ , ჩვენ გარკვეული მოთხოვნება გვაქვს ვინგერებისადმი ” .

ჟურნალისტებმა კონტეს , მარკიზიოს შესახებაც ჰკითხეს …

” მარკიზიოს ასპარეზობა ფლანგზე , კარგი ცხოვრების გამო არ ხორციელდება . გუნდს ესაჭიროება ამ ეტაპზე ეს და მარკიზიოსაც ადაპტირება უწევს . თუმცა , მისი ასპარეზობა ცენტრში , გაცილებით პროდუქტიულია ” .

წყარო : goal.com, tuttomercatoweb.com, metro.us

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DIDI ALEXA
12 years ago

არა გადაჩარბებულად შეიძლება მართლაც ვამბობ, პროსტა მე ის მიტყდება რო ფეხბურთს დაერხა, აგარ არიან ფეხბურთელები, კიელინიც მიყვარს და კრასიჩიც, მაგრამ გული მწყდება და დღევანდელ ბეხბურთზე მეშლება ნერვები მარტო მესი რონალდო როა სალაპარაკო, თორე 95—2005-ში (რაც იყო ოქროს ხანა ფეხბურთის) რო ყოპილიყო კიელინი მართლა გჯერა რო საუკეთესო ათეულში იქნებოდა? :) არამგონია

Gio Darja
12 years ago

gio_juventino

არ გესმის ძმაო ფებხურთი და შესაბამისად ვერ აფასეებ მარკიზიოს პროდიქტიულობას..

ikajuve1011

ვნახოთ სკამზე მარკიზიო დაჯდება თუ ვინმე სხვა..

12 years ago
Reply to  Gio Darja

ერთი მე არ მესმის ფეხბურთი და მეორე შენ ხარ ალექს ფერგიუსონი :mad: :blin: :bicho:

12 years ago
Reply to 

რა გაჩხუბებთ ქართველები არა ხართ?! :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

DIDI ALEXA
12 years ago

კრასიჩი :D:D ბუფონი დელპი — კრასიჩი, :D:D ვიდიჩი — კიელინი :D :D არა ესე უპრო მაგარი იქნება პლატინი ზიდანი დელპი ნედვედი ბუფონი—-კრასიჩი ::D და ვიდიჩი მალდინი ნესტა ტურამი—-კიელინი :D:D ესე უპრო სასაცილოა ხო ეს ჯობია :D:D

12 years ago
Reply to  DIDI ALEXA

მარკიზიო:D გგვარზე გაგეცინება მარტო:D მარკიზიო პლატინი ზიდანი უფრო ჯდება არა? :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

12 years ago

აუ კაიტ რა რასამბობთ ?? მარკიზიოს პოზიცია მე ვერ მივხვდი დამისი კილინისტან შედარება როგორ შეიძლება?? კილინი თავის პოზიციაზე ვიდიჩთან ერთად საუკეთესოა მსოფლიოში მარკიზიო კიდე არც დრიბლინგი და არც არაფერი აქვს დარტყმის გარდა კარგი რატო არ გინდათ აღიაროტ რო მარკიზიო არაა იუვეს დონის ეგ არის პალერმოს დონის ფეხბურთელი სადაც დაიხვეწება და ჯობია ფერგის მივცეთ ეგ კარგ ფასში კარგ ფეხბურთელს დაააყენებს მარკიზიოსგან და ნაკრებს გამოადგება ეგ ვიდალს ვერ ამოაგდებს შანსი არაა . და მგონი ზედმეტია საუბარი რო მარკიზიო სული და გული იქნებაო რო იძახიან კარგით რაა ჯორჯოზე მეტი გული და სული იუვეს მომავალში არ ეყოლება და იუვენტინოობაზე თუ გინდათ ააწყოთ გუნდი მაშინ… Read more »

DIDI ALEXA
12 years ago

მარკიზიოს რაუნდა სკამზე, თუ ნაღდი ჯუვეს აშენება გვინდა ჯუვენტინოებზე უნდა აშენდეს, ბუფონი კიელინი მარკიზიო ალექსა , აი ამათზე დაყრდნობით აშენდება ჯუვე, იმიტო რო ნაღდი ჯუვეს კაცები არიან, თორე მარკიზიოს თუ სკამზე დასვავ, კიელინი ვაბშე გასაგდებია მაშინ, ერთადერთი ისააქ მაგას რო მებრძოლია და ჯუვე უყვარს, მეტი არაფერი. კონტე მაშინ იქნება მაგარი კაცი, აი წინა ბანძებისგან განსხვავებიტ თუ ფეხბურთელების შესაბამისად დაალაგებს ტაქტიკას როგორც ლიპი, და არა როგორც დელნერი მაგალითად, 4-4-2-ში რო ტენიდა ყველას, ვინც ერგებოდა და ვინც ვერა

pagito
12 years ago

პირველად ვნახე თამაში წვიმის გამო შეჩერდეს, თვალებს არ ვუჯერებდი Rain delay რომ დაიწერა…

Turinski ....... 444444444444444

მარკიზიოს ადგილი საერთოდ არაა იუვეში .. და კიდევ ზოგიერთების

zaza muradashvili
12 years ago

მაგარი კაცია კონტე. მართალია მარკიზიოს ადგილი ცენტრშია მარა ….

12 years ago

მარა სკამზე მოუწევს ჯდომა ხო…

NEDVEDA11..
12 years ago

” მარკიზიოს ასპარეზობა ფლანგზე , კარგი ცხოვრების გამო არ ხორციელდება ”
:lool: :lool: :lool:

კონტეეეეე

:love:

არ გამოგრჩეთ

14
0
Would love your thoughts, please comment.x