მაროტა სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს
გუშინ , იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია , რომ მოჰამედ სისოკო კარიერას პსჟ-ში განაგრძობდა . ეს ინფორმაცია უკვე დღეს , ჯუზეპე მაროტამაც დაადასტურა …
სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის ფაქტი , რომ პსჟ დაინტერესებულია სისოკოთი ?
” დავდასტურებ იმ ფაქტს , რომ ფრანგებთან შეთანხმება მიღწეულია . დღეს ლეონარდოს შევხვდი , რომელთანაც მალე მოვახერხე საერთო ენის გამონახვა . ეხლა კი უკვე ჯერი თავად პსჟ-ზეა , მათ უნდა მოახერხონ , პირადი კონტრაქტის შეთანხმება მომოსთან ” .
როგორი სიტუაცია სუფევს ჯუზეპე როსის და მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერებთან დაკავშირებით ?
” უპირველეს ყოვლისა , უნდა აღინიშნოს , რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი . დღეისათვის სიტუაცია ბაზარზე , საკმაოდ პრობლემატურად გამოიყურება . რიგი ფეხბურთელების ფასი , არარეალურად მაღალია და ამიტომ საჭიროა წინდახედულად მოქმედება , რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომა , რომლის გამოსწორება რთული იქნება . იტალიურ კლუბებს ძალზედ უჭირთ , კონკურენციის გაწევა ინგლისურ კლუბებთან , რომლებიც ასტრონომიული თანხებით გადიან სატრანსფერო ბაზარზე . ინვესტიაცია იმ მოთამაშეებში განხორციელდება , რომლებიც კლუბს მაქსიმალურად გამოადგებიან . დავადასტურებ , რომ ამ კუთხით კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით დაინტერესდა ” .
ჯუზეპე მაროტამ , კომენტარი ასევე ახალ კალენდარზეც გააკეთა და აღნიშნა , რომ პარმასთან შეხვედრა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი მისი გუნდისთვის …
” პარმასთან დაპირისპირება იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის , რადგან სწორედ ამ დაპირისპირებით გაიხსნება ახალი არენა . იტალიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა , როდესაც სტადიონის მფლობელი იქნება კონკრეტული კლუბი . ვფიქრობ , სწორედ ეს გახდება გარდამტეხი მომენტი ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში ” .
მაროტა კაცურად როსი დაგვითრიე რა
წელს არ ვიცი იუვე მოიგებს თუ არა სერია ას მაგრამ მგონია რო სამარცხვინო სეზონს არ ჩაატარებენ
ნეიმარი აგუეროზე გაპიარებულია, ჰგონიათ რა ნეიმარი ღმერთი, მეორე მესია რომ იძახდით რატომ ვერ მოიგო კოპა ან ერთმა ან მეორემ ?
maik-lee
მოიცა შენ რას იძახი , რომ ნეიმარი ნაკლებად არის გაპიარებული ?
კარგი რა 
უაზროდ რო არის გაპიარებული , იმიტომაც ადევს 45 მილიონი .. ბრაზილიაში ეს ჩვეული მოვლენაა , როგორც თAვის დროზე არაერთი ფეხბურთელი აუყვანიათ ცაში ! მერე ცალკე პელეს სიტყვები , რომ ამ ფეხბურთელში მე ჩემს თავს ვხედავო … ეგერევე ემატებოდა 10 მილიონი : D
პერეს უკვე პიარი კი არა სპორტული შედეგი აინტერესებს და მაგიტომაც არ იყიდა ნეიმარი … არ არის დარწმუნებული რომ გუნდს სასარგებლო შედეგს მოუტანს ეგ არის და ეგ
ნეიმარი რო მგაპირებულია მაგას თავიდანვე ვიძახდი..მაგრამ აგუეროზე დღესაც თავს ვდებ რომ უძლიერესია…როგორც ტევესის არ სჯეროდათ და დახია ინგლისი ისე იქნება ესეც უბრალოდ სხვა საკითხია რომ ბანძი გუნდია და ჯამში ტიტულს ვერ მოიგებს…აგუერო კი იტყვის თავის სათქმელს ყველა ვარიანტში
პერესს რაც უფრო ძვირია ფეხბურთელი, მით უფრო სჭირდება, არაა მართლა იმ დონეზე გაპიარებული რომ ყველას პირზე ეკეროს, აი მაგას ვამბობ მე. 45 მილიონს რომ გადაიხდის 85 მილიონის მარტო მაისური უნდა გაყიდოს , სუფთა მარკეტინგია და მაგიტომ აღარ იყიდა. სპორტული თვალსაზრისით გაბერილი თანხაა და მარკეტინგულადაც ვერ ამოიღებდა ამ თანხას. მაგ პიარზე მაქვს საუბარი თორემ ჩვენ რომ ვიცით როგორი ფეხბურთელია, ბევრმა არ იცის. რობინიო მასე აწვალეს სანტოსში. 2 წელი კაცს ევროპაში თამაში უნდოდა და სანამ ყველა ბავშვს რობინიო არ დაეკერა პირზე, მანამ არ იყიდეს
უმრავლესობას რომ ამ მაისურის და მარკეტინგის ბიზნესი და იქიდან ამოღებული თანხებე რომ საუბრბთ ეგ სისტემა როგორ მუშაობს ტავიდან ბოლომდე ეგ თუ იცით…მაგალითად თუ ესე მომებიანია ეგ პოლიტიკა რატომ მანჩესტერი არ მიმართავს იგივეს რეალზე ნაკლები ფული ნაღდად არა აქვს
ანუ ეგრე მარტივად არაა როგორც გგონიათ
შეიძლება ფული აქვს მაგდენი, მაგრამ ინგლისში ჯერ სპორტია და მერეა რეკლამა. არ გახსოვს ბექჰემი გადავიდა მანჩესტერიდან რეალში და რა აუშვა? სულ გადაღებებზე დადიოდა, როგორღა თამაშობდა მასეთ დონეზე, მიკვირდა. თანაც რეალს რომ მსოფლიოში მეტი ფანი ყავთ ვიდრე მანჩესტერს, ეგეც ხომ ნაღდია
გიო დღეს არის ნაღდად თამაში ?
რავი, შეილება მოვიდე..
იქნება ლინკები უეჭველი?
კი დღესაა 4-ზე
აჰა ძალიან კარგი
კი ლინკები უეჭველი იქნება , ეხლა დავიარე საიტები და პროგრამაშია ყველგან , ამიტომ მაგაზე არ ინერვიულოთ
4-ზე აქ ვარ
მეც მოვალ
დღეს ღამის ოთხ საათზე ვაჯაზებთ
რა ხდება? :D
ჩივას გვადალახარა
ხო, დღეს მართლაც წინ გრძელი ცხელი ღამე გველის…ჯერ 23.15 რეიკიავიკი-დინამო და მერე იუვენტუსი-ჩივასი… ფორცა დინამო, ფორცა იუვე…
მართლა არარეალური ფასები არის დღეს ფეღბურთში და ეგ ყველაფერი სიტის და ჩელსის ბრალია ვინც კი 3 გოლი გაიტანა წინა სეზონში 30 მილიონს ადებენ უცებ და არავინ იციშ ის კაია თუ არაა
პრესის მიმოხილვა დადეთ რა…
მაგარი კაიფი წერია გოალ.კომ-ზე “სერხიო აგუერო პრემიერ ლიგის გიგანტში გადავიდაო”. როდიდან გახდა სიტი პრემიერ ლიგის გიგანტი ვინმემ ხომ არ იცით?
წინასწარ დიდი დიდი მადლობა

აქამდე ერთ გუნდს ვერ ვიტანდი მაგრად, ქე გეცოდინება ვისაც.. დანარჩენებს ასე თუ ისე ყველას პატივს ვცემდი. მაგრამ უკვე სიტიც მიემატა იმ ერთ გუნდს. ყველაფერში ცხვირს ყოფენ, ყველაფერში თავის ბინძურ ფუ;ს ყრიან.. უკვე მაგრა უნამუსოდ იქცევიან ეგ ცენზურა შეიხები
მე მასეთი 2 გუნდი მყავდა “ინტერი” და “რეალი”, ეხლა კი 3 გახდნენ “ინტერი”,”რეალი” და “სიტი”….

როსსი – ვუჩინიჩი- ვარგასი-ერთი მცველი ცენტრალური მე ალექსი მინდა ჩელსიდან. საგოლ მაროტა ველი აგვისტოს ბოლოს
ყველაფერს ლოგიკურს აბობს.. თუმცა როსის ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია.. საერთოდ როსი და ვუჩინიჩი ორივე უნდა ვიყიდოთ.. ბოლო წლებში ტენდენცია ისეთი ტენდენცია გამოიკვეტა რო იუვენტუსი ყოველთვის ყველაზე მეტად ზარალდება ტრავმებით. ესეთი რამე აღარ უნდა განმეორდეს. როსი და ვუჩინიჩი დადოს მაროტამ და დიდი მადლობელი დავრჩები.
ნეიმარი , ნეიმარიო …. და არავინ არ გაკარებია საერთოდ
პერესი რო პერესია , კააცი რო მილიონებს ისვრის , იმანაც კი თქვა მაგაში მაქსიმუმ 15 გადავიხადოო
იმათმა კიდე 45 იო
პერესმა იმიტომ არ იყიდა რომ იმ დონეზე ვერ გააპიარა, როგორც მას სურდა. მაგას რომ პრესა და მაგარი პიარი ქონოდა, სულ რომ ტრამვირებული ყოფილიყო მაინც იყიდიდა პერესი და 45 მილიონსაც გადაიხდიდა და შეიძლება მეტსაც
ამიტომ საჭიროა წინდახედულად მოქმედება , რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომა , რომლის გამოსწორება რთული იქნება .
ხო შეცდომით ნეიმარი ან აგუერო რომ გეყიდა ხომ დავიღუპებოდით :evil:
ყოჩაღ მაროტა…სავარაუდოდ 2 კვირაში გახდება ცნობილი ვინ წავა და ვინ მოვა
მართალს იძახის