ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა ( სტატიები )

რამოდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე იხილავდით ჩემს მიერ მოწოდებულ აზრს, რომლის მიხედვითაც ბიანკონერების ქართველი გულშემატკივრები დაწერდნენ სტატიას ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ.ამ დროისთვის ჩემს ხელთაა 4 სტატია, ნაშრომები მომაწოდეს მომხმარებლებმა : Datka, NEDVEDA11, Ikajuve1011 და Darja.გთავაზობთ ამ სტატიებს.

სტატია N1 : Datka

უპირველეს ყოვლისა , ხაზი უნდა გავუსვა ფაბიო პარატიჩისა და ჯუზეპე მაროტას , საკმაოდ კარგ სვლებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . გასულ წელს განცდილმა კატასტროფულმა შედეგმა , ღიად დაანახა ყველას თუ რა იყო შესაცვლელი კლუბში . თუმცა , აქვე უნდა გავიხსენოთ მაროტას პირველი სიტყვები , როდესაც იუვენტუსში დაიწყო მუშაობა : ” ყიდვაზე ძნელი ფეხბურთელების გაყიდვა იქნება “ . ძნელია ამაში ამ ადამიანს არ ვერ დავეთანხმოთ  . ალესიო სეკომ ( იუვეს სპორტული დირექტორი 2006 – 2009 წლებში ) ბოლო წლების მანძილზე , არაერთი არაფრის მომცემი და უაზროდ გაბერილი ტრანსფერები განახორციელა . კლუბს ეს სიამოვნება ძალზედ ძვირი დაუჯდა . შედეგად , გასულ სეზონში , ბიანკონერის ხელმძღვანელობამ ფაქტიურად არ გამოყო არანაირი თანხა ტრანსფერებისთვის . მიუხედავად ამისა , იუვეს გენერალურმა დირექტორმა , უმოკლეს პერიოდში მაინც მოახერხა მეტ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შეგროვება და უნდა ითქვას , რომ ჩემპიონატის პირველ ნახევარში , ყველაფერი საკმაოდ კარგად ვითარდებოდა . დიახ , იყო შემდეგ ტრავმებიც , შეცდომებიც და წარუმატებლობაც , მაგრამ ამისგან არავინ არის დაზღვეული . მაროტას მიერ , შარშან განხორციელებული ტრანსფერებიდან , რამდენიმე ფეხბურთელი 10 ყველაზე წარმატებულ შესყიდვად დასახელდა კალჩოს მაშტაბით . ეს ბევრ რამეზე მეტყველებს .

რაც შეეხება წლევანდელ სატრანსფერო პერიოდს , გუნდმა ვფიქრობ გადაწყვიტა მოედნის ცენტრში ” თავისუფალი მხატვარის ” პრობლემა . ანდრეა პირლო , სწორედ ის ფეხბურთელია , რომელიც ბიანკონერის დაეხმარება იმ ამოცანების გადაჭრაში რასაც უკვე 2006 წლიდან ვერ ახერხებდა ვერცერთი ცენტრალური ნახევარმცველი . თუმცა , ალბერტო აკუილანის , ამის შანსი ჰქონდა , მაგრამ …

ზოგი თვლის , რომ პირლო უბრალოდ ” გაგდებული ” ფეხბურთელია მილანიდან და ეს არ არის ტოპ ტრანსფერი . მაგრამ , ასეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელის დარწმუნება , რომ მან კარიერა განაგრძოს კლუბში , რომელიც ეხლა ცდილობს ფეხზე დადგომას , საკმაოდ რთულია , მაგრამ მაროტამ ეს მოახერხა .

ბევრი მითქმა მოთქმაა ატეხილი გულშემატკივრებში ფელიპე მელოს საკითხზე . პირადად მე ეს ფეხბურთელი უზომოდ მომწონს , საკუთარი საბრძოლო სულისკვეთებით . მან არაერთხელ დაარწმუნა იუვენტუსის გულშემატკივრები , რომ ღირსია იყოს იუვენტინო . პირველი ჩაგდებული სეზონის შემდეგ , ბრაზილიელმა მოახერხა რეაბილიტირება და შარშან ერთ ერთი საუკეთესო იყო მოედანზე თანაგუნდელთაგან . აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ მის გარეშე იუვენტუსმა ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო . ყველა ფიქრობდა , რომ სწორედ მელო შეუწყვილდებოდა პირლოს , მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ . ფიორენტინას ექს საყრდენი ნახევარმცველი , კარიერას არენდის წესით გალათასარაიში განაგრძობს . საწყენია ასეთი ფეხბურთელის გაშვებას და თან ეს მაშინ როდესაც , კონტე ცდილობს კონკურენტ უნარიანი გუნდის შექმნას . ვფიქრობ , ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე არა აქვს იმის ფუფუნება , რომ უარი თქვას ასეთი კალიბრის მოთამაშეებზე  . დიახ , არტურო ვიდალი ნამდვილად არ არის ცუდი ფეხბრუთელი , საკმაოდ დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ , მაგრამ ამ ახალაგზრდა ფეხბურთელზე ისეთი დიდი იმედები მყარდება , რომ თუ ჩილელს მყარი ნერვები არა აქვს , შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს ზეწოლას და ეს ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასი იქნება იუვენტუსისთვის , რადგან არავინ იცის მიკელე პაციენცა რამდენად შესძლებს ჩვენი იმედების გამართლებას . ნეაპოლიტანური კლუბის ექს ნახევარმცველი , ცუდი მოთამაშე ნამდვილად არ გახლავთ . ვინც აქტიურად ადევნებს კალჩოს თვალს დამეთანხმება , რომ ბრძოლის ჟინით და მოედანზე მაქსიმუმის დადებით მიკელე ნამდვილად გამოირჩევა . იმედი ვიქონიოთ , რომ იუვენტუსს ის დიდ დახმარებას გაუწევს მოედნის ცენტრში , თან თუ გავითვალისწინებთ , რომ მოჰამედ სისოკოც სავარაუდოდ დატოვებს ტურინს , მას არაერთხელ მოუწევს მოედანზე გამოსვლა …

მინდა , არტურო ვიდალს დავუბრუნდე , რომელსაც თავად ლუჩიანო მოჯიც კი აქებს და მაროტას ამ ნაბიჯს აღფრთოვანებული ეგებება . ვიდალი იუვენტუსში მოვიდა , ანდრეა პირლოს მეწყვილედ და უფრო მეტიც , იგი იქნება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით , ბიანკონერის 21 ნომრის ფარი მოედანზე ! შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს , მაგრამ სიტუაცია სწორედ ასე გამოიყურება . ჩილელი ფეხბურთელი ყველანაირად ეცდება , იტალიის ნაკრების წამყვან შუახაზელს მოედანზე გარკვეული სივრცე და დრო მისცეს ზუსტი გადაცემების გასაკეთებლად და შეტევის , შედეგიანად განვითარების დასაწყებად . შავ სამუშაოსაც ძირითადათ სწორედ ის შეასრულებს და როგორც თვითონ აცხადებს , ნამდვილი მეომარი იქნება მოედანზე . წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მებრძოლს და რაც მთავარია , ყველა ორთაბრძოლის გამარჯვებით დასრულება !

რაც შეეხება წინა ხაზს … ეს ადგილი ბოლო პერიოდში , წამყვანი გამომცემლობების მთავარი სალაპარაკო თემა იყო . ვინ არ დაუკავშირეს გუნდს … აგუერო , როსი , ვუჩინიჩი , სარატე …

ბოლო დროს აქტიური საუბარი როსიზე მიდის , რომელმაც როგორც იქნა დააფიქსირა საკუთარი სურვილი კარიერის , იუვენტუსში გაგრძელებაზე . თუ მას რეალურად სურს ეს , მაშინ გაცილებით აქტიური ქმედებებია საჭირო მიზნის მისაღწევად … გაიხსენეთ კრასიჩის სიტუაცია და მიხვდებით რატომაც . როსი უდაოდ კარგი ფეხბურთელია , რომელიც სტაბილურად კარგად ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში . ორი აზრი არა , მისი მოსვლა დიდად დაეხმარება გუნდს ძველი დიდების დარბუნებაში და რაც მთავარია კონკურენციას გაზრდის წინა ხაზში . მისი უშუალო კონკურენტი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ ფაბიო კუალიარელა , რომელმაც შარშანდელ სეზონში საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა . სწორედ ამიტომ კარგი დღე როსის ნამდვილად არ ელის … კონკურენტი შესანიშნავი ეყოლება . მაგრამ , აგვისტოში შესაძლოა ეს არ იყოს ბოლო შენაძენი თავდასხმის ხაზისთვის – რომაელი ფორვარდი , მირკო ვუჩინიჩი ასევე იმყოფება ტურინული რადარის ყურადღების ქვეშ . ჩერნოგორიელი ფორვარდის მთავარი პლიუსი , რითაც იგი ძალზედ ესიმპატიურება ანტონიო კონტეს , გახლავთ ფლანგზე თამაშის შესანიშნავი უნარი . გასულ სეზონში მან სწორედ ამ პოზიციაზე დიდი სარგებელი მოუტანა დედაქალაქურ კლუბს . ბევრი თვლის , რომ სწორედ ვუჩინის გამო თქვა უარი მიშელ ბასტოსის ტრანსფერზე ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა . რამდენად მართალია ეს აზრი , ჩვენ ალბათ აგვისტოში გავიგებთ . ისე კი , მირკოს ტრანსფერი იქნება მაროტას კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი წლევანდელ სეზონში , რომელმაც უკვე დაიმატა სტეფან ლიხშტაინერი და რეტო ციგლერი – რითაც დაცვის ფლანგები საიმედოდ დააკომპლექტა .

ეს გახლავთ ჩემი , ვფიქრობ არცთუ ისე მოკრძალებული აზრი , იუვენტუსის წლევანდელი სანტრანსფერო პოლიტიკის შესახებ …

სტატია N2 : NEDVEDA11

მოგესალმებით…

ყველას ერთი რაღაც გვტიკა,ერთი რაღაც გვაწუხებს და ერთი გუნდის აღორძინება გვსურს.

იყო დრო, რომელსაც ყველა სიხარულით ვიხსენებთ. ამ დროს იუვესთან თამაში სრული ჯოჯოხეთი იყო. ამ დროს ტურინში გასეირნება ადვილი საქმე არ იყო და შავ–თეთრი გიგანტი ყოველ მეტოქეს შიშის ზარს სცემდა.

2006 წელს ყველაფერი შეიცვალა და იუვენტუსი გადაეშვა დიდი დაძინების ქარაფში. მას შემდეგ ბევრი მწვრთნელი მოვიდა, მაგრამ

ამ ყველაფერს არაფერი მოჰყოლია. ყოველი წელი ენთუზიაზმითა და დიდი წარმატების იმედით იწყებოდა, მაგრამ შედეგი მაინც არ იყო.

ბევრი ალბათ ახლაც ასე ფიქრობს, რომ წლევანდელი სეზონი არ იქნება განსხვავებული იმ სეზონებისგან, მაგრამ შესამჩნევია ის ფაქტი, თუ როგორი სიყვარულით დაუბრუნდა ანტონიო კონტე თავის გუნდს… მოითხოვა გუნდის გაძლიერება და ამავდროულად რიგი ფეხბურთელების გაშვება. ეს საქმე კი მოგეხსენებათ ბეპე მაროტას აბარია. მის პოლიტიკას , რა თქმა უნდა, ბევრი აკრიტიკებს და ეს ჩემი აზრით კარგის ნიშანია. ყველას საუკეთესო უნდა გუნდისთვის, მარა ეს ადვილი თემა არ არის.

მაროტამ გასულ სეზონში საკმაოდ იაფად იყიდა სამი ფეხბურთელი – მილოშ კრასიჩი , ლეონარდო ბონუჩი და ძალიან პერსპექტიული სორენსენი. ამას დავუმატოთ კუალიარელასა და მატრის გადმობირება. წელს კი დაიმტა – ლიხშტაინერი,ციგლერი,პირლო,ვიდალი,პაციენა. თუმცა აქ გაჩერებას არ აპირებს .

იტალიურ პრესაში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი სერხიო აგუეროს ტრანსფერზე,რომელიც სავარაუდოდ ტურინულ გრანდში უნდა გადასულიყო.

მაგრამ როგორც ჩანს ტრანსფერი ვერ შედგება და აგუეროს მომავალი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გამოჩნდა სხვა ვარიანტიც– ჯუზეპე როსის სახით. ამერიკელ–იტალიელ ფეხბურთელს მართლაც აქვს დიდი პერსპექტივა, ითამაშოს დიდი ფეხბურთი. ამ ყველაფერს კი დიდი გუნდი და დიდი მწვრთნელი სჭირდება. შესაბამისად დროა როსიმ დატოვოს ვილიარეალი და გრანდში გადავიდეს. იუვენტუსი კი იდეალური ვარიანტია. გუნდი,რომელსაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. მას კი მიეცემა შანსი, გახდეს ამ დიდი გუნდის საკვანძო ფიგურა, როგორიც ერთ დროს იყო პაველ ნედვედი. ამ გუნდში კი ადაპტაცია ჯუზეპეს არ უნდა გაუჭირდეს.

მას გუნდში იტალიელი მეგობრები დახვდებიან, ‘სკუადრა აძურას’ ფეხბურთელები კი მას მხარში დაუდგებიან. მაროტა ამ ტრანსფერზე მუშაობს და ყოველ მეორე დღეს ჩნდება პრესაში დაუსრულებელი სტატიები მის ირგვლივ. ჩემი აზრით, რამოდენიმე მილიონის გამო, ნამდვილად არ ღირს ამ ტრანსფერის ‘გაფუჭება’ და ვფიქრობ მალე უნდა მოირგოს შავ–თეთრი მაისური. ალბათ დამეთანხმებით,რომ ძალიან სჭირდება იუვეს ამ სტილის ფორვარდი, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს მოედანზე. ახალგაზრდა ფეხბურთელს პირველ რიგში აქვს სწრაფი აზროვნების თვისება,რომელიც სამწუხაროდ ჩვენს გუნდში ბევრს არ აქვს. მას შეუძლია, ერთი შეხებით შეცვალოს თამაშის ბედი. აქვს სისწრაფე,ტექნიკა,კარგი გამოზომილი დარტყმა. ამავდროულად არც პასის გაკეთება უჭირს. მოკლედ რომ ვთქვა ჩემი სათქმელი, სწორედ როსის ტრანსფერი უნდა იყოს გადამწყვეი .

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ტრანსფერებს. ყველაფერი კონტეს ‘კარნახით’ მოხდა. გუნდი დატოვა ფელიპე მელომ და მოვიდა არტურო ვიდალი, რომელზეც ანტონიო დიდ იმედებს ამყარებს. ამ გადაწყვეტილებაც იუვენტუსის ფანები ორ ბანაკად დაყო. ბევრმა ეს გადაწყვეტილებადიდ შეცდომად მიიჩნია ,(ვგულისხმობ მელოს გაშვებას) მათ შორის მეც ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ ის ფაქტია, რომ ყველაფერს მწვრთნელი და გუნდის უფროსობა წყვეტს. ვიმედოვნებ კონტეს ეს გადაწყვეტილება გამართლებული იქნება და სეზონს შეცდომით არ დავიწყებთ.

გუნდს შემოუერთდა არტურო ვიდალი, ჩილელი ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის ჩემპიონატში გასულ წელს ერთ–ერთი საუკეთესო იყო.24 წლის ფეხბურთელმა ლევერკუზენში 2007–2011 სეზონები დაჰყო. ჩაატარა 117 მატჩი. (მის ანგარიშზე კი 15 გოლია) კონტე მასზე როგორც ჩანს დიდ იმედებს ამყარებს. ახლა კი ყველაფერი არტუროზეა. მან უნდა გაამართლოს თავისი მეტსახელი – ”King Arthur”… მის შემცველად კი პაციენტაა მოყვანილი,რომელიც იმედია მელოს ბედს არ გაიზიარებს.

რაც შეეხება დაცვის გაძლიერებას. მაროტამ დაიამატა შვეიცარიელ გარემარბთა დუერი, რეტო ციგლერისა და შტეფან ლიხშტაინერი. ასე რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდა. პაოლო დე ჩელიეს და ფრედერიკ სორენსენს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწეთ. პრესაში ასევე გაიჟღერა რამოდენიმე ახალი მცველის გვარმა. თუმცა ჯერ უცნობია დაიმტებს თუ არა სეზონის დაწყებამდე მცველს ბეპე მაროტა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს აუცილებელია.

ასევე მიდის დიდი მითქმა–მოთქმა , თუ ვის იყიდის კონტე და მაროტა ერთობლივი გადაწყვეტილებით მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. ბევრმა ნაცნობმა გვარმა გაიჟღერა. მათ შორის იყვნენ– მირკო ვუჩინიჩი, მიჩაელ ბასტოსი, ხუან მანუელ ვარგასი. მაგრამ კონტემ აღნიშნა რომ მის გუნდში ბრაზილიელების ადგილი არ არის (რაც დაამტკიცა ამაურისა და მელოს ტრანსფერზე დაყენებამ) როგორც ჩანს არჩევანი ვარგასზე და ვუჩინიჩზე უნდა გაკეთდეს. ეს ორი ფეხბურთელი კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ორივე მათგანს თავისი პლიუსები და მინუსები აქვთ. ვარგასი ძალიან ‘მშრომელი’ და დაუღლელი ფეხბურთელია. რომელსაც მოედანზე პრაქტიკულად გაჩერებულს ვერ ნახავთ. ძალიან კარგად უტევს, აქვს კარგი გარღვება და დარტყმა. ამავდროულად ყოველთვის ეხმარება დაცვას (კარიერა სწორედ Left back–ად დაიწყო) . რაც შეეხება რომაელ მირკო ვუჩინიჩს. იგი ცივსისხლიანი Striker არის.ტანმაღალი ფეხბურთელი საკმაოდ რეაქტიულია. აღსანიშნავია, რომ იგი ვარგასისგან განსხვავებით დაცვას იშვიათად ეხმარება. მაგრამ მირკოს სხვა პლიუსები აქვს. პირველ რიგში აქვს გოლის ალღო,კარგი და ძლიერი დარტყმა და ამავდროულად ტექნიკა. საჯარიმოში ძალიან აგრესიულია (კარგი გაგებით), რაც მისი ერთ–ერთი მთავარი ღირსებაა. ასევე კარგად თამაშობს თავით. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი უფრო საჭიროა. მაგრამ მოვლენებს წილ არ გავასწროთ. რა ვიცით რას აკეთებს მაროტა, იქნებ მას ხელში ორი ჯოკერი უჭირავს.(გამორიცხული ნამდვილად არაფერია. ხანდახან მარტინესსაც მისდის თამაში) …

კი დროებით გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. დღეს თუ არა ხვალ, იუვე დაიბრუნებს ძველ დიდებას და იტალიაში მხოლოდ ერთი დროშა იფრიალებს.

სტატია N3 : Ikajuve1011

ორი ურთულესი სეზონის შემდეგ რომელიც ტურინის იუვენტუსმა გამოიარა, დადგა დრო ცვლილებებისა. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელ ნერიმ. ხოლო მისი ადგილი დაიკავა იუვენტუსის ლეგენდამ და ყოფილმა კაპიტანმა ანტონიო კონტემ. მან თავიდანვე სრულად იკისრა პასუხისმგებლობა გუნდის ჩამოყალიბებაზე, ფეხბურთელების გაშვება-მოყვანაზე. გარკვეული სვლები კონტემ და კომპანიამ უკვე გააკეთეს. მაგრამ გუნდის დაკომპლექტება გრძელდება. ყველაზე საინტერესო ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველოდება!

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ შარშანდელ იუვენტუსში ხელმძღვანელობამ დიდი როლი დააკისრა ალბერტო აკვილანის. ფეხბურთელს რომელსაც ერთგვარი დირიჟორის ფუნქცია უნდა ეკისრა. უნდა წამოეწყო შეტევები და წარემართა თამაში სიტუაციიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ჩემი ამ ფეხბურთელის დიდი პატივისცემის მიუხედავად მან იმედები ვერ გაამართლა. სატრანსფერო სეზონის გახსნის თანავე გაჩნდა შანსი იმისა რომ მილანი გაუშვებდა გუნდიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებელს ანდრეა პირლოს. იუვენტუსმა მყისვე გადადგა ნაბიჯი და ვეტერან ანდრეას ტურინში უხმო, რაც ჩემი აზრით იდეალური გადაწყვეტილება იყო მოცემულ მომენტში.

რაც შეეხება ტურინულ ფორვარდებს იაკინტას და ამაურის, მათ 100 პროცენტით მოუწევთ კლუბის დატოვება, რამეთუ ტურინს ახალი გმირები ალე მატრი და ფაბიო კუალიარელა ჰყავთ. კაპიტანი და ლუკა ტონი ჩვენი ჩემპიონები დაჯდებიან და მშვიდად დაელოდებიან თავიანთ შანსს. მათი იმედი ულაპარაკოდ უნდა გვქონდეს. (მთავარ თემას ბოლოსთვის შემოვიტოვებ:)

რაც შეეხება დაცვას: როდესაც ბევრი ამბობს რომ რათ უნდოდა იუვენტუსს რეტო ციგლერი, ფეხბურთელი რომლის გუნდმაც სერია A დატოვა. ბევრს ავიწყდება რომ ორი წლის წინ რეტომ და კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. რაც შეეხება ლიხშტაინერს, მასზე ვერ ჩამოვყალიბდი. უბრალოდ დაველოდოთ და ერთად ვნახოთ რას იზავს, ფაქტი ერთია – მოტას ყველა ვარიანტში აჯობებს.

გამიხარდა არტურო ვიდალის ტრანსფერი! რომელმაც მელო შეიწირა. მაგრამ რარაც არანორმალურად მჯერა რომ არტურო ძალიან ძალიან მალე შეაყვარებს იუვეს ტიფოზებს თავს და მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდება.

როდესაც იუვენტუსის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ აუცილებელია ავღნიშნოთ გუნდის სუსტი მხარეები: წინა სეზონში გუნდს ძალიან უჭირდა ბურთის შენარჩუნება, ამიტომ საჭიროა დავიმატოთ ფეხბურთელი რომელიც შეტევაში დაიჭერს ბურთს. ამის გაკეთება არაჩვეულებრივად შეუძლია იგივე მირკო ვუჩინიჩს, მიშელ ბასტოსს(ეს მარცხენა ფლანგელები გათვლილი 4-2-4 ზე)      რაც შეეხება შეტევას: აქ ორი ვარიანტი მაქვს, უკენკურენტოდ მიმაჩნია არგენტინელი  აგუერო. რომელსაც თავისუფლად შეუძლია გახდეს ტურინის ახალი ლეგენდა.  ასევე არანორმალური პროგრესი განიცადა იტალიელმა ტალანტმა ჯუზეპე როსიმ. ორივე ამ ფეხბურთელს შეუძლია შეტევების წამოწყებაც, დაგვირგვინებაც. იოლად არცერთს არ ეკარება ტრავმა.

ბოლოს ჩამოვთვლი ფეხბურთელებს რომლებითაც ჩემი აზრით დასრულდება გუნდის დაკომპლეკტება: ბასტოსი, აგუერო. ალტერნატივა ვუჩინიჩი და როსი.

სტატია N4 : Darja

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტად ახალგაზრდა ანდრეა ანიელის დანიშვნის შემდეგ, ყველა ამჩნევს, რომ ბებერი ქალბატონი ნელ-ნელა უბრუნდება იმ გამარჯვებებს, რომელსაც ტურინელი ტიფოზები მოუთმენლად ელიან.

ამ გუნდში წარმატებული ძვრები მას შემდეგ დავინახე, რაც გასულ წელს, საკმაოდ დაბალი თანხებით ჯუზეპე მაროტამ და ფაბიო პარატიჩიმ ის ფეხბურთელები შეიძინეს, რომლებსაც აქვთ შანსი, ამ გუნდის საკვანძო ფიგურები გახდნენ.საუბარი უპირველეს ყოვლისა მაქვს მილოშ კრასიჩზე, საკმაოდ ამბიციურია ლეონარდო ბონუჩი, საოცარი ტექნიკისა და გოლის ალღოს მქონე ფორვარდი ფაბიო კვალიარელა, მებრძოლი ლუკა ტონი და რა თქმა უნდა, ალესანდრო მატრი, რომელიც ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის აპენინებზე საუკეთესო ცენტრალური ფორვარდია.

დრო, როდესაც „იუვენტუსს“ ტრანსფერებში დიდი თანხების გადახდა უჭირდა, ვფიქრობ წარსულს ჩაბარდა.გეგმა, რომელიც ბიანკონერებმა ამ რამოდენიმე თვის წინ წარმოადგინეს, საკმაოდ ამბიციური და საინტერესოა.იგი რა თქმა უნდა გულისხმობს ახალგაზრდა და რაც ყველაზე მთავარია, კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას.

ბებერი ქალბატონი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კოლექტივია, მაროტამ უკვე დაიმატა 5 ფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, გუნდში კიდევ ჩაირიცხებიან მაღალი კლასის მოთამაშეები.ახლა რაც შეეხება, უშუალოდ ტრანსფერებს :

1.ანდრეა პირლო – პირადად ჩემთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უჭკვიანესი შუახაზელი.მაესტრო – როგორც მას მილანში უწოდებდნენ, კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს იუვენტუსს.მიუხედავათ ანდრეას ასაკისა (32 წელი), პირლოს გენიალურ პასს, უძლიერეს და უზუსტეს დარტყმას დღესაც არაფერი დაეწუნება.როსონერიმ მისი გაშვებით გენიოსი დაკარგა, მაროტამ კი თავისმხრივ, ძალიან საჭირო ფეხბურთელი შეიძინა.ანტონიო კონტეს ტაქტიკას სწორედ მოედნის ცენტრში სჭირდება გამოცდილი ფიგურა, რომელსაც გრძელი და ზუსტი პასებით შეეძლება თანაგუნდელების მომარაგება.თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე პირლოს გუნდში მოყვანით, მაროტამ ის რგოლი გააძლიერა, რომელიც ყველაზე მეტად აკლდა იუვენტუსს.

2.სტეფან ლიხშტაინერი – ვინც რომის „ლაციოს“ ასპარეზობას ადევნებდით თვალყურს, დამეთანხმებით, რომ დუგლას მაიკონის შემდეგ შვეიცარიელი კალჩოში საუკეთესო მარჯვენა მცველია.საკმაოდ მაღალი დონის, გამოცდილი უკანახაზელი, სწრაფი, აგრესიული,რომელიც აქტიურად ერთვება შეტევებში და საიმედოდ კეტავს დაცვის ხაზს.მაროტას მიერ განხორციელებული ეს ტრანსფერი ნამდვილად დადებითად შემიძლია შევაფასო, იუვენტუსის დონის გუნდმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს მარჯვენა მცველის პრობლემა.

3.რეტო ციგლერი – 2006 წლის შემდეგ, მარცხენა ფლანგი მის მეზობელ პოზიციასთან ერთად ტურინულ გრანდში ყველაზე პრობლემატური იყო.ფაბიო გროსოს გუნდში მოსვლის შემდეგ, ყველა ფიქრობდა, რომ ეს მინუსი პლიუსად შეიცვლებოდა, მაგრამ როგორც სჩანს, გროსოს ასაკმა უმტყუნა.რეტოს დამატება უფასოდ, საუკეთესო ვარიანტია, რამეთუ 25 წლის გამარჯვებას მოწყურებული, პოზიციურად ძლიერი და აქტიური ციგლერი საკმაო დახმარებას გაუწევს ანტონიო კონტესა და კომპანიას.

4.მიკელე პაციენცა – დავიწყებ იმით, რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მე პირადად ფელიპე მელოს ვთვლი, ამიტომ იტალო-არგენტინელი ნახევარმცველის გუნდში მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავდი.ვისაც ნაპოლის თამაშები ნანახი აქვს, იტყვის, რომ პაციენცა მოედნის ნებისმიერ წერტილში ბრძოლითაა გამორჩეული, თუმცა ვთვლი, რომ პაციენცა საშუალო დონის ფეხბურთელია.გუნდში მომო სისოკოსა და ფელიპე მელოს კლასის მქონე ფეხბურთელების ყოლისას, საყრდენის დამატება ლოგიკურად არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ანტონიო კონტე ბრაზილიელსა და მალელზე ფსონს არ ჩამოვიდა.შემცვლელად პაციენცა მშვენიერი ვარიანტია, რადგან იუვემ დაიმატა, ე.ი კონტე მას აუცილებლად გამოიყენებს.

5.არტურო ვიდალი – სიმართლე გითხრათ, ბუნდესლიგის დიდი მოყვარული არ ვარ და შესაბამისად, ჩილელი ნახევარმცველის თამაშები ბევრი არ მაქვს ნანახი.სეზონის ბოლოს, ვიდალი ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს და მასზე ევროპულ გრანდებს შორის „ომი“ გაჩაღდა, რომელიც საბედნიეროდ ჯუზეპე მაროტამ მოიგო.არტურო ის მოთამაშეა, რომელსაც მოედნის ცენტრში პირლოსთან შეწყვილება, თამაშის დალაგება და ფორვარდების პასებით მომარაგება შეუძლია.მელოსა და სისოკოს წასვლის შემთხვევაში, ვიდალის დამატება საუკეთესო სვლა იყო, რომელიც მაროტამ დროულად განახორციელა.

6.ანდრეა პოლი – ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება არა სასურველი, არამედ აუცილებელია.პირლოსა და ვიდალის დონის ნახევარმცველებს ისეთი შემცვლელები სჭირდებათ, რომლებიც ამ საქმეს პირნათლად შეასრულებენ.ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემი აზრით სწორედ ისაა, ვინც ბებერ ქალბატონში თამაშს იმსახურებს, მითუმეტეს, პოლის სატრანსფერო ღირებულება არც ისე მაღალია.გენუელებთან მაროტა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვფიქრობ, რომ ანდრეა სულ მალე ბიანკონერების წევრი დამსახურებულად გახდება.

7.ფელიპე მელო – უკვე ავღნიშნე და ვიმეორებ, რომ ფელიპე ჩემთვის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეა.ფერარასა და ძაკერონის დროს ჩატარებული საშინელი სეზონის შემდეგ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეძლო და გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული მოიპოვა.პირლოს საუკეთესო მეწყვილეს მე სწორედ მელოში ვხედავდი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბრაზილიელი კონტეს სამომავლო გეგმებში ვერ მოხვდა.ბებერ ქალბატონში სათადარიგოთა სკამზე ჯდობას ფაქტია, მელოსთვის გალათასარაიში თამაში ჯობია, რადგან ბრაზილიელი სელესაოში დაბრუნებისთვის იბრძის.წარმატებები, ფელიპე !

8.მომო სისოკო – მალელი მე პირადად ძალიან მაღალი დონის საყრდენად მიმაჩნია, გუნდში მოსვლის პირველ წლებში სისოკო იუვეს ლიდერადაც კი იქცა, მაგრამ მუდმივმა ტრავმებმა მას თამაშის საშუალება არ მისცეს, ახლა მისთვის, როგორც მოთამაშისთვის სასურველ გუნდში კარიერის გაგრძელება და მუდმივი პრაქტიქის ქონაა.

9.სერხიო აგუერო – მრავალი ტიფოზის მსგავსად, აგუერო ჩემთვისაც ის ფიგურაა, რომელსაც ბებერ ქალბატონში ყველაზე მეტად ვისურვებდი.ტექნიკური ფორვარდი, ძლიერი დარტყმითა და ხარისხიანი დრიბლინგით.იუვეს ამჟამად ასეთი წინახაზელი ნამდვილად არ აწყენდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ 45 მილიონი სერხიოს სანაცვლოდ „გაბერილი“ თანხაა.ატლეტიკო მადრიდში წარმატებით ასპარეზობა არ ნიშნავს იმას, რომ არგენტინელი სხვა ევროპულ გრანდშიც ისევე ითამაშებს.სამწუხაროდ, ტურინულ გრანდში მისი ტრანსფერი ამჟამად შეუძლებელია, რამეთუ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბრიტანეთში სურს.დაე, ითამაშოს იქ, სადაც სურს !

10.ჯუზეპე როსი – ჩემი აზრით, პეპიტო ის ფეხბურთელია, რომელიც ბებერ ქალბატონს ყველაზე მეტად მოერგება.სწრაფი, ტექნიკური, ძლიერი დარტყმის მქონე იტალიელი ფორვარდი – ეს ყველაფერი დღევანდელ იუვენტუსს ნამდვილად არ აწყენდა.30 მილიონის გადახდა მასში ნამდვილად ღირს, მითუმეტეს, თავად მოთამაშესაც სურს ბიანკონერებში ასპარეზობა.იმედია, მაროტა მის ტრანსფერს სულ მალე ჩვენს სასარგებლოდ მოაგვარებს.

11.მირკო ვუჩინიჩი – ჩერნოგორიელში დიდ ძალას ვხედავ.შემტევი, რომელსაც რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც ფორვარდად, ასევე გარემარბად, ეს უკანასკნელი პოზიცია კი ამჟამად ტურინში ვაკანტურია.მის ტრანსფერში კლაუდიო მარკიზიოს გამოყენებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, კლაუდიო იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც უკვე მოახერხეს კონტეს გულის მოგება, ამიტომ მარკიზიოს ტურინიდან მიმავალ გზას მე ვერ ვხედავ.ვუჩინიჩის ყიდვა იუვენტუსს ძალიან წაადგება, მაგრამ არა რომელიმე ფეხბურთელის ბარტერის სახით.

როგორც წესი, იუვენტუსს გრანდიოზული ტრანსფერების განხორციელება აგვისტოს ბოლოს ჩვევია, ამიტომ დიდ ტრანსფერებს მე შესაბამისად ამ პერიოდში ველი.

ეს ბიანკონერების სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ჩემი მოკრძალებული აზრია, მადლობთ ყურადღებისთვის !

იუვენტუსი ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ციგლერი; კრასიჩი, ვიდალი, პირლო, ვუჩინიჩი; როსი, მატრი

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, კასერესი, ბარძალი, სორენსენი, დე ჩელიე, პოლი, პაციენცა, მარკიზიო, პეპე, კვალიარელა, დელ პიერო, ტონი


ძალიან გთხოვთ, ოთხივე სტატიას ყურადღებით გაეცნოთ და კომენტარებში თქვენი აზრი დაწეროთ, თუ რომელ სტატიაში ხედავთ გამარჯვებისკენ მიმავალ უსწრაფეს გზას…



0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
araxoza
12 years ago

გაიხარეთ ბიჭებო! მართალაც ობიექტური და კარგი მსჯელობა იყო! :juvee: :italy:

dito chanturia
12 years ago

me darjas gunds gamovarchevdi chemi azrit eg fexburtel;ebi ufro gvchirdeba magram exla rosis magivbrad vinme sxva iqneba mosadebni

gocha khalvashi
12 years ago

სააღოლ ბრატცი, საკაიფოდ გიშრომიათ… ყველას ჯიგრულად გაქვთ აზრი დაფიქსირებული… :up:

ისეთი დასიცხული ვარ არაფრის თავი არა მაქვს მაგრამ დიდი ყურადღებით და ინტერესით წავიკითხე…

პ.ს. დათკა, რა ნავაროჩენი ფაქიზო გყავს… :-)

12 years ago

ბრავო დავით,ბრავო გიო და ბრავო ნედვედ.. დიდი სიამოვნებით წავიკითხე : ) გიო მოკლედ ლიხშტაინერის და ციგლერის აღწერა ისეთ დონეზე გაქვს დაწერილი რომ პირდაპირ გეტყვი მაგ ფეხბურთელებზე უფრო დიდი შთაბეჭდილების გავხდი :-D მართლა ; ) საღოლ

12 years ago

კარგი სტატიებია… აზრი ერთია და პირლოს ყველა მივესალმებით ზოგადად, მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება მხოლოდ პირლოზე დაყრდნობა მომავალი იუვენტუსის, პირლო უძლიერესია ორი აზრი არაა, მაგრამ ტრავმები აწამებს და არ მინდა ისეთი გუნდი, რომელსაც ერთი ფეხბურთელის ტრავმა დაშლის საერთოდ… კონტეს მოსვლას პირველი მე ვეთანხმები და მჯერა მისი, მაგრამ მელოს გაშვება არ მივესალმები… აუცილებლად უნდა იყიდონ ცენტრალური მცველი (დიეგო ლუგანო.იმედია მონტეროს ხასიათი აქვს რადგან ურუგვაის კაპიტნობს)…მარცხენა ნახევარმცველი (ვარგასი, ან ბასტოსი) მარჯვნივ კრასიჩის შემცვლელიც საჭიროა და პეპე არ ვიცი გამოდგება თუ არა. ვუჩინიჩი ნახევარმცველობას ვერ გაქაჩავს მგონია, მაგრამ კარგი შენაძენია შეტევისთვის. ფლანგის ნახევარმცველს ორივე უნდა შეეძლოს… მოკლედ: ამ ეტაპზე პრობლემა არაა მეკარე…… Read more »

DIDI ALEXA
12 years ago

მელოს გაშვებას მე პირადად მივესალმები, ზედმეტი მონდომებით და ჟილკიტ ძაან ხშირად ღალატობდა გუნდს, დავიდსის სტილში მაგრამ დავიდსი რამდენად დიდ სამუშაოს ასრულებდა ყველამ ვიცით :D ნეიმარი საშინლად არ მინდა, ძაან ამპარტავანი როჟაა რაგაც გონია თავი და გუნდში არ გამოდგება. ვუჩინიჩი კარგი მგონია, თავისი უნივერსალობის გამო, მთავარია კრასიჩი ათAმაშდეს როგორც თავიდან ისე და შუახაზი მოგვარებული იქნება. აი ტოპ კლასის მცველი გვჭირდება მაგრამ სადაა:D თავდასხმაში ცუდათაა საკმე მაგრამ როსიში 30 მილიონის გადახდა პულის გადყრა მგონია, თუ მოყვანაა ვინმე ანრის , ეტოოს , დროგბას დონის ტიპის მოყვანა გვჩირდება. ესაა ჩემი კომენტარი :D

vako-10
12 years ago

როსი თუ ვიყიდეთ და ვიჩინიჩი მაროტასთან სასაყვდეურო არაფელი გვექნება მაგრამ როსი არ იყიდებაო უჩნინიჩის მაგივრად მარკოზიო რაც ჩვენ არ გვაწყობს ასერო ჯერჯერობით ყველაფერი ჩუდად მიდის

malxazi ediberidze
12 years ago

ძალიან საინტერესო სტატიებია,დიდი მადლობა ავტორებს! ობიექტურად და რეალურადაა დანახული დღევანდელი იუვე,დიდი იმედით ველოდები აგვისტოს ბოლო ტრანსფერს და სეზონის გახსნას,იმედია მალე ვიხილავტ ჩვენს სანუკვარ დიდ იუვენტუსს,შიშის ზარს რო სცემდა ყველას.
ღმერთი იყოს ჩვენსკენ!

12 years ago
Reply to  Gio Darja

რუნი სიტყვაზე ვთქვი… ვნახოთ… :D არამგონია ვუჩინიჩზე გაჩერდეს ბებერი მელა :D

giorgi tsotsoria
12 years ago

მელოს გაშვებით არაფერი არ დააკლდება გუნდს პირიქით მეტი აქტიური ტვინი იქნება ცენტრში და არა რკინა ბეტონი

და ვიდალიც ბეევრად მეტად პროდუქტიული იქნება ვიდრე ფელიპე

იგივე სისოკოც

12 years ago

ჩემი ხმა დათკას….

12 years ago
Reply to 

მარა არცერთს არ გიწერიათ ის, რომ მაროტა ვარსკვლავებს ბოლო დღეს ყიდულობს, თან ისეთებს რომელზეც საუბარიც კი არ ყოფილა… სპეციალურად აკეთებს ეგრე, სხვაზე ლაპარაკობს რო კონკურენტებმა ის იყიდონ და თვითონ ბოლო დღეს ყდულობს მაგარ ვარსკვლავს…. არ გაგიკვირდეთ 31 აგვისტოს მაროტამ რუნი რო მოიყვანოს ან ვინმე ეგეთი…

lasha naxucrishvili
12 years ago

ერთ ერთი საუკეთესო შენაძენი ლიხშტაინერია ლაციოში ყოველთვის მომწონდა მაგარია !!!!

Nodari gogaladze
12 years ago

NEDVEDA11- საღოლ ჯემალ ქარჩხაძის ფრაზა მაგარი იყო :up: ……………
ნეტა წელს ამოვიდეს იუვე “დიდი დაძინების ქარაფიდან” :juventus: :juventus:

Nodari gogaladze
12 years ago

ყველა კარგი სტატიაა :up: :up: უბრალოდ მირკო ვუჩინიჩის მაგივრად მე ბასტოს ვისურვებდი :bugi: :bugi:

mamuka iosava
12 years ago

იკა საგოლ კარგი დაწყებაა …მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი (ხომ მიცნობ სელექციაში მაგარი ვარ:))) ლიხშტაინერი ციგლერზე მაღალი დონის შემსრულებელია (ვიცი რომ სხვადასხვა პოზიციაა მაგრამ განაპირა მცველია ორივე და ზოგადა დონეს ვგულისხმობ)

Turinski ....... 444444444444444

მე როსის ნეიმარი იმიტო მირჩევნია და კიდევ ბევრი ვარსკვლავი რო საქმის გაკეთება იცის … დაბალი კლასის ფეხბურთელებით ვერაფერს მოიგებ დაიმახსოვრეთ… ტოპ კლასის ფეხბურთელი გვწირდება … მაროტამ არ იცის მაგ სიტყვის მნიშვნელობა …

lasha naxucrishvili
12 years ago

ვუჩინიჩი მოვიდეს კარგი ფეხბურთელია

lasha naxucrishvili
12 years ago

კარგი სტატიებია:) სტატია N1 წავიკითხე და ბევრი ისეთი რამ ეწერა რასაც მე ვეთანხმები 1)მაროტამ რო თქვა ყიდვაზე ძნელი გაყიდვააო. 2)მელოს გალათასარაიში გადასვლა მართლაც გამიკვირდა.3)ანდრა პირლო სწორედ ის ფეხბურთელია რომელიც იუვენტუსს ძალიან გამოადგება,ბევრი მართლაც რომ ამბობს მილანის გაგდებული ფეხბურთელი რა ჯანდაბად გვინდაო ბებერიაო და ასე შემდეგ, ჯერ ეგერთი პირლოზე მილანიდან გადებულს ვერ ვუწოდებ ეს ზეტმეტად გაზვიადებულად მიმაჩნია რაღაც უთანხმოება მოხდა და ხდება ხოლმე ეგეთები და მეორე პირლო ბებრუხანა არ არის ის ბევრს ჯობია იუვენტუსში! და ამხანაგურებზე ბევრი ამბობს რომ იუვენტუსი არ თამაშობს კარგად ხო და ამაზეც ვიტყვი რაღაცას,ამხანაგურ თამაშებზე თავებს არავინ იკლავენ ტრავმები რო არ მიიღონ, ეს უბრალოდ ტესტ მატჩებია კიდევ… Read more »

Turinski ....... 444444444444444

მაგ სასტავით ჩემპიონი ვერ გავხებით სიმართლე ესაა

dato grdzelishvili
12 years ago

ხანდახან მარტინესსაც მისდის თამაში:D:D:D კარგი სტატიებია… :up: :up: :up: :up: :up:

Dzia.
12 years ago

რა ვქნა მომკალით და რაც ამ ამხანაგურ თამაშებს ვუყურე ვატყობ რო მატრი და კვალიარელას იმედზე მარტო ყოფნა არ შეიძლება.. მეშინია იმედი არ გაუცრუვდეს ბევრს. სიმართლე რო გითხრათ ვუჩინიჩის ყიდვის მომხრე არ ვიყავი, მარა ეხლა რო ვუფიქრდები მემგონი ჯობია მართლა იყიდონ, მატრის იმედზე ყოფნას მე ლიჩნად ვუჩინიჩის იმედზე ყოფნა მირჩევნია.

Dzia.
12 years ago
Reply to  Dzia.

ბევრი იფიქრებს ამას ფეხბურთი არ ესმის და გაბურღა ტვინიო, მარა ვინც მაგას ფიქრობთ გეტყვით რო ფეხბურთი ძალიან კარგად მესმის, უბრალოდ გული მტკივა. :loool: :boli: :davliot:

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x