ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” ვუჩინიჩი იუვენტუსისთვის იდეალური ფეხბურთელია ”

გთავაზობთ , ბიანკონერის ყოფილი სპორტული დირექტორის , ლუჩიანო მოჯის ინტერვიუს , რომელშიც ის სატრანსფერო საქმიანობაზე საუბრობს …

სენიორ მოჯი , თქვენი აზრით , რომელმა კლუბმა განახორციელა ამ ეტაპზე , წარმატებული ტრანსფერი ?

” რათქმაუნდა ” ინტერმა ” – ალვარესიც და ჯონათანიც არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან . თუმცა მილანურ კლუბს , სხვა სტილის მოთამაშეები ესაჭიროება . გამოვარჩევ ასევე ” ნაპოლის ” , ბრიტოსი და ინლერი სწორედ ელემენტებია , რომლებიც ასე აკლდა დე ლაურენტისის გუნდს . ამ სატრანსფერო სვლით მათ მოახერხეს დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერება , რაც სასურველ შედეგს მოიტანს მომავალ სეზონში ” .

იგეგმება თუ არა კიდევ ახლო მომავალში შენაძენები საზღვარგარეთიდან ?

” ვფიქრობ აგვისტოს ბოლოსთვის , როდესაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო იქნება დარჩენილი , იტალიაში არა ერთი ფეხბურთელი გადმობარდგება სხვა ჩემპიონატიდან . ბევრს ვკითხულობ კაზემიროზე და ლუკასზე – ისინი კარგი მოთამაშეები არიან , მაგრამ საგულისხმოა სხვა მომენტი , კონკრეტულად რა თანხას ითხოვენ მათ სანაცვლოდ ” .

მოდით იუვეზე ვისაუბროთ . ამ ეტაპზე ტურინელთა მთავარი მიზანი დაცვის ცენტრისთვის დიეგო ლუგანოა .

” ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ ფეხბურთელზე , რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ნებისმიერი გუნდის წარმატებაში . ლუგანოს გაფორმება სწორი ნაბიჯი იქნება და ყველაფერთან ერთად , ურუგვაელი კონკურენციას გაზრდის ცენტრალური დაცვის ზონაში ” .

პირლოს მეწყვილე მოედნის ცენტრში , დღეიდან არტურო ვიდალი იქნება . საიმედოა ხელშია თქვენი აზრით იუვეს შუახაზი ?

” ორი აზრი არაა . პირლოს თამაშის მანერას , უსიტყვოდ ეწყობა ვიდალი . შესაძლოა მას ჯერ ჯერობით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია ახალი კლუბის რიგებში , თუმცა ყველანაირი საფეხბურთო მახასიათებელი გააჩნია , რომ ჩემი იმედები გაამართლოს . მორიგი სწორი სატრანსფერო სვლა , რადგან მელოსთან ერთად ბიანკონერის შუა ხაზი არ იყო დაბალანსებული და შესაბამისად გუნდი ბევრ პრობლემას აწყდებოდა . ეხლა კი გუნდი გაცილებით კომპაქტურად გამოიყურება . მნიშვნელოვანია ასევე , რომ გუნდმა ლიხშტაინერიც გაიფორმა ” .

როსი თუ ვუჩინიჩი ? რომელიც უფრო მოუხდება იუვენტუსს ?

” როსი ბრწყინვალე ფეხბურთელია , მაგრამ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს . იტალიელი ფიზიკურად არ არის ისეთი ძლიერი , რომ მან შემტევი ვინგერის პოზიციაზე იასპარეზოს . გასულ სეზონში მან არაჩვეულბრივად წარმოაჩინა თავი მეორე ფორვარდის პოზიციაზე . თუ ვისაუბრებთ ფეხბურთელებზე , რომლებსაც ფლანგზე შეუძლიათ პროდუქტიულად თამაში , მაშინ ამ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა ვუჩინიჩის გაფორმება ” .

წყარო : Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ხომ ვამბობდი მაროტა ჩუმჩუმელაა და მელაა მეთქიიი

12 years ago

ისე რა აუცილებელია მოჯი იყოს გუნდის დირექტორი. მას ისედაც შეუძლია კონტესთვის მიმართულების მიცემა, ისედაც ასახელებს ფეხბურთელებს რომელიც მისი აზრით იუვეს წაადგება. ძალიან კარგია რო კონტეც უჯერებს : )

irakli kobeshavidze
12 years ago

მაგას ვამბობ მეც საღოლ მოჯი

Gela Skhirtladze
12 years ago

ესეიგი კონტე მთლიანად მოჯის გავლენის ქვეშ არის და ეს სრულიად არ არის ცუდი,მოჯის ყოველთვის კარგი ხედვა ქონდა და ახლა ჩერეზ კონტეთი თუ განახორციელებს ძალიან მაგარი იქნება, იქნებ დელ პიეროს მსგავსი მაინც გვაპოვნინე მოჯი რაა :forza: :forza: :forza:

Gio Darja
12 years ago

აბა ეხლა რას იტყვით ვუჩინიჩს სოფლის კაცს რო უწოდებდით ზოგიერთები ? :modee:

ნაპოლი მესამე ადგილისთვია იბრძოლებსო და მილანი&ინტერი პირველი-მეორე ადგილისთვისო, იმდენად შურიანია მასტი იუვენტუსი სამეულშიც ენანება :lool: არადა სატრანსფერო პოლიტიკას არ უწუნებს :yes:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Gio Darja

და მილანი და ინტერი როა წელსაც ფავორიტი ახალი ამბავია? : )

merke
12 years ago

ანუ გადატანითი მნიშვნელობით, ლუგანოს და ვუჩინიჩის ყიდვა ურჩია იუვეს…

Del Piero 10+
12 years ago

ამანაც გაბერა

david david
12 years ago
Reply to  Del Piero 10+

ეს რო ბერავს ეგრე ბერავდეს მთელი იტალიური ფეხბურთის ჩინოვნიკები.

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x