დაბრუნება სახლში
ტურინის “იუვენტუსის” ამერიკული ტურნე ოფიციალურად დასრულდა.დღეს დილით, კასელეს აეროპორტიდან ბიანკონერებმა აშშ დატოვეს და ტურინში დაბრუნდნენ.
ოკეანეთსმიღმა ანტონიო კონტეს შეგირდებმა ყოველდღიური ვარჯიშები და ტესტ-მატჩები ჩაატარეს, ამასთან ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა 3 მეგობრული შეხვედრა გამართეს.დამარცხდნენ ლისაბონის “სპორტინგთან” და გამარჯვება მოიპოვეს ჯერ “ამერიკასთან”, შემდეგ “ჩივასთან”.
ახლა გუნდი სამ დღეს დაისვენებს.ახალი სეზონისთვის მომზადება ორშაბათს, ვინოვოზე განახლდება.გარდა ამისა, 4 აგვისტოს საზაფხულო შეკრების მეორე ნაწილი დაიწყება, 7 აგვისტოს ანტონიო კონტეს შეგირდები კიუზა პესიოში გაემგზავრებიან.
ამასობაში ნელ ნელა ახლოვდება ახალი სეზონი, ამ სეზონში უნდა დავბრუნდეტ ბიჭებო, სხვა გზა არ გვაქვს. ლიგაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ და მერე სუპერ ტრანსფერებიც იქნება და სკუდეტოც იქნება