ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი : ” ვუჩინიჩის ტრანსფერი ორშაბათს გაოფიციალურდება ”

Tuttomercatoweb – ს მიმოხილველმა , ლუკა მარკეტიმ , გუშინ Sky Sports – სთან საუბარში , განაცხადა რომ მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი იუვენტუსში  , ორშაბათს ოფიციალურ სახეს მიიღებს : ” მიმდინარე უიკ ენდზე , ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის , ხოლო კლუბები ბოლო დეტალებს შეათანხმებენ . რატომ დატოვა გუშინდელი ვარჯიში მირკომ ? მან ამით თავი აირიდა შესაძლო დაზიანებისგან , რასაც შემდგომ პრობლემები მოჰყვებოდა მოლაპარაკებების მსვლელობას . სატრანსფერო ღირებულება ? დედაქალაქური კლუბი 18  მილიონს ითხოვდა , თავის მხრივ იუვენტუსი მხოლოდ 15 -ს სთავაზობდა , მაგრამ ვფიქრობ ბიანკონერი დათანხმდა ბონუსის სახით 3 მილიონის გადახდას , ეს ვუჩინიჩის ასპარეზობაზე იქნება დამოკიდებული . თუმცა , საგულისხმოა , რომ რომა მხოლოდ ფეხბურთელის სურვილის გამო წავიდა დათმობაზე , მირკოს ძალიან დიდი ხანია უკვე ” იუვენტუსში ” სურდა ასპარეზობა . ფეხბურთელის პირად კონტრაქტზეც არანაირი პრობლემა არ არის – 4 წლიანი ხელშეკრულება და წლიურად 3 მილიონი ევრო , თუმცა მცირე გაურკვევლობაა ბონუსებზე , მაგრამ ფეხბურთელის აგენტი ალესანდრო ლუჩი ვერანაირ წინაღობას ამ თვალსაზრისით ვერ ხედავს . რაც შეეხება მირკოს როლს მოედანზე , სიმართლე ითქვას ის როგორც ფორვარდი ისე მოდის ,  ანუ ჯუზეპე როსის ალტერნატივა , რომლის გაშვებასაც ვილიარეალმა ვეტო დაადო  “ .

წყარო : tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxtangi
12 years ago

ისე ცნობისათვის მე რეალის ფანი ვარ და ვაღიარებ რა გინდათ ძმაო კაი გუნდი დაგიყენებიათ

david david
12 years ago
Reply to  vaxtangi

ჯერ სად ხართ :mrgreen:

irakli kobeshavidze
12 years ago

იცი რას ვიტყვიი როსის ჯუჯა დ,,,,,, ვუჩIნიჩI 99 ჯერ ჯობია როსსის და არავინ არ მომიწეროს პასუხი არასწორი ხარო კაცი არის იმენა უნიჭIერესი და იყენებს ნახევარ მომენტს თავად ქმნის მომენტს ურტყამს რაღაც სასწაული ტექნიკით თავით თამაშობს კარგად ..აკეთებს შესანიშნავ პასებს ….როსის კი მარტო ერთი ერთზე თU გაიყვანე თOრე გაექცევა მაგ ჯუჯა ვინმეს … ? ძალა მაგას არ აქ და არაფერი ფორზა იუვე ფორზა მირკო ….. მე მჯერა VუჩIნიჩIს და მოვა ეგ და ნახავ რა მაგრად ითამაშოს ..თან ახლა გავიგე რო იუვეშI თამაშI დიდი ხანია უნდაოო ,,,, და როსი ბარსელონას ფანია და ბარსას ეთქვა ისე გავარდებოდა ბარსაში რო მის ნაკვალებს ვერ დაინახავდით… Read more »

lasha naxucrishvili
12 years ago

ვუჩინიჩი საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია :forza:

12 years ago

აუ ეს დზააან მაგარი ეკსპერტია ყოვემთვის ვკიტხულობ ამის ბლოკებს დაქ ვეჩჰნად სიმართლეს ბაზრობს :forza:

dito chanturia
12 years ago

ai aseti fexbrtelebi gvchirdeba chven romlebsac martla ndat iuveshi tamashi agero da rosis ro ndomebodat exla iuveshi iqnebodnen tmca me merchivna rosi mosuliyo chventan magram ras vizamt visac chven ar vundivart eg chvenc ar gvinda kargze ufro kargi mudam gamochndeba

dato grdzelishvili
12 years ago

თუ გულიოთ უნდა აქ თამაში არანაირი პრობლემა არაა იბრძოლოს და შეიყვარებს ყველა!!!

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x