ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა აკუილანის დაბრუნებას გეგმავს

საკმაოდ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ევროპული პრესა , რომელიც ტურინის ” იუვენტუსს ” უკავშირდება . როგორც ჩანს , ჯუზეპე მაროტა ალბერტო აკუილანის დაბრუნებას აპირებს ! შეგახსენებთ , რომ იტალიელი ნახევარმცველი შარშანდელ სეზონში არენდის წესით ასპარეზობდა ბებერ ქალბატონში , ხოლო სეზონის ბოლოს იტალიელებს საშუალება ჰქონდათ 16 მილიონ ევროდ გამოესყიდათ იგი ინგლისური ლივერპულისგან , მაგრამ საკმაოდ არასტაბილური ასპარეზობის შემდეგ , მაროტამ არ გარისკა კონტრაქტის ამ პუნქტის გამოყენება . მაგრამ მას შემდეგ რაც იტალიის 29 გზის ჩემპიონთა რიგებიდან ჯერ ფელიპე მელო , ხოლო შემდეგ მომო სისოკო წავიდნენ , დღის წესრიგში ნახევარმცველის დამატების საჭიროება დადგა .ამ ინფორმაციას ამყარებს , იტალიელი ჟურნალისტის ,  მიკელე კრისჩიტელოს გუშინდელი განცხადება , რომელიც მან ტელე გადაცემა ” სპეციალურ დარტყმაში გააკეთა  : ” მაროტა პატარა შედევრის გაკეთებას გეგმავს . იუვენტუსისთვის მისტერ X – ი  იქნება ალბერტო აკუილანი , რომელიც შეცვლის გუნდიდან წასულ მომო სისოკოს და ფელიპე მელოს  ” .

წყარო : Football italia ; TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

91 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

რაღაც ნანიზე მიდის ბაზარი თან ძალიან საეჭვოთ და ეგ თუ დავითრიეთ მაგარი იქნებააააა

Del Piero 10+
12 years ago

აქ კომენტარებს რატო მისშლით ა ? თU არ მოგწონთ სიმარტლეს რო ვამბობ შეგიძლიათ არ წაიკუთხოთ არ გაატრაკეს ბიჯო ..

Del Piero 10+
12 years ago

კასანო მაგარი მასტია მინდა ეგ იუვეში კაი სამსახურს გაგვიწევს თან ნაკრებშიც მაგრა უბერავს

david david
12 years ago
Reply to  Del Piero 10+

კარგი რა რა კასანო, ძლივს გუნდი ლაგდება ეგ სულ აურდაურევს ყველაფერს

12 years ago

აკვილანი კარგია….მივესალმები ამ ტრანსფერს….ყოველშემთხვევაში ჯერ რა ტრანსფერებიც განახორციელეს საულეთესო იქნება…..

Gio Darja
12 years ago

მევასება ეს ალბერტო მაგრად, ჯერ ერთი იტალიელია და ვფიქრობ რომ შეუძლია ნაკრებში ითამაშოს, ჩემი აზრით ინგლისურ ტემპს მხარს ვერ აუბამს და დაიმტვრევა, ამიტო იუვენტუსი საუკეთესო ვარიანტია..

ეჰ, კასანოს უშვებს მილანი და როგორ მევასება ეგ ბებერი ეგა :lool: პროსტა ისეთი ხასიათი აქვს, ეხლა წონაშიც მოიმატაო, იუვეში არაა ანტონიოს ადგილი..არადა უუჰ, გამოგვადგებოდა :blin:

Gio Darja
12 years ago

ინტერზე ნაღდად არ ვდარდობ, ისე ყოფილა მორატის გადატეხვია მთელი გუნდის ძვლები თავზე, მთავარია იუვენტუსმა ითამაშოს კარგად და საჭირო თამაშებში ქულების მაქსიმუმი აიღოს..

კონკურენციას არც ინტერი დაგვიკლებს და არც მილანი, ბრძოლა იქნება საჭირო..

Z u R a noniashvili
12 years ago

მამენტ ალბერტო კარგი იქნება კონტე მოუვლის

david david
12 years ago

კი მაგრად გაასწორებს, მევასება რა აკვილანი, ჯერ კიდე რომადან მინდოდა იუვეში

12 years ago

ინტერს ერხევა ვივიანო ხომ 6 თვით დაემტვრათ ეხლა ნაგატომომ მიიღო მუხლის ტრამვა.. ჯერ სეზონი არ დაწყებულა და უკვე ორი კაცი დაემტვრათ და მერე ხომ საერთოდ.. თან ჟულიო სეზარი დირკა გაუხდათ თან დაცვის ცენტრი გაუუბედურდათ სნეიდერს უშვებენ და ეტოოს ცვლიან ტევესში რავი ჩემი აზრით მარტო ტევესით ინტერი ვერაფერს ვერ იზავს და დაჟე მგონია ეგ გუნდი პირველისთვის კი არა მეორესთვისაც ვერ იბრძოლებს…. ინტერ მერდაააა… :forza: :juvee:

Del Piero 10+
12 years ago

ნანი და ბენმზემა გვინდა და ვიტყვი რო მესამე ვარსკვლავი ამოვქარგეთ… ეს ორი და მერე თუნდაც 17 აკვილანი მოუყვანია :D

| Newsphere by AF themes.
91
0
Would love your thoughts, please comment.x