ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სატრანსფერო ბატალიები

ბიანკონერი განაგრძობს საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას . მირკო ვუჩინიჩის დამატების შემდეგ , ჯუზეპე მაროტა ცენტრალური მცველის და მარცხენა ნახევარმცველის დამატებას გეგმავს …

შარშანდელი სეზონის სტარტზე ლეონარდო ბონუჩი , ისევე როგორც ” იუვენტუსი ” , საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ , მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა . დადის ხმები , რომ ახალგაზრდა იტალიელი მცველი დატოვებს ტურინს , ამ ყველაფერს ის ფაქტიც ამყარებს , რომ ლუჩიანო სპალეტის ” ზენიტი ” სერიოზულად დაინტერესდა ” ბარის ” ყოფილი ფეხბურთელით . რუსები მზად არიან 8 მილიონი ევრო გადაიხადონ მოთამაშეში , რომელიც გასულ სეზონში ჯუზეპე მაროტას 15 მილიონ ევრომდე დაუჯდა ( თუმცა , საგულისხმოა , რომ რეალურად იუვემ 5 მილიონი ევრო გადიახადა , ხოლო დანარჩენი თანხა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვით დაფარა ) .

მიუხედავად ამისა , ნაკლებად არის მაინც მოსალოდნელი ლეოს გუნდიდან წასვლა , რადგან ბონუჩი იტალიაში ერთ ერთ ყველაზე პრესპექტიულ ცენტრალურ მცველად ითვლება , რომელიც სკუადრა აძურის წევრიც კი არის . მაგრამ მეორეს მხრივ ანტონიო კონტეს არ სურს გარისკვა და მაქსიმალურად ცდილობს ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას , რომელიც რეალურად ეცდება პირველი პოზიციების დაკავებას , სწორედ ამიტომ ჯუზეპე მაროტა რამდენიმე ვარიანტს გახილავს . ერთ ერთი კი ფენერბახჩეს ურუგვაელი მცველი დიეგო ლუგანოა , რომლის ამჟამინდელ კლუბს სერიოზული პრობლემები გააჩნია . შესაძლოა თურქული ფეხბურთი გრანდი დაბალ დივიზიონში დააქვეითონ არა სპორტული საქმიანობის გამო , ამ შემთხვევაში კი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი არ აპირებს გაჩერებას და კარიერას 100 % – ით სხვა კლუბში გააგრძელებს : ” იმ შემთხვევაში თუ ჩემს კლუბს დააქვეითებენ , აუცილებლად დავტოვებ თურქეთს . დღეისათვის აქ საკმაოდ დაძაბული ვითარება სუფევს და ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა . მართალია კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს , თუმცა უკვე დღეს მე სხვა გუნდების შემოთავაზებებსაც განვიხილავ “ .

არის შანსი , რომ ლუგანო საერთოდ უფასოდ ჩაუვარდეს ხელში მაროტას , რომელიც 3.5 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა , მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება , თუ დიეგო თავისუფალი აგენტის სტატუს მიიღებს .

კიდევ ერთი პრობლემატური პოზიცია , რომელიც ნამდვილად რომ საჭიროებს გაძლიერებს , არის მარცხენა ვინგერის ვაკანტური ადგილი . სავარაუდო კანდიდატები არიან : ნანი , ვარგასი , აფელაი და პეროტი . იტალიური პრესის აზრით , კონტეს სქემას იდეალურად მოერგებოდა ლუიშ ნანი , თუმცა მისი გაფორმება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული , მაგრამ აქ მეორე მომენტიც გასათვალისწინებელია . სავარაუდოდ პორტუგალიელს უკვე აღარ მოხიბლავს სათადარიგოთა სკამზე ჯდომის პრესპექტივა … ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი იქნება 25-30 მილიონ ევროთ .

რაც შეეხება აფელაის , მან საკუთარი შესაძლებლობები ძალზედ კარგად წარმოაჩინა 2010  წლის მსოფლიო ჩემპიონატზე , მაგრამ კატალონიაში კი ვერაფრით მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება . შესაძლოა ბარსელონამ იგი ან გაყიდოს , ან არენდის წესით გაუშვეს , რომელიმე კლუბში .

კიდევ ერთი ფეხბურთელი კი არის დიეგო პეროტი . არგენტინელი წარმოშობის გარემარბი , გამოირჩევა საკმაოდ კარგი დრიბლინგით , სისწრაფით და ამასთან ერთად მას იტალიური პასპორტი გააჩნია . რაც შეეხება სევილიას , ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს უარი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე , მაგრამ ” სწორი წინადადების ” შემთხვევაში ისინი დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del Piero 10+
12 years ago

აუ ნანი მინდა თან ახალგაზრდაა.. ბასტოსი და ვარგასი კი 28 წლის არის და მაგიტო არ მინდა

arseni
12 years ago

ნანის არ გაყიდის ფერგი … ვარიანტი არ არის …. ვარგასი ან ბასტოსი გვინდა ერთ-ერთი და კიდევ დამატებით აფელაი რომელიც ორივე ფლანგიდან უტევს და მეორე თავდამსხმელად შეუძლია თამაში და ტან ძაან ძლიერია …

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x