ვუჩინიჩი: ” “იუვეში” ყოფნით ბედნიერი ვარ “
“ბიანკონეროს” სტატუსით მირკო ვუჩინიჩმა პირველი ინტერვიუ მისცა. ფეხბურთელი ჯერ არც საკუთარ თანაგუნდელებს შეხვედრია და არც სავარჯიშო ბაზა უნახავს. მიუხედავად ამისა, ჩერნოგორიელი თავს ისე გძნობს, როგორც საკუთარ სახლში: “ “იუვენტუსში” მოსვლა ძალიან მიხარია. “რომა” ყოველთვის ჩემს გულში იქნება, თუმცა ეს უკვე წარსულია. რა პოზიციაზე ვითამაშებ ეს უმნიშვნელო დეტალია. შემიძლია, როგორც პირველი, ისე მეორე თავდამსხმელის ადგილი დავიკავო, თუ საჭირო გახდა, საერთოდაც არ ვიქნები ფორვარდი. ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე უბრალოდ თამაში მინდა. ” -ვუჩინიჩის ტრანსფერს დეიან სავიჩევიჩი გამოეხმაურა, დასძინა რა, რომ მირკო მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელთა რიცხვშია. ნათქვამს კომენტარი თავად ვუჩინიჩმაც გაუკეთეა: ” დიახ, გავიგე, სავიჩევიჩმა რომ ასე დამახასიათა. ნუ, დეიანი, ცხადია, აჭარბებს, მაგრამ მისნაირი ჩემპიონისგან ასეთი სიტყვების მოსმენა მაინც დიდებული გრძნობაა. ” -შეგახსენებთ, ვუჩინიჩი “იუვენტუსში” “რომადან” 15 მილიონ ევროდ გადმობარგდა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი
მირკო იდეალური შენაზენია უბრალოდ მე ეს ფეხბურთელი ძალიან მიყვარს ყოველთვის მომსწონდა <3
დათკა წავედი მე იტალიაში და მერე შეგეხმიანებით.
სად წახვედი ახალგაზრდავ?
იტალიაში
მეთქი მომესმა, სურათები გადაიღე, ჩანაწეები გააკეთე, საიტი გავამდიდროთ, გეტყოდა დათკა უკვე
magari kacia da magratac daerxat metoqeebs pirvel rigshi ki inters tan inters xshirtad tenis vuchinichi
warmatebebi
მიდი ბიჭო შენ და მატრიმ უნდა ამოტენოთ მეტოქეები