ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა ვინოვოზე დილის სესია გამართეს

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებისთანავე ბიანკონერები დღეში ორმაგ, დილასა და საღამოს ვარჯიშებს შეუდგნენ.დღეს დილით, ანტონიო კონტე ფეხბურთელებთან ერთად შეიკრიბა და დილის სესია გამართა.გუნდს შეუერთდა ალესანდრო დელ პიერო, რომელიც აქამდე სპორტ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.კლაუდიო ფილიპის დავალებებით ირჯებოდნენ მეკარეები, და მათთან ერთად ვინჩენცო იაკინტა, რომელიც ამჟამად ტრავმის მოშუშების პერიოდშია.მსუბუქ მოთელვას გადიოდა ფაბიო კვალიარელაც.სრულ გუნდთან ერთად იყო მირკო ვუჩინიჩი,  დღის მეორე ნახევარში კი ჩერნოგორიელმა მოთამაშემ პირველი ტურინული პრესკონფერენცია გამართა.

წყარო : Juventus.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.