ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დ’ამიკო : “იაკინტა სულ მალე კონტეს განკარგულებაში იქნება”

მირკო ვუჩინიჩის გუნდში მოსვლით ტურინის “იუვენტუსის” წინახაზი მეტად კონკურენტუნარიანი გახდა.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 29 დღით ადრე, ანტონიო კონტეს განკარგულებაში 7 შემტევი მოთამაშე ირიცხება, მათგან ძირითადი შემადგენლობისთვის მხოლოდ სამი იბრძვის.

ბუნებრივია, შვიდივე წინახაზელი ტურინში ვერ დარჩება.გუნდიდან წასვლასთან ყველაზე ახლოს ამ მომენტისთვის 31 წლის ვინჩენცო იაკინტა და კარვალიო ამაური არიან.იტალო-ბრაზილიელ ფორვარდს იტალიურ “ჯენოას” და ფრანგულ “მარსელს” უკავშირებდნენ, ბოლო დღეებში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, იაკინტას მიმართ უდიდეს ინტერესს “ნაპოლი” იჩენს : “იაკინტა ? – იუვენტუსის წინახაზში 7-8 მაღალი კლასის ფორვარდი ირიცხება.მიუხედავათ იმისა, რომ პრობლემები არსებობდა, ამჟამად ვინჩენცო ოპტიმისტურადაა განწყობილი.სულ მალე ჩემი კლიენტი ტრავმას მოიშუშებს და ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.” – ციტირებს Radio Kiss Kiss ფეხბურთელის აგენტის, ანდრეა დ’ამიკოს სიტყვებს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

მიუხედავად დიდი პატივისცემისა იაკინტა, ამაური ცალსახად გუნდიდან უნდა წავიდნენ, კასანოს როცა შევიძენთ აღარს ტონი-ბატონი არ გვჭირდება; სავსებით საკმარისია კვალი, მატრი, დელ პიერო, ვუჩინიჩი და კასანო-დანარჩენები ჰაიდაა…

lasha naxucrishvili
12 years ago

იაკინტამ არა მგონია რამე ქნას.
ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და რავი რა!

irakli kobeshavidze
12 years ago

ჩემი აზრით პირველ წრეში ყველაზე კარგად იაკინტა და კუარიარელა უგებდნენ ეს ხახლს თელავდა და პასს აძლევდა ის ასრულებდა

12 years ago

აბაა რა მაგარი დუეტი იყო.. მერე ტრავმა მიიღო და დელპო დადგა

irakli kobeshavidze
12 years ago

მართალი ხარ გოგუა ძაან მაგარია იაკინტა და მე მაგრა მევასება უდინეზესთან გოლი …. დაგავიწყდა :D ჩეზენასთან ულამაზესი გოლი

12 years ago

ხო ნუ ეგენი აღარ გამახსენდა

12 years ago

ეს რატო არ მოგწონთ მე ვერ ვხვდები რააა…. რა მალე გავიწყდებათ ყველაფერი… რომასთან ულამაზესი გოლი,ასევე მან. სიტისთან, ულამაზესი საგოლე პასი კიევოსთან და 9 გატანილი გოლი ალბათ 9 თამაშში… ტრავმები აწუხებს თორე მაგარია ძაან… გაუშვებენ და მერე იტყვით იუვედან რო მიდიან მერე ათამაშდებიანო…..

7uP
7uP
12 years ago

წავიდეს რა ეს კოჭლი კაცი რა . ტონი , კაპიტანი, ფაბიო, მირკო და მატრი გვეყოფა

flip flap
12 years ago

იცით რა პირადად მე ამაურსა და იაკუნიტას შორის თუ მიდგა მირჩევნია იაკუნიტა დარჩეს ამაური არაფრად ვარგა ამას გოლები მაინც გააქ :blin:

david david
12 years ago
Reply to  flip flap

მეც

dito chanturia
12 years ago

au waiyvanon raa es tore tyuilad vidzlevit xelpass jobia axalgazrdebs miscen shansi da ufro didi satamasho dro

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x