ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი ეტაპი გუნდის და საიტის ცხოვრებაში …

საიტზე ცვლილებების დროა …

დროა რამდენიმე სიახლე შემოვიდეს საიტზე , რომელიც მას უფრო მეტად სერიოზულს და მასშტაბურს გახდის. კერძოდ , სერიოზულობაში იგულისხმება ის მასალები , რომელიც ჩვენთან იდება . ამ ეტაპზე ხომ სტატიებით ხდება კონკრეტული ვებ გვერდის შესახებ აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება . გამომდინარე ბოლო დროინდელი საპნის ოპერებისგან , ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას შეწყვიტოს ყველანაირი ინფორმაციის დადება Goal.Com – იდან , სადაც გამოქვეყნებული მასალის 100 % – იდან , მხოლოდ 10 თუ შეესაბამება სიმართლეს და ალბათ ისიც უბრალოდ გამართლების ხარჯზე . ეს კონკრეტული ვებ გვერდი , რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს , იწვევს უამრავ მომხარებელში დიდ აგრესიას , იმ ინფორმაციების გაჟღერებით , რომლებიც რიგ ეპიზოდებში ნაკლებად შეესაბამება რეალობას . ჩვენ ვზრუნავთ მომხარებელზე , რომელიც ForzaJuve.Ge – ზე შემოდის . გულშემატკივრები არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში , არ უნდა მივაწოდოთ მცდარი სიახლეები , ამით მათ გაწბილებას გამოვიწვევთ , რაც ნამდვილად არ შედის ჩვენს გეგმებში . უმთავრესი მიზანი საიტის გახსნის იყო , ტურინის ” იუვენტუსის ” პოპულარიზაცია საქართველოში და ვფიქრობ მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება , მიუხედავად იმისა , რომ გუნდს არ უდგას კარგი პერიოდი , მაგრამ გულშემატკივრები სწორედ ასეთ პერიოდში ვდგებით ერთად და გუნდისადმი ერთგულება და სიყვარული უფრო მყარდება . ყველაფერთან ერთად საიტის წესებიც უნდა გავიხსენოთ , სადაც ერთ ერთ პუნქტში არის ნათქვამი , რომ მომხარებლებმა კომენტარებში უნდა დაიცვან ობიექტურობა და პლიუს ამასთან არ უნდა გააჟღერონ ცრუ ინფორმაცია , რომელიც მეორე მომხარებელს შეცდომაში შეიყვანდა … ეს წესი კი პირველ რიგში ჩვენ , ადმინისტრატორებმა და ავტორებმა უნდა დავიცვათ !

ერთი სიტყვით , დღეიდან არცერთი ნიუსი Goal.Com – იდან !!! არანაირი შინაარსის და ხარისხის , სრული ბოიკოტი ამ კონკრეტულ ვებ გვერდს ! რიგში კიდევ რამდენიმე ასეთი დგას , მაგალითად : www.footballpress.net , www.sports.ru , www. eurosport.ru .

პრიორიტეტულ წყაროებად იტალიური სხვადასხვა გამომცემლობის ვებ გვერდები რჩება … დღეიდან ჩვენ , ავტორები ძირითადად მეტ ნაკლებად დადასტურებულ სატრანსფერო სიახლეებზე გამოვაქვეყნებთ მასალებს . პლიუს ამას უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა წვრთნებს , გუნდის შიდა სამზარეულოს : პრესკონფერენციებს ,  წინასამატჩო და მატჩის შემდგომ განცხადებებს …

ეს რაც შეეხებოდა ხარისხს , ახლა რაც შეეხება მაშტაბურობას . ახალ სეზონში , ახალი იუვენტუსი წარსდგება ჩვენს წინაშე , ახალი არენით , ახალი ფეხბურთელებით და ახალი მწვრთნელით … კარგი იქნება თუ საიტიც ნიუანსებით განახაალებს მუშაობას , დაემატება რუბრიკები და რაც მთავარია მწერლები , რომლებიც იქნებიან კიდევაც ჩვენი ვებ გვერდის ახალი სახეები .

მოახლოებული სეზონიდან გულშემატკივრები აქტიურად უნდა ჩაერთოთ ახალ პროექტებში , რომლებიც უშუალოდ თქვენთვის იქნება გაკეთებეული … რამდენიმე თქვენგანს , საერთოდ კერძო ბლოგიც კი გამოეყოფა სადაც თქვენი აზრები დაიწერება გუნდის ასპარეზობაზე . ყოველ კვირას , თქვენ შესთავაზებთ გულშემატკივრებს თქვენეულ ხედვას კონკრეტული მატჩის გარშემო და საერთოდ გუნდში მიმდინარე სიტუციაზე , რა უნდა შეიცვალოს , რატომ და რისთვის ? საინტერესო იქნება ნამდვილად გულშემატკივრების აზრების წაკითხვა … ეს საიტი ხომ ყოველი თქვენგანის არის და არა ჩემი , ან დარჯასი ან ნაჩკესი ან სხვისი … ეს ყოველი ჩვენგანის არის და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის კიდევ უფრო დახვეწაში , წინ წამოწევაში , ახალ ეტაპზე აყვანაში ! სწორედ ამიტომ , ახალი სეზონიდან ყველას მოგიწოდებთ ჩაერთოთ საიტის ყოველ დღიურ მუშაობაში , დავდოთ ხარისხიანი , აზრიანი და საინტერესო მასალები ! გუნდის ტაქტიკური მონახაზები , მწვრთნელის შეცდომები , თუ პირიქით სწორად გაკეთებული სვლები , კონკრეტული ფეხბურთელების კრიტიკა თუ პირიქით შექება ! ინფორმაციები მეტოქეებზე … თქვენი ხედვა მომავალ დაპირისპირებებზე , რის ხარჯზე შესძლებს გუნდი წარმატების მიღწევას , რატომ და როგორ ?

ახალი სეზონი იწყება , ახალი ენერგიით , დიდი ენთუზიაზმით და რაც მთავარია წარმატების იმედით ! ეს ForzaJuve.Ge – ა , თქვენ კი იტალიის 29 გზის და მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივრები ხართ !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

სად წავიდა ნანი :loool:

giigga
12 years ago

ეს ჯერ მარტო რეჩია) ველოდები სეზონის დასაწყისს ვნახოთ აბა როგორ შესრულდება დაპირებები) თქვენი იმედი მაქვს!

Gio Darja
12 years ago

juve-dato-juve

გაიხარე ძმა, კარგი კაცი ხარ : )

PINTURICHIO10
12 years ago

ახალ სეზონში და ახალი პროექტებით სკუდეტოც დაიდება.

Nachke
12 years ago

ჩვენი ბაზა ადრე რო წაიშალა იქ არსებული დიდი სტატიები შენახული მაქვს მე თავისი მულტიმედიური გამფორმებებით და სახლში მისვლისთანავე ახალი სეზონისთვის ბიბლიოთეკა გამდირდება. მარტო ლეგენდების განყოფილებაში 11 ბიოგრაფიული სტატია მაქ სხვადასხვა ავტორისგან. კიდე ლიპის ეპოქა, საინტერესო ფაქტები, ეიზელი, ულტრასები და ა.შ და ა.შ. მოკლედ გვერდითა პანელი მოსაწესრიგებელი იქნება რა :roll:

Nachke
12 years ago
Reply to  Dutch

:kenwvla:

Nachke
12 years ago

სალამი დედაქალაქს 380 ილომეტრის სიშორიდან, ახლა ვზივარ 18-ე საუკუნის სოფელში ნოუთბუქით და ბედკრული მობილურით, კილობაიტებს ვითვლი :lool: იმედია ენთუზიაზმი იქნება მწერლობასთან დაკავშირებით. და კიდე, რაიმე ლიმიტი უნდა დაწესდეს ბლოგებზე, ეს უნდა იყოს ალუბლის მარცვალი ტორტზე და არა მთავარი კერძი. ასევე უნდა გადაიხედოს ყოველი მათგანი და ჩარედაქტირდეს რიგიანად ადმინების მხრიდან, აზრი რომ გერიელად იკითხებოდეს. სულ რომ მხოლოდ აზრი დავტოვოთ და დანარჩენი შეიცვალოს ეგეც არ იქნება ურიგო (ნუ თუ საჭირო გახდა). და თვითნებურად არ უნდა დებდეს ნებისმიერი მწერალი. გამზადდეს ესკიზი და გადაიხედება ადმინისტრაციის მხრიდან თორე ბალაგანი აბდაუბდა გამოვა აზრების ნაჩმახის.

ახალი სეზონი იწყება და ახალი ძალებით შეივსება საიტიც, იუვე ხო ჩვენ ვართ :yeah:

d a v i d
12 years ago

დავით შენ გაიხარე ჯიგაროოო :up: დარჯა ნაჩკე გენაცვალეეთ :juvee: :juvee: :juvee:

PINTURICHIO10
12 years ago

ბრავო დავით. იმ დღეს ვეღარ მოგწერე და იქნებ სკაიპი მომცე შენი ან ფეისბუქი საიტისთვის კაი რამის გაკეთება შემიძლია, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩემი შესაძლებლობა საიტისთვის.

მინდა ჩემი წვლილი მეც შევიტანო იუვეს ფანების გაერთიანებაში.

PINTURICHIO10
12 years ago
Reply to  Dutch

კაი ჩემო ძმაო.

jjj jjj
12 years ago

კაია:)

gioiuve
12 years ago

საღოლ ბრატცი :juvee:

Z u R a noniashvili
12 years ago

კარგი აზრია +თემას

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x