ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში

მიუხედავად იმისა , რომ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელებს საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი და კალენდარი აქვთ , რამდენიმე იუვენტინო მაინც მიიღებს მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებში მოახლოებულ ოთხშაბათს . საერთო ჯამში, ვინოვოზე ამ ეტაპზე არ იმყოფება 12 მოთამაშე და ესენი არიან : ჯანლუიჯი ბუფონი , ლეონარდო ბონუჩი , ჯორჯო კიელინი , რეტო ციგლერი , ანდრეა პირლო , კლაუდიო მარკიზიო , ალბინ ეკდალი , ლუკა მარონე , მილოშ კრასიჩი , სტეფან ლიხტშტაინერი , რეტო ციგლერი და ფრედრიკ სორენსენი . აქვე , ერთი სასიამოვნო ინფორმაცია , არტურო ვიდალი თავის ახალ თანაკლუბელებს ოთხშაბათს შეუერთდება …

იუვენტუსის ფეხბურთელები შემდეგ დაპირისპირებებში მიღეებენ მონაწილეობას:

იტალიის ეროვნული ნაკრები : ჯანლუიჯი ბუფონი , ლეონარდო ბონუჩი , ჯორჯო კიელინი , კლაუდიო მარკიზიო , ანდრეა პირლო – მატჩი ესპანეთის ნაკრებთან ,რომელიც ბარიში გაიმართება

იტალიის 21 წლამდელთა ნაკრები – ლუკა მარონე – მატჩი შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან , რომელიც ვარეზეში გაიმართება

შვეიცარიის ეროვნული ნაკრები – ლიხშატინერი და ციგლერი – მატჩი ლიხტენშტეინის ნაკრებთან

ჩილე –  ვიდალი – ამხანაგური დაპირისპირება საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან

შვედეთის ნაკრები – ალბინ ეკდალი – მატჩი უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან

დანიის ახალგაზრდული  ნაკრები  – ფრედრიკ სორენსენი – მატჩი პოლონეთის ეროვნულ გუნდთთან .

წყარო : იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

6 thoughts on “იუვენტუსის ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში

  1. იტალია : ესპანეთი – მაგარი ჯახი იქნება!!! ბოლო პერიოდში იტალია არანაკლებ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.