ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2-0 პრიმავერა

მიუხედავად წვიმისა, ანტონიო კონტესა და მარკო ბარონის შეგირდების დაპირისპირება საინტერესო და დაძაბული გამოდგა.მატჩის მეორე ნახევარში, პირველმა გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა ამავე ანგარიშით დაასრულა, 2-0.მირკო ვუჩინიჩის გამომუშავებული პენალტი გოლად ალესანდრო დელ პიერომ აქცია, შემდეგ კი თავად კაპიტნის პასით ჩერნოგორიელმა იხეირა და ანგარიში გააორმაგა.მატჩის დასაწყისამდე კონტემ და ბარონიმ ძირითადი შემადგენლოსის ფეხბურთელები და ტაქტიკები შეარჩიეს.”სიენას” ექს-მენეჯერმა შეგირდები 4-3-3 ტაქტიკით ათამაშა.ბუფონის არ ყოფნაში კარს სტორარი იცავდა, დაცვაში: მოტა, გრიგერა, ბარძალი დე ჩელიე, შუახაზში: რუჯიერო, ჯანდონატო და პასკუატო, წინახაზში კი – ვუჩინიჩი, მატრი და დელ პიერო.

პრიმავერას მთავარმა მწვრთნელმა 4-1-4-1 ტაქტიკა აირჩია და მოედანზე შემდეგი 11 ფეხბურთელი გამოუშვა : კარს კირევი იცავდა, დაცვაში კარფორა, დი დიო, პოლ გარსია და ლივეირო, ნახევარდაცვაში ბრაზილიელი ახალწვეული გაბრიელ აპელტი, ნახევარდაცვაში მაჯიოტა, ეკდალი, კასტალია და ესაბრი, ფორვარდის როლი კი ლიბერტაციმ მოირგო.

პრიმავერას ერთთვიანმა მუშაობამ როგორც სჩანს შედეგი გამოიღო.მატჩის პირველ ნახევარში მარკო სტორარი უსაქმოდ ნამდვილად არ ყოფილა.სახიფათო მომენტები პირველი გუნდი კართან ჯერ კარფორამ და მაჯიოტამ შექმნეს, შემდეგ კი რეალური შანსი ლიბერტაცის გაუჩნდა, მაგრამ იტალიელმა მარკოს კარის ბადე სამწუხაროდ, ვერ შეარხია.სტორარის მსგავსად რამოდენიმე გამოცდის ჩაბარება მოუხდა მარიო კირევსაც.მისი კარის მიმართულებით რუჯიერომ, მატრიმ და ვუჩინიჩმა გაისროლეს, მაგრამ შედეგიანი არცერთი დარტყმა არ გამოდგა.

ყველაფერი მაინც მატჩის მეორე ნახევარში მოხდა.სტორარი კარში მანინგერმა ჩაანაცვლა, ბარონიმ კი თავისმხრივ რამოდენიმე ცვლილება შემოგვთავაზა.ბრანესკუ მეკარის პოზიციაზე, ნაპოლი და რუბინი ცენტრალურ მცველებად, კარფორა მარჯვნივ და გარსია მარცხნივ.ნახევარდაცვაში გილერმა გაბრიელ აპელტმა ჩაანაცვლა, ლანინი კი მარჯიოტას ნაცვლად.ესაბრი, კასტილია და ლიბერტაცი მოედანზე დარჩნენ.

წვიმის დაწყებასთან ერთად ანგარიშის გახსნამაც არ დააყოვნა.ვუჩინიჩი საჯარიმოში შეიჭრა, ახალგაზრდებმა მისი შეჩერება კი თამაშის წესის დარღვევით გადაწყვიტეს.თერთმეტმეტრიანი გოლად ალესანდრო დელ პიერომ აქცია.

ბარონიმ ანგარიშის გახნის შემდეგ მოედანზე კორტიჩია შემოუშვა კასტილიას ნაცვლად, ბელტრამე – ახალწვეული ნოვარადან, ესაბრის ნაცვლად.რამოდენიმე წუთის შემდეგ მწვანე მინდორზე გამოჩნდა სიმუნაჩი ლიბერტაცის და სკიავონე ეკდალის ნაცვლად.

ალესანდრო დელ პიერომ და მირკო ვუჩინიჩმა მოედანზე ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზეს.ჩერნოგორიელი და იტალიელი მოთამაშეები საუცხოოდ ათამაშებდნენ ბურთს, რასაც საბოლოოდ ახალწვეულის გოლი მოჰყვა ბრანესკუს კარში.საბოლოო ანგარიში, 2-0 სწორედ მირკოს დარტყმამ დააფიქსირა.

წყარო : Juventus.com

10 thoughts on ““იუვენტუსი” 2-0 პრიმავერა

  1. კაია რაც მეტ ტესტ მატჩს ჩაატარებენ მით უკეთესი.. და რაც მალე შეუერთდება ვიდალი გუნდს უფრო კარგი იქნება. ერთი სული მაქვს სრულად როდის დაკომპლეკტდება ახალი იუვენტუსი!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.