ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანფერო ციებ ცხელება

ელჯერო ელიას და მიშელ ბასტოსის შემდეგ , კიდევ ერთი მარცხენა ნახევარმცველის , დიეგო პეროტის კანდიდატურა გამოირიცხა . სევილიას წარმომადეგენლების განცხადებით , ტურინულ კლუბს არ მიუმართავს მათთვის ოფიციალური წინადადებით არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი არ აპირებდნენ დიეგოსთან გამომშვიდობებას , რადგან საკუთარი კლუბის წამყვან ფიგურად მიიჩნევდნენ . გამომდინარე აქედან , ჯუზეპე მაროტა ყველა ღონეს იხმარს ხუან მანუელ ვარგასის ხელში ჩასაგდებად . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , მხარეებმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა : 10 მილიონი ევრო და პლიუს კარვალო ამაური , რომელიც 7 მილიონად არის შეფასებული . მაგრამ ეხლა თავად ბრაზილო/იტალიელ ფორვარდზეა ყველაფერი დამოკიდებული , რადგან იმ ხელფასს რასაც ბიანკონერიში ამ ეტაპზე იღებს , ვერსად ვერ გადაუხდიან . ამაურის ფიორენტინას გარდა , პარმა , ჯენოა და პალერმო აკვირდება , მაგრამ ზუსტად მაღალი ანაზღაურების გამო იკავებენ ოფიციალური წინადადებისგან თავს . მარცხენა ნახევარმცველთან ერთად კი , როგორც იცით გუნდი ცენტრალურ მცველსაც ეძებს და სრულიადში გთავაზობთ ამასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას …

არავისთვის არის ახალი , რომ პარატიჩი / მაროტას დუდეტი , დიეგო ლუგანოს გაფორმებას ცდილობს , პრობლემა არც სატრანსფერო ღირებულებაშია , მაგრამ ბოლო ინფორმაციით , ურუგვაელმა ფეხბურთელმა , წლიური ანაზღაურების სახით 4 მილიონი ევრო მოითხოვა , რაც ფაქტიურად შლის მოლაპარაკებებს . ამასთან ერთად , მისით ბოლო პერიოდში აქტიურად დაინტერესდა რომის ” ლაციო ” . ტურინელები კი ალტერნატიულ ვარიანტად ბრაზილიელ ალექს განიხილავენ , რომელსაც სავარაუდოდ არენდის წესით აიყვანენ .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
12 years ago

იყიდონ და დაამთავრონ რა
რაც უფრო მალე იყიდიან ფეხბურთელებს ვინებიც ჭირდებათ მით უკეთეს ახალი სეზონი ახლოვდება და ფეხბურთელებს შეთამაშება ჭირდებათ რავი მე ასე ვფიქრობ.

Giorgi kasrashvili
12 years ago

ალექსი არენდით და ვარგასი…
რაც შეეხება ცენტრ.ნახევარმცველას მოვითმინოთ იანვრამდე, საკმარისია მარკიზიო-პირლო-ვიდალი-პაციენცა-ჯიანდონატო
და პოლი მიხვდება სერია ბეში თამაშით რომ ვერ გაიზრდება და იანვარში დავიმატებთ…
მთავარი ეხლა ცენტ.მცველი და განაპირაა…
მაგრამ ყველაზე მეტად 4-3-3 მინდა
ბუფონი
ლიხშტი-ბონუჩი-კიელინი-ციგლერი
კრასიჩი-პირლო-ვიდალი
მატრი-კვალიარელა-ვუჩინიჩი
პრინციპში 4-4-2ზეც ასე იქნება, ოღონდ ვუჩინიჩი დაიწევს ფლანგზე, კვალი უკან და მატრი ცენტრში ავა… მოკლედ სკუდეტო ჩვენია რა. ძაან მაგად გადალაგდება ბიჭები რადგან უნივერსალი გვყავს ბევრი…
წლევანდელი სეზონი ჩვენია

Giorgi kasrashvili
12 years ago

მოკლედ აქ მაგარ კომენტარებს ნახავს რა კაცი… დათკა, მე შენ და გიომ კავეენის გუნდი გავაკეთოთ და აქ დადებულ კომენტარებზე იმდენ პრიკოლებს ვნახავთ რო ნუ გეწყინებათ, ვხუმრობ და იუვეს პონტში ძმე ბი ვართ და ვგადაობთ ხოლმე… მოკლედ კარგი ვარიანტია ალექსის არენდით აყვანა. ლუგანო მართლა დიდ ხელფასს იხდის. და ყველაზე მეტად ამაურის გამკვირვებია, ეგეთი ს.რი როგორ უნდა იყო, ომ ამხელა ფულს ითხოვდე და როგორც ფეხბურთელი თავს იბანძებდე სკამზე ჯდომით. ან ეს იაკინტა ხომ ვერ მოვიშორეთ რა ბლინ! გრიგერა, მარტინესი მოტაც გასაშვებია დროზე. ვარგასმა კიდევ გაუტრაკოს ფიორეს გაშვებაზე, რა უნდა იქ, მონტოლივოც თუ წავიდა. ეხლა კი ცენტრალუი ნახევარმცველებზე რა ხდება??? პირლო-ვიდალი-მარკიზიო-პაციენცა მგონი კმარა… Read more »

levan beglarishvili
12 years ago

იყიდო პირლოს შემცვლელი. დაჟინებით მოვითხოვ.თორემ შეგვრჩება პაციენცა!

falconGE
12 years ago

იყიდონ ლუგანო და გადაუხადონ რასაც ითხოვს. ეგ 2 წელი დაგჭირდება, მერე ბონუჩის ტვინი მოემატება და ლუგანო თვითონ მოითხოვს ხელფასის დაწევას ოგონდ დამტოვეთ გუნდშიო ;) ალექსი ძალიან არასტაბილურია. ხან კედელივით დგას, ხან დირკაა. ლუსიო2 არის რა..) თან ცოტა ნაკლები დაჟე.

Pinturicch10.
12 years ago

რა უნდათ რა გაუტრაკეს ამ ბალოტელის საქმე მშვენივრად ითამაშა :italy: :italy: :italy:

falconGE
12 years ago
Reply to  Pinturicch10.

ჰო, დაბრდღვნა მოედანი :D

falconGE
12 years ago
Reply to  falconGE

ეგ და სება ერთნაირად ზდმეტად თავშიავარდნილები და გაპიარებულები არიან. ცოტა თავმდაბლები და შრომისმოყვარეები რომ ყოფილიყვნენ უკვე ნორმალური მოთამაშეები იქნებოდნენ.

bero.....
12 years ago

დასაჭკვიანებელია რა მარიოოო

bero.....
12 years ago

ბრაცი ესპანმეთთან თმაშში რ აქნა ბალოტელიმ ასეტი ყველა საიტზე რო ლანძღავენნ :D:D

12 years ago
Reply to  bero.....

იჟმოტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა პასის სანაცვლოდ, რო მიეცა 100% გოლი იყო!

12 years ago

ინტერი წელიწადში 38 გოლის გამტანს და 14 საგოლე გადაცემის ავტორს ანჟიში უშვებს,14 გოლის და 10 საგოლე პასის ავტორს მანჩესტერში. მორატის ძველი სიბძნე დაუბრუნდა :modee:

giorgi tsotsoria
12 years ago

ეს ტრანსფერი იმ ძალით ბრაზილიელი და არ შემდგარი იტალიელის გამო რო ჩაიშალოს ეგ იქნება ყველაზე ღადავი

ეს ვინ ავიკიდეთ ამის

12 years ago

ამაური საერთოდ მაგიჯებს, ვარსკვლავი მაგი არაა და 4 მილიონი რატო უნდა ქონდეს ხელფასი????? კაროჩე მოტვალეთ რა დაუჯდა იუვეს მისი ერთი გოლი:სამი სეზონი 24 გოლი სატრანსფერო პასი 22 მილიონი+2.5*4მილიონი= , კაროჩე ერთი გოლი 1 მილიონზე მეტი დაუჯდა იუვეს.სინდისიც კარგი საქონელია!

12 years ago

ვარგასი და ალექსი გვინდა და მორჩა!!! თან ორივე რეალური ჩანს :davliot:

BESO BARAMIA
12 years ago

ესეც ლუგანოოო-სულ თავი აიგდო-რა ამბავის 4 ლიმონი??????
ელიამ კი თქვა-ეს იუვე რად მინდოდა, წინგადადგმული ნაბიჯი არ იქნებოდაო, იუვეს დონის ჰამბურგში ხომ ისედაც ვთამაშობო…..
აი, ასეთ გლეხპიჟონას რა უნდა გაეკეთებინა ბიანკონერიში… მე ამის…… :blin: :blin:

Del Piero 10+
12 years ago

ვარგასის ალტერნატივა ალეხსი როგორაა ეგ მიკვირს :D

12 years ago
Reply to  Del Piero 10+

სტატიის წაკითხვა გეზარებაა :no

12 years ago

ლუგანო კაი კაცი მეგონა მე, რა 4 მილიონი მოუნდა ხო არ ახიხინებს მაგას :lool: და ლაციო 4-ის გადამხდელია?

Del Piero 10+
12 years ago

4 მილიონს ითხოვს რა ამბავის მასი საქმეს თუ აკეთებს 2.5 რ ო მისცენ მადლობა უნდა თქვას .. და 10 მილონი და ამაური ძაან ძვირია ამ ბებერში

mishka berianidze
12 years ago

ვარგასის აყვანა აუცილებელია რადგან ნედვედის წასვლის შემდეგ ამ პოზიციას არა და არ ეშველა ხან ვის ფიქრობენ მის სემცვლელად და ხან ვის მაგრამ ერთი რამ ნათელია რომ ეს პოზიცია უნდა გაძლიერდეს ასევე საჭიროა ერთი ცენტრალური ნახევარ მცველი და ერთიც მცველი ამის მერე გამშვებებზეც იფიქრებენ და გუნდიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

Gio Darja
12 years ago

მეოთხე მცველის არენდით აყვანა ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია, იმ შემთხვევაში თუ ფულის გადახდა არ სურს მაროტას..

რაც შეეხება ვარგასს, უნდა ვიყიდოთ გვჭირდება აუცილებლად..ამაურის კიდევ 4 მილიონს არცერთი გუნდი არ გადაუხდის, იუვეში სკამზე ჯდომა ურჩევნია თუ სხვაგან 2 მილიონზე მუდმივად თამაში, დაუნია ეგ რა :lool:

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x