ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ტურინის ” იუვენტუსი ” ემზადება დღევანდელი მატჩისთვის ესპანურ ბეტისთან . ყველა ის დაპირისპირება , რომელიც ბიანკონერიმ ამერიკულ ტურნეტში გამართა , იყო ძლიერ გუნდებთან , მაგრამ ეხლა , ფეხბურთელებმა უნდა იპოვონ საკუთარი თავი , მას შემდეგ რაც კონტემ საკმაოდ დატვირთვა წინასასეზონო მზადების დროს სხვადასხვა ტაქტიკური ჩანაფიქრებით . სხვათაშორის ტაქტიკასთან დაკავშირებით , პროგრესი აუცილებლად არის გამოსაყოფი , განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვის ხაზზე ითქმის : ” ამაში გასაკვირი არაფერი არ არის , თუ არ ჩავთვლით ვიდალს , ჩემი შეგირდები უკლებლივ ყველა ვარჯიშში და თამაშში იღებდნენ მონაწილეობას , რაც დრო გავა ისინი კიდევ უფრო მეტად შეთამაშდებიან … “

არტურო ვიდალიმ , საკუთარი პირველი ვარჯიში ახალი კლუბის მაისურით , მხოლოდ გუშინ დილას ჩაატარა და ამიტომ მისი ასპარეზობა ბეტისთან ამ ეტაპზე გამოირიცხა : ” ვიდალის გამოძახებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავე , იგი ჯერ საქმის კურსში უნდა შევიდეს და ამასთან ერთად ფიზიკური კონდიციებიც გაიუმჯობესოს . ჩილელმა კარგად უნდა გაითავისოს ჩვენი სათამაშო სქემა . მისი პოზიცია მოედანზე ? ნაკრებში აბსოლიტურად ყველგან ათამაშეს , ალბათ მეკარის პოზიციის გამოკლებით , მაგრამ იუვენტუსმა ის როგორც ცენტრალური ნახევარმცველი ისე შეიძინა . თუმცა , საჭიროების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ მის დაყენებას სხვა პოზიციაზე ” .

ვიდალის გარდა, ტურინში სხვა ფეხბურთელებიც რჩებიან : ” პეპე , ტონი და კუალიარელა ტურინში დარჩებიან და ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ ვარჯიშს , რადგან ჯერ ბოლომდე მზად არ არიან . უფრო მეტიც , კუალიარელას საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ეხლა სპეციალური პროგრამით მუშაობს . მცირე დრო გვჭირდება , რომ ისევ ის კუალიარელა ვიხილოთ “ .

ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ , კონტე კმაყოფილია საკუთარი შეგირდების მუშაობით …

” ფეხბურთელები მიხვდნენ განვითარების გეგმას , მაგრამ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება , რომ ბოლომდე გაითავისონ ჩანაფიქრი . ვუჩინიჩი ცოტახნის წინ შემოგვიერთდა , ვიდალი საერთოდ ორი დღის წინ , ხოლო ისინი ვინც შემდგომ მოვლენ , თავიდანვე უნდა ჩაერთონ საქმეში და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი  გვანახონ . ყოველი ახალი დღე , არის გამოცდა ჩვენთვის , რადგან პროგრესი დღითი დღე უნდა ხორციელდებოდეს . უფრო მეტიც , მუშაობა ჯერ ჯერობით გრძელდება , რადგან დრო საკმაოდ ცოტა გვქონდა მოსამზადებლად და ამასთან ერთად გუნდი მთლიანი შემადგენლობით არ ვარჯიშობდა . ჩემს განკარგულებაში პრიმავერას ორი ფეხბურთელი და პასკუატო ირიცხებოდნენ ” .

ასეთ შემთხვევაში , ამ ეტაპზე ძნელია მომავალ სეზონზე საუბარი …

” კარგად გვესმის , რომ მილანი , ინტერი და ნაპოლი ძლიერნი არიან , რადგან ჩვენ ყველაფერი 0-იდან დავიწყეთ . ამბიციურ და გრანდიოზულ პროექტს ვაშვენებთ , მაგრამ არ მსურს წინასწარ ხმაურიანი განცხადებების გაკეთება და მკითხაობა . ზედმეტი სიტყვების გარეშეა მუშაობის გაგრძელება აუცილებელი , რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ კონკურენტუნარიანობა ” .

პრეს კონფერენციის ბოლოს , კონტემ სასტარტო შემადგენლობაში ისაუბრა …

” მატჩს ამ შემადგენლობით დავიწყებთ : ბუფონი , ლიხშტაინერი , ბონუჩი , ბარძალი – თუ კიელინიმ ვერ მოასწრო ტრავმის მოშუშება , რომელიც იტალიის ნაკრების რიგებში მიიღო , დე ჩელი , კრასიჩი , მარკიზიო , პირლო , პასკუატო , მატრი და მის მეწყვილეს წინა ხაზში , შემდგომ გადავწყვიტავ ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nachke
12 years ago

დათკა ჩუვაკ პრესკონფერენცია ერთად იწერება თუ ჩემ 96 ქულას ენდობი ქართულში :lool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ხახააა. ეს სტატია ეხლა ვნახე და ზუსტად ის შემადგენლობა ყავს როგორიც მე დავაყენე :lool: უბრალოდ ციგლერს ატომ არ სვამს სასტარშო ნერვები მეშლება

zura
12 years ago

საღოლ ჩუვაკ მაგარი სტატიაა :kiss:

12 years ago

პასკუატო მართლადღეს კიდევ გაიბრწყინებს და კონტეს დაარწმუნებს საბოლოოდ რომ მარტო სუპერ ზამენა კი არა ძირითადის კაცი შეუძლია გახდეს ამ სეზონში… მაგის მაგრად მეიმედება ძაან მაგარია კრისტიანი ეგ იუვეს და იტალიის გმირი გახდება უეჭველი ძაან მალე პროსტა შანსი ჭირდება რომელსაც ვიცი 100%ით გამოიყენებს…

12 years ago
Reply to 

ასიანი ხარ.. ვერ გავიგე დორტმუნდმა თუ მისცა შანსი თავის ახაკგაზრდებს ჩვენ რატო არ უნდა მივცეთ?! ერთი წლის წინ ვინ იცოდა გიოტცე და გროსკროიცი.. არავინ, კლოპმა დაინახამ მაგ ბიჭებში რაღაც და მისცა შანსი

12 years ago

პს – პასკუატოს დააკვირდიიით!!! :kenwvla: დღეს ჩუვაკი მორიგ ბრწყინვალე მატჩს შემოგვთავაზებს!!! :vashaa:

12 years ago

დღეს სწორედ ის დროა როცა გუნდმა საკუთარი სახე უნდა აჩვენოს!!! ორიოდ კვირა დარჩა სერია A-მდე და ნელ ნელა უნდა ჩამოყალიბდეს გუნდის სტილი!!! ფორცა იუვეეეეეეეეე

Gurami Tkebuchava
12 years ago

იმედია კვალიარელა ფორმაში შევა!… მატრი და კვალიარელა კაი წყვილი გამოვა! :juventus:

12 years ago

მატრის მეწყვილედ დელპი ინდა მაგრად ეგ ორი რეალ ბეტისს გახევს შუაზე….

Gio Darja
12 years ago

მარცხენა ფლანგზე უფრო ციგლერს ვისურვებდი, მატრის მეწყვილედ ვუჩინიჩი..

ლაშა ცხვარაძე

უნდა მოვიგოთ უეჭველი :juvee: :juvee: :juvee:

12 years ago
Reply to  Dutch

ოკ.სპს. გაიხარე. იმედია კაი საყურებელი ლინკებიც გაიჩIთება .. :forza:

12 years ago

იმის მეწყვილე მირკო იქნება

12 years ago

რომელ საათზე არის თამაში ? :forza:

12 years ago

საღოლ დათკა მაგრად გიმუშავია… :juventus:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x