ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” ალექსის იჯარით აყვანა სურს

დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ალექსის გაფორმებისათვის “ჩელსის” მისამართით 7.5 მილიონიან წინადადებას ამზადებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტურინულ გრანდს ბრაზილიელი მცველის მხოლოდ იჯარით აყვანა აქვს გეგმაში. ბრიტანული მედიაწყაროების მტკიცებით, ბეპე მაროტა უახლოეს დღეებში გაფრინდება ლონდონში, რათა 29 წლის ალექსის საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს. Gazzetta dello Sport – ის მტკიცებით, ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ალექსში 7.5 მილიონ ევროს იხდის, სიმართლეს არ შეესაბამება. ტურინული მხარე იმედოვნებს, რომ “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე შეთანხმებას მიაღწევს. მაგრამ აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ “იუვენტუსი” 20 წლის ურუგვაელი მცველის, სებასტიან კოატესის კანდიდატურასაც სერიოზულ ალტერნატივად განიხილავს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

ჩელსის ძირითადშია ალექსი სტოკთან, რა ტანზეა ტო :chuvak:

12 years ago

ალექსი აგერ ჩელსის ძირითადში თამაშობს.. არამგონია ჩელსიმ გამოუშვას, თან არენდით

Giorgi kasrashvili
12 years ago

იუვე ალექსის შეძენას გეგმავს
იუვეს ალექსის იჯარით აყვანა სურს

ვარგასი იუვეს მიუახლოვდა
ვარგასი იუვეს შორდება
და ბოლოს: ვარგასმა თქვა: იუვესგან არანაიი კონტაქტი არ ყოფილაო :lool:

აუუუუუუუუუუ დავიღალე ამდენი ჭორით…

falconGE
12 years ago

გაიხარე რა)))) 100%იანი ხარ)))

falconGE
12 years ago

-ალექსი იუვეს შორდება.
ა-ლესი: იუვესთან არანაირი კონტაქქტი არ გვქონია.
-იუვე ჩეზენას მცველით ინტერესდება
– ჩეზენას მცველი იუვეს უახლოვდება
– მაროტა: კვატიანო – ეს ისაა ვინც იუვეს ჭირდებოდა.

12 years ago

ალექსი და ვარგასი გვინდააა!!!! მეტი არავინ.

12 years ago

ახალგაზრდები ჯობია რათქმაუნდა მაგრამ სორენსენს რას უშვრებიან? მოტას იმედზე უნდა ვიყოთ ლიხთის დამტვრევის შემთხვევაში?

khurtso
12 years ago

ეტოო კი მიგუდა სორენსენმა

gioiuve
12 years ago

რათქმაუნდა ცენტრალურია აბა სად გინახიათ 194სმ კრაის მცველი??? :lool:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x