“იუვენტუსს” ალექსის იჯარით აყვანა სურს
დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ალექსის გაფორმებისათვის “ჩელსის” მისამართით 7.5 მილიონიან წინადადებას ამზადებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტურინულ გრანდს ბრაზილიელი მცველის მხოლოდ იჯარით აყვანა აქვს გეგმაში. ბრიტანული მედიაწყაროების მტკიცებით, ბეპე მაროტა უახლოეს დღეებში გაფრინდება ლონდონში, რათა 29 წლის ალექსის საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს. Gazzetta dello Sport – ის მტკიცებით, ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ალექსში 7.5 მილიონ ევროს იხდის, სიმართლეს არ შეესაბამება. ტურინული მხარე იმედოვნებს, რომ “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე შეთანხმებას მიაღწევს. მაგრამ აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ “იუვენტუსი” 20 წლის ურუგვაელი მცველის, სებასტიან კოატესის კანდიდატურასაც სერიოზულ ალტერნატივად განიხილავს.
ჩელსის ძირითადშია ალექსი სტოკთან, რა ტანზეა ტო
ალექსი აგერ ჩელსის ძირითადში თამაშობს.. არამგონია ჩელსიმ გამოუშვას, თან არენდით
იუვე ალექსის შეძენას გეგმავს
იუვეს ალექსის იჯარით აყვანა სურს
ვარგასი იუვეს მიუახლოვდა
ვარგასი იუვეს შორდება
და ბოლოს: ვარგასმა თქვა: იუვესგან არანაიი კონტაქტი არ ყოფილაო
აუუუუუუუუუუ დავიღალე ამდენი ჭორით…
გაიხარე რა)))) 100%იანი ხარ)))
-ალექსი იუვეს შორდება.
ა-ლესი: იუვესთან არანაირი კონტაქქტი არ გვქონია.
-იუვე ჩეზენას მცველით ინტერესდება
– ჩეზენას მცველი იუვეს უახლოვდება
– მაროტა: კვატიანო – ეს ისაა ვინც იუვეს ჭირდებოდა.
ალექსი და ვარგასი გვინდააა!!!! მეტი არავინ.
ახალგაზრდები ჯობია რათქმაუნდა მაგრამ სორენსენს რას უშვრებიან? მოტას იმედზე უნდა ვიყოთ ლიხთის დამტვრევის შემთხვევაში?
სორენსენი ცენტრალური მცველია და არა მარჯვენა მცველი
შარშან დელ ნერი რომ მარჯვნივ ათამაშებდა, მაგას თავისი მიზეზები ჰქონდა:
1. მარკო მოტა იყო სრული კატასტროფა და არც შემცველელი ჰყავდა სათადარიგოზე
2. გამოცდილების მისაღებად კარგი შანსი იყო მოტას საშინელი თამაშის ფონზე და გარკვეული პერიოდით მარჯვნივ გადაწია
ეტოო კი მიგუდა სორენსენმა
კი, მაგრამ სუფთა ცენტრალური მცველია აღნაგობითააც და მონაცემებითაც
თუ აკვირდებოდით, მარჯვნიდან როცა ერთვებოდა ხოლმე შეტევაში, თითქოს სულ შეშინებული გარბოდა, ერთი-ორჯერ მაგრად გაამწვავა, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორჯერ მდენ მატჩში
სორენსენი სადებიუტო შეხვედრაში სწორედ ცენტრში იდგა და ძალიან ნაყოფიერადაც, იქ შეამჩნიეს პირველად და იმ თამაშის ხარჯზე შეჰყავდაც მინიმუმ ზამენაზე მაინც
დელ ნერის მაგრად მოეწონა მაგისი თამაში და გამოცდილების დაგროვებისთვის მარჯვნივ უშვებდა ხოლმე
რათქმაუნდა ცენტრალურია აბა სად გინახიათ 194სმ კრაის მცველი???