ვუჩინიჩი:””იუვენტუსში” გადასვლა სავიჩევიჩმა მირჩია”
მირკო ვუჩინიჩმა Tuttosport – თან ინტერვიუში საკმაოდ ბევრ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას “იუვენტუსში” ტრანსფერი ლეგენდარულმა მონტენეგროელმა, დეიან სავიჩევიჩმა ურჩია, რომელიც თავის დროზე “მილანის” რიგებში ასპარეზობდა. მოგეხსენებათ, რომ ტურინულმა გრანდმა ვუჩინიჩის ტრანსფერში 15 მილიონი ევრო გადაიხადა და დღეს მირკო უკვე შავ-თეთრ ფორმაში გვევლინება. გაგრძელება სრულიადში…“”ჩემს “იუვენტუსში” ტრანსფერზე პირველი ჭორები მაშინ გავრცელდა, როცა დეიან სავიჩევიჩმა დამირეკა. მან მითხრა, რომ თუ იქნებოდა შანსი “ბიანკონერიში” ასპარეზობისა, მე უსიტყვოდ უნდა დავთანხმებულიყავი, რადგან დეიანის თქმით, აქ საფიქრალი არაფერი იყო იმიტომ, რომ “იუვე” “იუვეა”.”
მიუხედავად ვუჩინიჩის მონაცემებისა, მონტენეგროელ თავდამსხმელს “რომაში” ჩატარებული 200 შეხვედრიდან, 63 გოლი აქვს გატანილი, რაზეც ფეხბურთელი შემდეგ კომენტარს აკეთებს:“მნიშვნელოვანი არაა ვინ გაიტანს. მნიშვნელოვანია ის, რომ გოლები გუნდს გამარჯვებაში ეხმარება. “რომაში” ხშირად ვთამაშობდი ფლანგზე და ალბათ დამეთანხმებით, ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს ცენტრ-ფორვარდთან შედარებით გოლის გატანის გაცილებით ნაკლები შანსები აქვს. გასულ სეზონში კალჩოში 10 ბურთი გავიტანე, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. მოდით, გოლების თემაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა კიდევ მომიწევს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობა.”
ვუჩინიჩი “რომაში” 2006 წელს გადავიდა და დღემდე, მას გუნდში საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა. ფეხბურთელის თქმით, განსხვავებული სიტუაციაა “იუვენტუსში”:“აქ სიმშვიდე სუფევს, რასაც რომზე ვერ ვიტყვით. ზოგ ფეხბურთელს შესაძლოა მტკიცე ხასიათი აქვს და ფსიქოლოგიური წნეხი შეიძლება მისთვის დიდს არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ყოველდღიური სტრესი ჩემს ასპარეზობაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა. დღეს კი უდიდესი კლუბის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი “იუვენტუსში” ტრანსფერით ძალიან ბედნიერი ვარ.”
წყარო: Football-Italia
აქ სიმშვიდე სუფევს, რასაც რომზე ვერ ვიტყვით. ზოგ ფეხბურთელს შესაძლოა მტკიცე ხასიათი აქვს და ფსიქოლოგიური წნეხი შეიძლება მისთვის დიდს არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ყოველდღიური სტრესი ჩემს ასპარეზობაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა.
კი სიმართლეა მარა ყოფილ გუნდზე ასე არ უნდა ლაპარაკობდე…
მე ვერ გავიგე უკვე რაა, ამდენი ხანია კომენტარებს თითქმის სუ ვკითხულობ და რა ვერ გამიგია იცით, რითია ეს ხალხი უკმაყოფილო? ზოგი დაჟე იმას გაიძახის აკვილანი დავაბრუნოთ, გამოგვადგებაო და პირლოს, ვუჩინიჩის, ვიდალის, ლიხშტაინერის ტრანსფერებს არაფერს არ ეძახიან …. :) და ამ მაროტას დედას გაუტრაკეს საქმე, ყველას მესი და კრიშტიანო უნდა :))))
მირკო მჯერა შენი
როჟა 10 გოლიტ კმაყოფილია ად ეს მოვიყვანეთ რომ თავის თავზე აიღოს თამაში????????
რომაში და მითუმეტეს გასულ სეზონში თითქმის სულ ფლანგზე თამაშობდა და მისი უშუალო დავალება გოლების ყრა არასდროს ყოფილა. როცა საჭიროა, გადამწყვეტი გოლიც გააქვს და ასისტენტობაშიც შესანიშნავი ფეხბურთელია, იტოგში მაღალი კლასის მოთამაშეა და ამას მალე ვნახავთ ყველა
სტატიას არ კითხულობს ნედვედ და საიდან ეცოდინება შესაბამისად ეგეთ კომენტარსაც დაწერს ;)
კარგი ფეხბურთელია ნამდვილად :)
მე მჯერავს მირკოსი!
ეს ფეხბურთელი უეჭველი ბევრ ქულას მოგვიტანს ზუსტად ვიცი!!! იქით კიდევ კრასიჩი და სხვები დაეხმარებიან და სისტემატურად დავიწყებთ ქულების დაგროვებას
მირკო შენი იმედი გვაქვს