ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“კიევოს” მანინგერის შეძენა სურს

წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაში, “კიევოს” ბოლო გაჩერებად შესაძლოა ალექს მანინგერის შეძენა იქცეს. ავსტრიელი მეკარე გუნდში მარკო სტორარის მოსვლის შემდეგ, მესამე მეკარედ გვევლინება და ამ ზაფხულს ის წასვლის გზას ადგას. ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობდით, რომ 34 წლის კიპერის გაფორმებასთან “სამპდორია” ძალზე ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებები ჩაიშალა ( მაროტამ გენუელებს მანინგერის პოლიში გაცვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო ). “კიევოს” ამჟამინდელი მეკარით, სტეფანო სორენტინოთი სერიოზულადაა დაინტერესებული “პალერმო”, რადგან სიცილიელებიც, თავისმხრივ, ეძებენ კარგ მეკარეს სალვატორე სირიგუს “პსჟ”–ში გადასვლის შემდეგ. დადიოდა ხმები იმის შესახებაც, რომ “კიევოს” თავიდან მარკო სტორარის შეძენა სურდა, მაგრამ ვერონელების ბიუჯეტი მის ფასს ვერ გასწვდებოდა და ამიტომ, მათ ამ ტრანსფერზე ხელი აიღეს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ჩუვაკი როგორ ხართ ? წაღვერში ვარ ეხლა და ვერ ვახერხებ ინტერნეტთან ყოფნას და 18-ში ჩამოვალ და მივხედავ ისევ თქვენთან ერთად ყველაფერს , მანამდე კიდე მწელებს , ადმინებს და მოდერებს უდიდესი მადლობა იმისთვის რომ საიტს არაფერს აკლებთ , მადლობა ბიჭებო ! ყველაზე მაგრები ხართ :kiss:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x