ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ალექსი, ედუარდო, გალეანო )

ბრაზილიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ედუარდოს გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.როგორც Globo Esporto იუწყება, ბიანკონერები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 18.2 მილიონი ევრო გადაიხადონ, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერამდე მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი.

კარლოს ედუარდო, რომელიც ამჟამად “რუბინის” ღირსებას იცავს პოზიციით მარცხენა ნახევარმცველია, სულ ახლახან მას 24 წელი შეუსრულდა.2007 წელს ბრაზილიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კარლოს ედუარდო “ჰოფენჰაემმა” შეიძინა 7-8 მილიონ ევროდ, მეორე ბუნდესლიგისთვის კი ეს იმჟამინდელი რეკორდი იყო.გერმანიაში ფეხბურთელმა 3 წელი გაატარა, 80 მატჩში 18 – ჯერ გამოიჩინა თავი და რუსეთში გადაბარგდა, გერმანელებმა მის სანაცვლოდ 20 მილიონი იგდეს ხელთ.ედუარდომ ტრავმების გამო მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

დღეს ბრაზილიელი მცველის, ალექსის ბედი გადაწყდება.ბიანკონერები იმედს არ კარგავენ, რომ ლონდონელები მცველის არენდით გაშვებას დათანხმდებიან, თუმცა არისტოკრატებს ამის დიდი სურვილი არ აქვთ.მოლაპარაკებების ჩაშლის შემთვევაში, ჯუზეპე მაროტა 20 წლის უკანახაზელის, ლეონელე გალეანოს გაფორმებას შეეცდება.არგენტინელი მცველი 2009 წლიდან “ინდეპენდენტში” გამოდის.გალეანო არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია, მან მსოფლიო U20 ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

სიმართლე გითხრატ სულ ორჯერ თუ მექნება ამის თამაში ნანახი, და მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მაგრამ ზოგადად არ აქვს კარგი მაჩვენებელი(სტატისტიკით) ნუ არ ვარ ჩამოყალიბებული ამ ფეხბურთელზე, ზუსტად ვიცი რო მაროტა არ გადაყრის ბრმად ამხელა ფულს

ოქრო ჩხიკვაძე

ვისში იხდიან ამდენს? იმედი ეს ჭორია. 18 მილიონი ეს ერთი ამდენიც ვუჩინიჩში გადაიხადენენ და მეტს კი არ გვთხოვდნენ აგუეროში და როსიში, იაკინტა და ამაური ჩაერთოთ კიდევ ტრანსფერში და როსის გამოუშვებდნენ და აგუეროსაც

12 years ago

აგუერო ჩემი ტკივილია ((( ეს ედუარდო შეიძლება არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ დარწმუნებული ვარ მაროტა უბრალოდ არ გადაიუხდის ამხელა თანხას

giorgi tsotsoria
12 years ago

მტკნარი სისულელეა

18 მილიონად ვარგასი ულაპარაკოდ გადმოფრინდება და ფიორენტინა ფეხებს დაუკოცნის მაროტას

ოქრო ჩხიკვაძე

ისევ სანაგვის ფეხბურთელებზე დაიწყეს ლაპარაკი

Leo Messi
12 years ago

აუ აფელაი უნდა დავითრიოთ არენდით. ტიპი უნივერსალია, ნიჭიერიც არის. ბარსაში ზამენაზეც ვეღარ შევა ალბათ იქ ისეთი ამბავია. რომც ვიყიდოთ დიდი ძვირი არ უნდა ღირდეს. რავი რა ედუარდოებს, ფარფანებს ელიებს და ვარგასებს ნაღდად ჯობია რა

arseni
12 years ago
Reply to  Leo Messi

იბრაჰიმ აფელაი მართლა სუპერ გარემარბია

gio iuve
12 years ago

კაი ფეხბურთელია თუ არა არ ვიცი მაგრამ კაი ფასი კი ადევს :modee: :chuk:

12 years ago

ეხა ეს მაგარი სისულელეა ედუარდოს ფეხი ისე მოტყდა რო აღიდგენს იმ ფორმას თუ არა ეგ საკითხავია მერე მეორე მე მირჩევნია ედუარდოს ანანიძე ვიყიდოთ. მაროტა 18 მილიონს ედუარდში კიარა მესიშI არ გადაიხდის ასეთი ტრავმით :lool:

gio iuve
12 years ago

იუვე მაგარიაა თან დზაან მაგარი :achuu: :forza:

gio jishkariani
12 years ago

მგონი კარგი ფეღბურთელია მაგრამ ძაან ძვირია

gio iuve
12 years ago

:juvee:

falcao
12 years ago

სონე ალუკოზე მართალია? ვკიდეპიაზე იუვეს შემადგენლობაშია, და გავარკვიოთ რა სადმე ძმურად :)

mishka berianidze
12 years ago
Reply to  falcao

იუვეს ტრანსფერმარკეტში შედი და იქ თუ არის ესეიგი ნაყიდია.

marchisio8
12 years ago

მანდ როგორ შევიდე ლინკი დადე რა

BESO BARAMIA
12 years ago

ედუარდოზე ნამდვილად არ მსმენია ბევრი, ზოგადად წამიკითხავს, აი გალეანოზე, კი საინტერესო სტატიები იყო რუსულ გაზეთებში, სადაც აღნიშნავდნენ მის დიდ პოტენციალს, ინდიპედიენტეს სკოლაგამოვლა კარგი ბაზისია-ვნახოთ, ვნახოთ…
ის კიდევ , რომ ალექსი გვჭირდება-ცალსახაა;

f b
f b
12 years ago

ახალი მარტინესია ჩათვალეთ:)

12 years ago
Reply to  Gio Darja

მეც ეგრე მგონია

f b
f b
12 years ago

ამას ნაკრებში უთამაშია?

12 years ago

აუ ძვირია 18,2 მილიონი ტოო, დღეს ლიონთან როგორ ითამაშებს ვნახოთ..

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x