ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარიში 23 ფეხბურთელი გაემგზავრება

“იუვენტუსი” “ტროფეოს თასისთვის” ემზადება, რომელიც წელს მეთერთმეტეჯერ ჩატარდება. ხვალ გუნდი ბარიში გაემგზავრება, პირველი დაპირისპირება კი ტურინულ გრანდს “ინტერთან” ელის. მიუხედავად იმისა, რომ ეს გათამაშება იტალიის ჩემპიონატის დასაწყისთან ძალიან ახლოსაა, მას მაინც საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა და გუნდიც მთელი მონდომებით ვარჯიშობს. დღეს საღამოს, კონტემ ფეხბურთელები ტაქტიკაზე დიდი დროის განმავლობაში ამუშავა. გუნდი ბურთით მოძრაობაზე და შემტევ სტილზე ვარჯიშობდა. დანარჩენი სრულიადში…

ვინჩენცო იაკინტამ ვარჯიში დროზე ადრე დატოვა, ფეხბურთელმა მარცხენა თეძოს არეში ტკივილი იგრძნო. მისი ტრავმის სიმძიმე უახლოეს 48 საათში იქნება დადგენილი.

ტროფეოს თასზე ასევე ვერ იასპარეზებენ ჯორჯო კიელინი, ლუკა ტონი, ფაბიო კუალიარელა, სიმონე პეპე და ხორხე მარტინესი.

კიელინი ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ გათავისუფლდა კუნთების დაჭიმულობისგან და განაგრძობს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. დღეს განცალკევებით ვარჯიშობდა ლუკა ტონიც, რომელიც თავის თანაგუნდელებს პარასკევს შეუერთდება. ფაბიო კუალიარელა, სიმონე პეპე და ხორხე მარტინესი კი ნელ-ნელა იბრუნებენ სათამაშო ფორმას და უახლოეს დღეებში ისინიც შეუდგებიან სრული დატვირთვით ვარჯიშს.

საბოლოოდ, ბარიში გასამგზავრებლად 23 მოთამაშე შეირჩა. მათი სრული სია ასე გამოიყურება:

1. ბუფონი

2. მოტა

5. პაციენცა

8. მარკიზიო

10. დელ პიერო

13. მანინგერი

14. ვუჩინიჩი

15. ბარძალი

16. ციგლერი

19. ბონუჩი

21. პირლო

22. ვიდალი

26. ლიხტშტაინერი

27. კრასიჩი

29. დე ჩელიე

30. სტორარი

32. მატრი

33. სორენსენი

34. მარონე

36. პასკუატო

38. რუჯიერო

39. ლიბერტაცი

40. სპინაცოლა

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ვიდალის ხილვა ართლაც საინტერესოა. ისე კი თითო ტაიმს ყველა ითამაშებს, ასე თუ ისე მაინც ამხანაგურია

12 years ago

ინტერთან ამ შემადგენლობით უნდა ვიასპარეზოთ
ბუფონი
ლიხტი-სორენსენი-ბონუჩი-ციგლერი
კრასიჩი-ვიდალი-პირლო-პასკუატო
———მატრი-ვუჩინიჩი—
მილანთან
სტოლარი
ლიხტი-ბარძალი-ბონუჩი-დე ჩელიე
კრასიჩი-მარკიზიო-ჯანდონატო-პასკუატო
——მატრი-ვუჩინიჩი-
ნუ ეს სავარაუდოდ

12 years ago

კაროჩე მილანს ერთი 3-1 როარ მოვუგოთ კონტეს ნამუსი არ ექნება .
ინტერთან კი გაგვიჭირდება . თუ რამე და შევატყვეთ რო ინტერთან ვაგჰებთ წავატეხოთ სნეიდერს ფეხები და ისე გავიდეთ მოედნიდან :lool:
ინტერთან გაგვიჭირდება

BESO BARAMIA
12 years ago

ძმურად მითხარით- სპინაცოლა ვინაააა?? :chuvak:

BESO BARAMIA
12 years ago

ინტერი:
კასტელაცი, ორლანდინი
ლუსიო, რანოკია, სამუელი, კივუ, სანტინი, ჯონათანი,
სტანკოვიჩი, მოტა, სნეიდერი, კამბიასო, ობი, მუინტარი,
პაცინი, მილიტო, პანდევი;

მილანი:
ამელია, რომა
აბატე, ანტონინი, ბონერა, ნესტა, ოდო, ტაივო, ძამბროტა, ელი
ამბროზინი, ბოატენგი, ემანუელსონი, ფლამინი, გატუზო, ვან ბომელი, ფოსატი,
კასანო, კომი, კინსლი, განსი;

წესით და რიგით თუ განეწყობიან, სავსებით შესაძლებელია ტურნირზე ამათ ბურთი თავზე დავახიოთ, მთავარია მონდომება და რა თქმა უნდა თავი ავარიდოთ ტრამვებს!!

Juve10
12 years ago

GMG აჩვენებს თუ იცით ? ან რამე არხი :(( საშინელი ინტ მაქ და ტოტალიზატორში მომიწევს ყურება

lasha naxucrishvili
12 years ago

miდი რეალლლლლლლლლლლლლ

BESO BARAMIA
12 years ago

მართალია რეალს მაურინიოს სახით განსწავლული მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ ამავე დროს ოდიოზური ფიგურაა, რომელსაც არ ძალუძს ბარსას სიდიადის ჩაქრობა-ბარსა მარტო მესი არაა, გენიალურია დანი ალვეში და კონგენიალური-ხავი, მეტად საიმედო მასკერანო, სწრაფადპროგრესირებადი პედრო, ზენიჭიერი ფარბრეგასი და მსოფლიო მეგა-ვარსკვლავი მესი, და ყველა ამ მარგალიტს თავის სიბრძნეს აზიარებს დიდი პეპ გუარდიოლა, რომელიც ფეხბურთელობის დროს გამოირჩეოდა ამ ცივსისხლიანობით, სიდინჯითა და ინტელიგენტობით,ბარსა შემდგარი გუნდია-გუნდი, რომელიც ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი ცევსისხლიანობას ინარჩუნებს, გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურად კლდესავით მედგარია-ამ დროს ყველაზე საუკეთესო ფორმაში მყოფ რეალს მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩის პოზიტიურად დაასრულება ძალუძს და მეტს ვერ გაქაჩავს-ვინაიდან ფეხბურთი თამაშის გარდა-ფილოსოფის ოკეანეა, რომელშიც რეალი ჯერ კიდევ თოთო ბავშვს ჰგავს!! იუვეს თავგადაკლულ… Read more »

Gio Darja
12 years ago

22 ნომერია როგორც სჩანს ვიდალი, 23 გრიგერაა..ამ განაცხადში ეგ საწყალი ჩეხი რატო არაა თვითონ, რა სჭირს :lool: ეს იაკინტა უკვე გასაშვებია უბრალოდ ვერ ითამაშებს აზრი არ აქვს, ისე გამოგვადგებოდა :blin:

12 years ago

10:45სთზეა ხო თამაში?

mishka berianidze
12 years ago

ვიდალი 23 ნომერია რადგან იუვეს ვიკიპედიაზე ასე წერია.

12 years ago

კიელინი, პეპე, კვალი. დანაკლისი სერიოზულია და ტონიც არაა

12 years ago
Reply to 

ნუ ხორხიტოზე აღარაფერს ვამბობ… მარა მთავარია მოტა გვყავს და პაციენცა…

lasha naxucrishvili
12 years ago

კაროჩე დროა ვიდალი სასტავში ჩასვას კონტემ! იუვეში შეთამაშება ჭირდება.

irakli vakhtangishvili
12 years ago

23 ნომერი გრიგერამ აიღო (21 პირლოს დაუთმო) და როგორც ჩანს კიდევ ერთი ნომრის დათმობა არ ისურვა :)

ისე ძალიან საინტერესოა როგორ ითამაშებს ვიდალი და ვიდალიანი იუვენტუსი.
მე ძალიან მაინტერესებს პასკუატოს თამაში. ამ ბიჭმა თუ ახლაც კარგად ითამაშა, მაშინ აღარც ვარგასი გვინდა, არც პეროტი და კიდევ ბევრი საგაზეთო ჭორი :)

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x