ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალწვეულები გუშინდელი თამაშების შესახებ

არტურო ვიდალი და მირკო ვუჩინიჩი – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულები, რომლებმაც Trofeo Tim – ზე თავი იდეალურად წარმოაჩინეს.ტურნირის მოგება ერთადერთია, რასაც ანტონიო კონტეს შეგირდებმა ვერ მიაღწიეს, მიუხედავად მილანური გრანდების წინააღმდეგ ნაჩვენები საუცხოო თამაშისა.თავდამსხმელი და ნახევარმცველი ახალი სეზონისთვის ემზადებიან და პოზიტიურად არიან განწობილნი.

ვუჩინიჩი : “ყველას ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად დიდი დატვირთვისა, შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით.კონტეს სათამაშო ფილოსოფია ჩემს საფეხბურთო უნარებს ერგება, ჩემი გოლები ამას ამტკიცებენ.მოხარული ვარ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებაა.”

ვიდალი : “გამარჯვება, გოლი და საგოლე პასი – ბედმა სადებიუტო მატჩში უხვად დამასაჩუქრა.გუნდი კიდევ უფრო ძლიერი ხდება, მე კი ადაპტაციის გავლა არ მიჭირს.ორივე მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ეს წარმატებული მომავლის იმედს კიდევ უფრო მეტად მაძლევს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კისს იუ :love:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x