ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ხვალ როგორც იცით , ტურინის ” იუვენტუსი ” , მილანში როსონერის დაუპირისპირდება  , ბერლუსკონის თასის ყოველ წლიურ გათამაშებაში . ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი , ამ წუთებში ვინოვოს მედია ცენტრში იმყოფება , სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს …

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხვალინდელი დაპირისპირება ? მაშინ როდესაც ჩემპიონატი სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება ?

” როგორც უკვე განვაცხადე ბეტისთან დაპირისპირებამდე , გუნდისგან ყოველ დღე ველი წინ გადადგმულ ნაბიჯს , რადგან ამისთვის ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიხარჯებით და ვცდილობთ ბოლომდე დავხვეწოთ საკუთარი სათამაშო მახასიათებლები . კარგად გვესმის , რომ საქმე თავზე საყრელად გვაქვს და ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება , ამან შესაძლოა დიდი თავის ტკივილი შეგვიქმნას მომავალში . უშუალოდ ეს დაპირისპირება , კი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია , რომელიც რაღაცით პატარა გამოცდასაც კი ჰგავს , რადგან ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი მეტოქე წარსდგება , მე კი ჩემი გუნდისგან მორიგ წინ გადადგმულ ნაბიჯს ველი ” .

გასულ შეხვედრაში , თქვენ რადიკალურად განსხვევბულ პოზიციებზე ათამაშეთ ვიდალი . გამოწვეულია თუ არა ეს საკადრო პრობლემებით ?

” ვიდალი , რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ტიპის მოთამაშეა ამას წყალი არ გაუვა , ნაკრებშიდაც კი მას თუ არ ვცდები მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს ნათამაშები . ეს არ არის ხუმრობა , მე მას ვესაუბრე ამ თემაზე და მან თავად მითხრა ამის შესახებ . გასულ საღამოს , მოედანზე იმყოფებოდნენ დელ პიერო , ვუჩინიჩი და მატრი და შესაბამისად ცენტრ ფორვარდს ესაჭიროებოდა დახმარება , ვგულისხმობ მატრის ! გამომდინარე იქიდან , რომ ვიდალი სულ ცოტახნის წინ შემოგვიერთდა და არცთუ ისე ბევრი ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად , ვფიქრობ ეს პოზიცია ამ ეტაპზე იდეალურია მისთვის , არტურო დიდ პრობლემებს შეუქმნის მოწინააღმდეგეს , რითაც საკუთარი კლუბიც იხეირებს , რადგან ორგანიზებული ასპარეზობის შემთხვევაში , ზოგს არ ესმის რა უნდა მოიმოქმედოს ბურთთან ყოფნის დროს ან მის გარეშე , ეს კი ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასია . რაც შეეხება მის პოზიციას მოედნაზე , ვფიქრობ ჩემი უმთავრესი დავალებაა , განსხვავებული სათამაშო სტილი შევქმნა . ვფიქრობ , უკლებლივ ყველა კლუბს თავისი განსხვავებული სათამაშო სტილი , განსხვავებული ცხოვრების წესი , განსხვავებული მენტალიტეტი და მიზანი გააჩნია , ამიტომ სამართლიანი იქნება თუ ამ კლუბსაც ასევე განსხვავებული ხედვა ექნება , რადგან ეს იუვენტუსია … და ეს არამარტო ჩვენ არამედ მილანსაც , ინტერსაც , რომასაც , ნაპოლისაც ეხებათ , მათ უნდა შექმნან საკუთარი და კარნახობდნენ სიტუაციას . ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე უნდა იასპარეზო და არა მხოლოდ მეტოქის სტილიდან გამომდინარე . პირადად მე სწორედ ამას ვცდილობ , რომ ფეხბურთელებს სწორი ინსტრუქციები მივაწოდო . ყოფილა შემთხვევები როდესაც მდომებია კონკრეტული მატჩის შეჩერება და ყველაფრის თავიდან დაწყება … ყოფილა შემთხვევებიც როდესაც მატჩი 5-4-1 – ითაც კი დამისრულებია , რადგან შედეგი მიმეღო , ანუ გამარჯვება ! მაგრამ ეს ყველაფერი მატჩის მსვლელობისას ხორციელდებოდა , როდესაც შენ უკვე კმაყოფილი ხარ შედეგით და თავს მშვიდად გრძნობ ” .

მოდით იმ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ , რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ . როგორია მარკიზიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

” საბედნიეროდ ის გამოჯანმრთელდა . კლაუდიომ დღეს ორივე დაგეგმილ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა , ამიტომ ის შესძლებს ასპარეზობას მილანის წინააღმდეგ . რაც შეეხებათ პეპეს , მარტინეს , კუალიარელას და ტონის , ისინი დარჩებიან ტურინში და ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელებენ ვარჯიშს . მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია , მაგრამ მირჩევნია თავი დავიზღვიო და 110 % იყვნენ მზად კვირას დაგეგმილი შეხვედრისთვის სერია ა-ში ” .

თავდასხმის ხაზში , ფაქტიურად ყველა დუეტო გამოსცადეთ , რომელს მიანეჭბთ უპირატესობას ?

” არა , არა არა ! აბსოლიტურად ყველა ფორვარდი იდეალურად ჯდება ჩემს სათამაშო სქემაში და მათი მახასიათებლები მე ძალიან მომწონს . შესაბამისად არჩევანი საკმაოდ შთამბეჭდავი მაქვს ამ კუთხით ” .

საინტერესოა , იმ ღამის შემდეგ თქვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა . მატჩის შემდეგ გასპერინიც და ალეგრიც , არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს თქვენი მისამართით . თქვენ თვითონ თუ გრძნობთ პროგრეს ?

” იცით , მუშაობდე ყოველ დღიურად , საუბრობდე იმაზე რომ დღითი დღე გუნდი აგურს აგურზე დებს , რათქმაუნდა შესამჩნევია და ამას მეც ვხედავ . სასაცილო იყო იმ ფრაზების მოსმენა ბეტისთან მატჩის შემდეგ , რომ გუნდს აბსოლიტურად ყველაფრის შეცვლა მოუწევს , რომ ის არ არის მზად , მაგრამ იმ საღამოს შემდეგ საუბარი უკვე სკუდეტოზეც კი წავიდა . არ მინდა შეცდომაში შევიყვანო ვინმე . გაიხსენეთ უკანასკნელი ორი სეზონი და მეშვიდე პოზიცია ! შეხედეთ შემდეგ მეტოქეს , რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა . ინტერი აიღეთ მაგალითად , რომელმაც ცოტახნის წინ ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც კი შეიძლებოდა . შესაბამისად ხედავთ თუ რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის  . მაგრამ ეს კი არ უნდა გვაფრთხობდეს , პირიქით სტიმულს უნდა გვაძლევდეს , რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ , რომელმაც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს კონკურენტ უნარიანობა . ძალიან გთხოვთ მოთმინება  იქონიოთ . მე , საკმაოდ დიდი მოთმინებით ვცდილობ გადმოგცეთ საკუთარი ჩანაფიქრები . იმედს ის ფაქტი მაძლევს , რომ ჩემს შეგირდებს სურთ კვლავ გახდნენ კლუბის სიმბოლები ! ამიტომ , ბერლუსკონის თასის შემდეგ , არ ღირს საუბარი არც სკუდეტოზე და არც მეშვიდე პოზიციაზე ! სამუშაო რეალურად არსებობს და მზად ვართ ის შევასრულოთ . ეს სურვილი ბევრს ნიშნავს , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ადგილიდან არ დაიძვრებოდა . მე მსურს ეს , ფეხბურთელებს ასევე სურთ , ისევე როგორც კლუბს !!! ეს კი დიდი წარმატების საწინდარია ! ”
რამდენიმე ფეხბურთელი სკუდეტოს მოპოვებაზე საუბრობს . თქვენ წინააღმდეგი ხართ გასახდელში ასეთი სტილის სლოგანებისგან ?

” რა სისულელეა , რათქმაუნდა არა ! სიტყვა სკუდეტო , ფაქტიურად გამიჯნულია იუვენტუსის ისტორიასთან , პირადად მეც არაერთხელ მიხმარია ეს სიტყვა და საქმითაც დამიმტკიცებია , რადგან კარიერის მანძილზე 5 – ჯერ ვიზეიმე ჩემპიონობა  . უფრო მეტიც , ისინი ამ სიტყვას უნდა შეეჩვიონ ! ადრე ეს ჩვენს კლუბს გადაულახავ ბარიერად მიაჩნდა … მაგრამ , საერთოდ  რეალისტი უნდა იყო და არ მსურს ჯერ ვინმე შეცდომაში შევიყვანო და უპირველეს ყოვლისა იუვენტინოები . მოდით ასე ვიტყვი , ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით ” .

უკვე ორი თვეა , ამ გუნდის მშენებლობით ხართ დაკავებულნი . რამდენად მოახერხეთ შიგნით შესვლა ? სახურავი გამოჩნდა უკვე თუ ჯერ ფუნდამენტზე იმყოფებით ?

( იცინის ) ” თვე ნახევარში სახურავის დანახვა , მემგონი ცოტა რთულია . სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ფუნდამენტი არსებობს , კარგად ვაცნობიერებთ , თუ რა დიდ შენობას ვაშენებთ . რათქმაუნდა , შეგვიძლია სახურავზე მისვლა , მაგრამ შემდგომ ის სახლი რამდენიმე თვეში დაინგრევა . ამიტომ ჯერ არ შევხედავ სახურავს , ხოლო შემდეგ , რამდენიმე თვეში , ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ მისი ცქერით , დარწმუნებული ვიქნები რა , რომ შენობა მყარად დგას ” .

გუშინ მაროტამ განაცხადა , რომ გუნდს უახლოეს პერიოდში 2-3 ფეხბურთელი შეემატებოდა . როგორ იქნება გუნდი 10 დღის შემდეგ , როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ?

ვერ მიგიხვდით . როგორ თუ როგორი იქნება ? ”

თქვენ ნათლად მიანიშნეთ ხელმძღვანელობას ის , რაც თავად თქვენ გსურდათ . ელოდით , მათგან ასეთი სახის ნაბიჯებს ?

” ხელმძღვანელობასთან ერთად , რაც ვფიქრობ უკვე არაერთხელ მითქვამს , რაც იუვენტუსის მწვრთნელი გავხდი , მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები : გენერალურ დირექტორთან , სპორტულ დირექტორთან და პრეზიდენტთან . მაგრამ , არა მგონია ისე იყოს ყველაფერი რომ ერთ საღამოს რაიმე ვუთხრათ მათ და მეორე წუთში სიტუაცია შეიცვალოს . ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ , ამ მხრივ ერთი გზით მივდივართ . ჩვენ ყველანი ვითმენდით , ასევე მაროტაც . ვუჩინიჩი დროულად შემოგვიერთდა . სხვებიც მოვლენ და კარგად გვესმის , რომ შემადგენლობა ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს . მაგრამ ეს მარტო კონტემ კი არ იცის , ეს კლუბმაც იცის . მხოლოდ კონტე არ ითხოვს გაძლიერებას , რომ იცოდეთ . ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ვაყალიბებთ და გვესმის , რომ მას ბოლომდე სჭირდება შევსება ” .

უკანასკნელ ტურნირზე , ბევრი კარგად დასამახსოვრებელი მომენტი იყო , მაგრამ რიგ ეპიზოდებში , მაინც გაბრაზებული გამომეტყველება გქონდათ . შესაძლოა პრობლემები დაცვის ხაზშია ?

” არანაირად . დაცვამ კარგად იასპარეზა . თუმცა უბურთოთ მათ მაინც მოუწევთ ვარჯიში , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში გიწევს ტესტ მატჩები , რთულია ყველა  დეტალზე ყურადღების გამახვილება . ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამხანაგური მატჩებია და აი უკვე ოფიციალურ დაპირისპირებებში , ამ დეტალებზეც ვისაუბრებთ ” .

არ გვეტყვით სასტარტო შემადგენლობას ?

” ალეგრიმ უკვე გამოაცხადა ? “

დიახ …

” იქნებ მეც გამანდოთ ” . ( იცინის )


წყარო : TuttoJuve.com:



0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

109 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

არ გვეტყვით სასტარტო შემადგენლობას ?

” ალეგრიმ უკვე გამოაცხადა ? “ :lool: :lool:

საღოლ დათკა, უძლიერესი სტატიაა :up:

flip flap
12 years ago

მოკლედ წელს ბონუჩის 1-2 შანს მისცემენ და ისევ თუ ისე ათრიეს გაუშვებენ და ძალიან კარგსაც იზავენ

12 years ago

მართლა რაა კი არ ვამბობდი მარა Del_Gogua სრულად გეთანხმები მართლა მატრი მირჩევნია მთელ რეალის თავდასხმას და ყველა იუვენტინო სხვა ნებისმიერ კლუბის ფეხბურთელს… და ეს არავითარი ფანტაზია არ არის უბრალოდ როცა ვუყურებ ხოლმე განსაკუთრებითბოლო მატჩებში მატრის გატანილი გოლების შემდეგ ემოციას და მერე ბენზემას სიტყვებს ვკითხულობ სადაც აცხადებს მკიდია ყველა კლუბიო და იუვეში არ გადავალო ვხვდები რომ კარიმი იუვეში რომ გადმოიყვანო იმ დონეზე ვერ ითამაშებს როგორც მატრი რადგან ალესანდრომ იუვე გაიცნა და უკვე იუვენტინო გახდა ეგრეა სხვებზეც… იუვესთვის ჯორჯო ჯობია მთელი მსოფლიოს ცენტრ ბეკებს ასევე ლიხშტაინერი ყველა რაით ბეკს და ა.შ. ანტონიო კიდევ უფრო აუმაღლებს ჩვენს ბიჭებს იუვესადმი სიყვარულს და მერე ნახავთ… Read more »

12 years ago
Reply to 

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

david alkhanishvili
12 years ago

დათკა მალე მორჩები სტატიას?

12 years ago

მორჩA უკვე )

david alkhanishvili
12 years ago
Reply to 

რა უცნაურად დამთავრდა :))))) მე კიდე მთელი საათია ველოდები :modee:

12 years ago

მეც ეგრე ვიყავი… და მერე გავარკვიე დამთავრებულა :))

NEDVEDA11..
12 years ago

უბრალოდ მისმა კატასტროფულმა ორმა თამაშმა , პლიუს ნაკრებში ესპანეთთან და პლიუს ბეტისთან … უკვე გადაწონა რა … ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა … შენც მალე მიხვდები რას ვგულისხმობ

არ მინახია.. არც ბეტისთან, არც ესპანეთთან და ვერ შევაფასებ…

იმედია არ ცდები :davliot:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Dutch

ხო.. იტალიას დაცვაში ნამდვილად პრობლემა აქვს

Di Francesco # 1
12 years ago

datka რა გადაუსევი ხაძი იტალიურ ფეხბურთს? არამგონია მასე იყოს საქმე ნაკრებიც კარგად მიდის, კონტემ თუ 1 ტამაშში ბონუჩი დააყენა მაშინ ყველამ აღიარეთ რო მაღალი დონეა ტუ არადა

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

რანოკია არც მე არ მომწონს მარა ბონუჩის 1 შანსს თუ კიდე მიცემენ კაი იქნება, ისიც გასათვალისწინებელია რო კაი ტრეინერის ხელში მოტამაშე იზრდება, ვნახოთ რას იზამს კონტე

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ვინმეს მოყვანა კაი იქნება მარა ალექსის მოსვლას, ბონუჩიც წავიდეს ის მირჩევნია

12 years ago

holly ვუჩინიჩი,
მე ჯერ დელ პიერო შემიყვარდა, მერე იუვე და მერე ფეხბურთი…
ჩემთვის იუვენტუსის სიყვარულით დაიწყო ფეხბურთის სიყვარული… ამიტომ ჯერ იუვე და მერე სხვა… ჩემი ვიდალი მირჩევნია სხვის ალონსოს… ჩემი დელ პიერო სხვის მესის, ჩემი მატრი სხვის ვილა-ბენზემა-იგუაინს ერთად… ჩემი ბუფონი – სხვის კასილასებს და ჩეხებს… ჩემი ჯორჯო და ბონუჩი სხვის პუიოლებს, პიკებს და ვიდიჩებს… ჩემი ლიხტშტაინერი ალვეშებს და რამოსებს… ჩემი დე ჩელიე და რეტო მარსელოებს, აბიდალებს და მაქსველებს!!!!

12 years ago
Reply to 

თუ გინდათ ფანატიზმი უწოდეთ ამას… მე ვარ ფანატი იუვენტუსის და არა ჩვეულებრივი გამვლელი….

malxazi ediberidze
12 years ago
Reply to 

საღოლ ! ჯიგარი პოზიციაა

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Dutch

ორი დღის წინ იძახი ეგეთი მონდომებული და ტექნიკური მცველი არ მახსოვსო…

შანსი უნდა ფეხბურთელს.
წინა სეზონი ყველამ ჩააგდო

12 years ago

არ იფიქროთ რო მე მარკიზიოზე გადაკიდებული ვარ უბრალოდ მგონია რო არ არის იუვეს ძირითადი როცა გვერდზე მეფე თამაშობს

david alkhanishvili
12 years ago
Reply to 

არ შეიძლება დღე და რამე მარკიზიოს გინებაში იყო გიო,თუნდაც იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი ყავს და სხვის აზრსაც უნდა სცე პატივი,ყველა სტატიაზე ლანძღავ და სრულიად დაუმსახურებლად მე თუ მკიტხავ,მაგისნაირი იუვენტინო 2 ან სამი თუ ყავს იუვენტუსს და კონტეს სიტყვები გაიხსენე,მარკიზიოში ცემს ტავს ვხედავო:)))

Di Francesco # 1
12 years ago

ვუჩინი
ჩბონუჩი არ აკმაყოფილებს არ ნიშნავს რო ალექსი დააკმაყოFილებს.
როცა უკეთესის შანსი არ გაქ, უნდა დაკმაყოპილდე იმითი რაც გაQ

12 years ago

alxi uketesia

12 years ago
Reply to  Dutch

eg chemze martalia… imito ro ar mevaseba es brazilielebi da momkali… tan brazilieli da mcveli coტა სხვანაირად ჟღერს

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

მართალს იძახის ეს კაცი.
წადი და იყიდე რა სახო :D

(ასლოკინებს, იმდენს ვახსენებ :chuvak: :givi: :givi: )

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

:givi:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

მაგის თამაში დევრჯერ არ მინახია მარ როცა ვნახე მაგაში ძალის მეთი ვერაფერს ვე შევხედე, იტალიელი რო იყოს სხვა პროპესიის იქნებოდა იტალიაში მცველების სულ სხვა სკოლაა

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Dutch

ხო და იყიდე რა სახო :chuvak: :lool:

12 years ago

არც ბონუჩი არც მარკიზიო არ მინდა მომავალ\სი იუვე\სი.

12 years ago
Reply to 

martinesia magari daitove eg da mota… martinesse aage gundis tamashi :D :lool:

Del Piero 10+
12 years ago
Reply to 

markizio martiness erთი იმით ჯობია რო იტალიელია დანარჩერი ერთნაირი აქვტ ყველაფერი და კიდე სიფათზე ჯობს მარკიზიო :lool:

12 years ago
Reply to  Dutch

lugano moiyvanon araa problema, moiyvanon kaseresi mara uaress nu moiyvan ukeTesi moiyvane

flip flap
12 years ago
Reply to 

კასერესი ცენტ ბექია? :blin:

12 years ago
Reply to  flip flap

kaseresi yvelaferia… ise pirveli pozicia centr backia ubralod orive flangzec sheudzlia tamashi

flip flap
12 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე რა აქ ფეხბურთელის სიყვარულს კლუბის სიყვარულში ურევს მგონი ბევრი :blin:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Dutch

გამოცდილი და ასე ისეო რო იძახიან იმაზე მეცინება :loool:

Sakho 21 წლისაა და მაგაზე მეტი თამაში აქვს ნათამაშები მგონი :lool:

12 years ago

ეეე რა შეჭAმეთ ეს ალექსი მისი ბრალი არ იყო ცუდი პასი მისცეს.
და ალექსი რომც არ ვიყიდოთ ბონჩის სორე ამოაგდებს

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

win ixedebi xo? :D

flip flap
12 years ago

სორენსენი მართლა კაია მაგაში გეთანხმები ეგ დადგება მცველი მაგრამ წელს მაგის იმედიც არ მაქ მე ინტერთან რომასთან ლაზიოსთან მილანთან არც ბონუჩის იმედი მაქ არც სორენსენის საჭიროა გამოცდილი ცენტრ ბექი :forza:

12 years ago
Reply to  flip flap

sorenseni ar iyo etoo ro mospo da gaanadgura?

flip flap
12 years ago
Reply to 

აუ 1 თამაშით ნუ ამბობ ცენტრ ბექი არის ერთ ერთი ის პოზიცია სადაც როგორც წესი ახალგაზრდებს არ ენდობიან აქ გამოცდილებაა საჭირო ახალგაზრდა ცენტ ბექი ამ ეტაპზე არ გვინდა კიელინს ღირსეული პარტნიორი ჭირდება სადღაც 2 წელში კიდე სორენსენი დაიკავებს მაგ ადგილს და ბონუჩი საერთოდ წავა ალბად გუნდიდან

Di Francesco # 1
12 years ago

ვუჩინიჩ ცოტა დავუკვირდეთ რას ვწერთ ეს ერთი და სისულელე ის უფროა იუვეს გულშემათკივარი ბონუჩის ლანძღავდეს და ალექსას ეQEბდეს რომელიც ჩელსის ფეხბურთელია

flip flap
12 years ago

არ ვლანზგავ მე კლუბი მიყვარს და არა 1 რომელიმე მოთამაშე დღეს Dრეობით კიდე ბონუჩი არ აკმაყოფილებს იუვეს დონეს ცენტ ბექად მაგის იმედი არ მაქ

12 years ago

ისე თუ ოცნებაა ოცნება იყოს და ვიდიჩი გაასწორებდა ეხლა იუვეში… გლადიატორის გვერდით… იფ იფ იფ

NEDVEDA11..
12 years ago

რას აიკვიატეთ ეს ალექსი… დიდი ფეხბურთი არასდროს უთამაშია ტიპს და მართლა ჩელსის ზამენა იყო..

მე იმათ რიცხვში შევდივარ, ვინც თვლის რო ალექსი არ არის იუვედ დონის

flip flap
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

არადა ბონუჩი სუ აკმაყოფილებს :lool:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  flip flap

კიელინი და ბუფონიც დირკები იყვნენ და გავუშვათ და ალექსი და ლუიზაო დავითრიოთ :ბოლი:

:bicho:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ყველაზე სუსტათ თამაშობდადა 60 წუთზე შეცვალეს

12 years ago

მაგის ბრალი იყო გოლიც და თუ კი რამე სახიფათO შეიქმნა ჩელსის კართან

Di Francesco # 1
12 years ago

კაი რა ბონუჩი კასანომ მაინც გადირკა და იქ ვესბრომიჩის საშვალო დონის ფეხბურთელები რას უკეთებენ ალექსას ნახეთ

12 years ago

2-3 წელიწადში ბონუჩი ისეთი კაცი იქნება რო ალექსი არავის გაახსენდება… თან იტალიელია… და კონტე ბრაზილიელს არ აიყვანს გუნდში… აი რატომ მიყვარს ეგ კაცი

flip flap
12 years ago
Reply to 

ალექსი რომც არ ვიყიდოთ ბონუჩს ამ ეტაპზე ისევ ბარზალი ჯობია ბონუცს ყველა დირკავდა წინა წელს :blin: ეს ბონუჩი ამ წელს ძირითადი არ იქნება და წელსაც თუ ვერ დაამტკიცა საერთოდ გაუშვებენ

flip flap
12 years ago

ვაიმე ბონუჩი იყო წინა წელს რო ვისაც არ დაეზარა ყველა დირკავდა რა :lool: და როცა ბონუჩი ჯობია ალექსო ამბობ ფეხბურთზე არ ილაპარაკო საერთოდ ჯობია :blin:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  flip flap

შარშან ჯიჯიც ბევრჯერ გაიდირკა და დუდეკი თავისუFალია და ხო არ შევცვალოთ?

flip flap
12 years ago

ფეხბურთის აზრზე ხარ ბუფონს დამტკიცებული აქვს ვინც არის და ბონუჩმა ჯერ მარტო ის დაამტკიცა რო ყველას შეუძლია გადირკოს მაგის მაგარი გადაბმული მატჩები არ მახსოვს მე და სისულელეს ნუ ამბობ რო ბონუჩი ალექს ჯობია :blin: მერე რა იქნება შენ კი არა გმერთმა არ იცის :lool:

12 years ago
Reply to  flip flap

ბონუჩი ჯობია მეთქი ვთქვი ერთადერთი მიზეზის გამო რო ბონუჩი ახალგაზრდაა და განვითარდება და ალექსი ბებერია და ერთი დონის არიან დღეს და თვითონ განსაჯე რომელი ჯობია… ეგრე წელს კიელინიმაც ჩააგდო და გავყიდოთ და ივანოვიჩი მოვიყვანოთ?

12 years ago
Reply to 

1juve,
როგორ ემტხვევა ჩვენი აზრები ზუსტად :D :D

flip flap
12 years ago
Reply to 

და წელს რას აპირებ :no ბონუჩის იმედი გაქ წელს მაგის იმედად ჩემი მტერი იყოს არ იქნება ალექსი იქნება ბარძალი :modee:

12 years ago
Reply to  flip flap

იქნება სორენსენი და ბონუჩი სულ არ მინდა შენი ალექსი!!!

Di Francesco # 1
12 years ago

მილანს ყველა ყავს პატოს რობინიოს და იბრას გარდა

flip flap
12 years ago

კონტე გაიხარე :forza:
თურმე ალექსის ყიდვა შეცდომა იქნება როგორც აგ რამოდენიმე საუბრობს :blin: ხო აი ბონუჩის იმედად ვიყოთ და რო გაგვარღვევენ მერე აი თქვნეგან პრეტენზია არ უნდა იყოს

12 years ago
Reply to  flip flap

ეხლა უყურებ ჩელსის თამაშს?

flip flap
12 years ago
Reply to 

კაი შენ ეგ 1 თამაში დაიხვიე და ბონუჩიმ რამდენიც ითამაშა იმდენი რო ილამერა იმას უყურებ არავის გაწირვებია ჯერ ბონუჩის გადირკვა და გვერდის ავლა მაგას რატო არ უყურებ და ალექსი წლებია უმაგლეს დონეზე დგას და არ მითხრა ბონუჩი ჯობია ეგ უბრალოდ ძან სასაცილოა და სხვა არაფერი :lool:

12 years ago
Reply to  flip flap

erTi stilis mcvelebi arian orive… teqnikuri, Semtevi, udriani mcvelebi arian orive… mara bonucci axalgazrdaa da ganvitardeba da Alexi kide gabandzdeba

flip flap
12 years ago
Reply to 

და წელს გინდა გადირკული დაცვა რო გვყავდეს კიელინს ბონუჩი თუ დაუდგა გადირკული დაცვა ვიქნებით და პალერმომ ისევ რო გვადოს გინდა და ალექსი როგორც მინიმუმ 2-3 წელი კიდე არ გაბანძდება რა

| Newsphere by AF themes.
109
0
Would love your thoughts, please comment.x