ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ბერლუსკონის თასისთვის ემზადებიან

ბარიში, “სან ნიკოლას” სტადიონზე გამართული ტურნირის შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” ვინოვოზე დაბრუნდა და ვარჯიშები განაგრძო.საზაფხულო შეკრებებმა ბიანკონერების პროგრესირება დაადასტურეს – ტროფეოს თასზე გამართული შეხვედრები ამის კარგი მაგალითია.

ანტონიო კონტე ბოლომდე კმაყოფილი არაა : “მუშაობა ჯერ ისევ გრძელდება”. როგორც დაგეგმილი იყო, ფეხბურთელები ვინოვოზე თბილისის დროით 19:30 სთ-ზე გავიდნენ და ვარჯიში გახურებით დაიწყეს.ამის შემდეგ ტაქტიკური მიმოხილვა მოხდა, რომელზეც განსაკუთრებით ყურადღება შეტევასა და ბურთის ფლობაზე გამახვილდა.ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიიღეს, მინი-მატჩები გამართეს სამი სამზე.კრასიჩი, მატრი, პასკუატო, პირლო და ვიდალი თავისუფალ დარტყმებზე მუშაობდნენ.

განცალკევებით ვარჯიშობდა მარკიზიო, რომელმაც გუშინდელ მატჩში “ინტერის” წინააღმდეგ მარცხენა მუხლზე ტკივილები იგრძნო.გუნდს დაუბრუნდნენ ჯორჯო კიელინი და ლუკა ტონი : იტალიელებმა სრული ვარჯიში ჩაატარეს.

კვირას ბიანკონერებს საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე უწევთ მონაწილეობის მიღება.ბერლუსკონის თასზე ტურინელები “მილანს” “სან სიროზე” დაუპირისპირდებიან, მაგრამ მატჩი ამჯერად 90 წუთი გაგრძელდება.ხვალ, თბილისის დროით 18:30 სთ – ზე ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკომფერენცია გაიმართება.

წყარო : Juventus.com

14 thoughts on “ბიანკონერები ბერლუსკონის თასისთვის ემზადებიან

  1. ეს ტურნირი მაინც უნდა მოვიგოთ რადგან ყველაზე ცოტაჯერ გვაქ მოგებული და ტეხავს ამ სან სიროები როგორ უნდა იბლატაონ :lool:

  2. გუშინ დაწერეს აქ რო მოვუგოთ და თასი არ გამოვართვათო.. პრინციპში ვეთანხმები :mrgreen: რათ გვინდა ბერლუსკონის სახელობის თასი :chuvak:

  3. ბერლუსკონის თასია და ერთი თამაში იქნება მილანსა და იუვენტუსს შორის..მცირე ინფორმაცია დაიდება საიტზე ხვალ..

  4. ისევ მილანის მეორე გუნდთან მოგვიწევს თამაში და უნდა მოუგონ, უფრო სწორად ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი უნდა აჩვენონ და შედეგიც იქნება :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.