ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია
ხვალ როგორც იცით , ტურინის ” იუვენტუსი ” , მილანში როსონერის დაუპირისპირდება , ბერლუსკონის თასის ყოველ წლიურ გათამაშებაში . ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი , ამ წუთებში ვინოვოს მედია ცენტრში იმყოფება , სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს …
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხვალინდელი დაპირისპირება ? მაშინ როდესაც ჩემპიონატი სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება ?
” როგორც უკვე განვაცხადე ბეტისთან დაპირისპირებამდე , გუნდისგან ყოველ დღე ველი წინ გადადგმულ ნაბიჯს , რადგან ამისთვის ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიხარჯებით და ვცდილობთ ბოლომდე დავხვეწოთ საკუთარი სათამაშო მახასიათებლები . კარგად გვესმის , რომ საქმე თავზე საყრელად გვაქვს და ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება , ამან შესაძლოა დიდი თავის ტკივილი შეგვიქმნას მომავალში . უშუალოდ ეს დაპირისპირება , კი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია , რომელიც რაღაცით პატარა გამოცდასაც კი ჰგავს , რადგან ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი მეტოქე წარსდგება , მე კი ჩემი გუნდისგან მორიგ წინ გადადგმულ ნაბიჯს ველი ” .
გასულ შეხვედრაში , თქვენ რადიკალურად განსხვევბულ პოზიციებზე ათამაშეთ ვიდალი . გამოწვეულია თუ არა ეს საკადრო პრობლემებით ?
” ვიდალი , რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ტიპის მოთამაშეა ამას წყალი არ გაუვა , ნაკრებშიდაც კი მას თუ არ ვცდები მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს ნათამაშები . ეს არ არის ხუმრობა , მე მას ვესაუბრე ამ თემაზე და მან თავად მითხრა ამის შესახებ . გასულ საღამოს , მოედანზე იმყოფებოდნენ დელ პიერო , ვუჩინიჩი და მატრი და შესაბამისად ცენტრ ფორვარდს ესაჭიროებოდა დახმარება , ვგულისხმობ მატრის ! გამომდინარე იქიდან , რომ ვიდალი სულ ცოტახნის წინ შემოგვიერთდა და არცთუ ისე ბევრი ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად , ვფიქრობ ეს პოზიცია ამ ეტაპზე იდეალურია მისთვის , არტურო დიდ პრობლემებს შეუქმნის მოწინააღმდეგეს , რითაც საკუთარი კლუბიც იხეირებს , რადგან ორგანიზებული ასპარეზობის შემთხვევაში , ზოგს არ ესმის რა უნდა მოიმოქმედოს ბურთთან ყოფნის დროს ან მის გარეშე , ეს კი ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასია . რაც შეეხება მის პოზიციას მოედნაზე , ვფიქრობ ჩემი უმთავრესი დავალებაა , განსხვავებული სათამაშო სტილი შევქმნა . ვფიქრობ , უკლებლივ ყველა კლუბს თავისი განსხვავებული სათამაშო სტილი , განსხვავებული ცხოვრების წესი , განსხვავებული მენტალიტეტი და მიზანი გააჩნია , ამიტომ სამართლიანი იქნება თუ ამ კლუბსაც ასევე განსხვავებული ხედვა ექნება , რადგან ეს იუვენტუსია … და ეს არამარტო ჩვენ არამედ მილანსაც , ინტერსაც , რომასაც , ნაპოლისაც ეხებათ , მათ უნდა შექმნან საკუთარი და კარნახობდნენ სიტუაციას . ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე უნდა იასპარეზო და არა მხოლოდ მეტოქის სტილიდან გამომდინარე . პირადად მე სწორედ ამას ვცდილობ , რომ ფეხბურთელებს სწორი ინსტრუქციები მივაწოდო . ყოფილა შემთხვევები როდესაც მდომებია კონკრეტული მატჩის შეჩერება და ყველაფრის თავიდან დაწყება … ყოფილა შემთხვევებიც როდესაც მატჩი 5-4-1 – ითაც კი დამისრულებია , რადგან შედეგი მიმეღო , ანუ გამარჯვება ! მაგრამ ეს ყველაფერი მატჩის მსვლელობისას ხორციელდებოდა , როდესაც შენ უკვე კმაყოფილი ხარ შედეგით და თავს მშვიდად გრძნობ ” .
მოდით იმ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ , რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ . როგორია მარკიზიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ?
” საბედნიეროდ ის გამოჯანმრთელდა . კლაუდიომ დღეს ორივე დაგეგმილ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა , ამიტომ ის შესძლებს ასპარეზობას მილანის წინააღმდეგ . რაც შეეხებათ პეპეს , მარტინეს , კუალიარელას და ტონის , ისინი დარჩებიან ტურინში და ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელებენ ვარჯიშს . მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია , მაგრამ მირჩევნია თავი დავიზღვიო და 110 % იყვნენ მზად კვირას დაგეგმილი შეხვედრისთვის სერია ა-ში ” .
თავდასხმის ხაზში , ფაქტიურად ყველა დუეტო გამოსცადეთ , რომელს მიანეჭბთ უპირატესობას ?
” არა , არა არა ! აბსოლიტურად ყველა ფორვარდი იდეალურად ჯდება ჩემს სათამაშო სქემაში და მათი მახასიათებლები მე ძალიან მომწონს . შესაბამისად არჩევანი საკმაოდ შთამბეჭდავი მაქვს ამ კუთხით ” .
საინტერესოა , იმ ღამის შემდეგ თქვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა . მატჩის შემდეგ გასპერინიც და ალეგრიც , არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს თქვენი მისამართით . თქვენ თვითონ თუ გრძნობთ პროგრეს ?
” იცით , მუშაობდე ყოველ დღიურად , საუბრობდე იმაზე რომ დღითი დღე გუნდი აგურს აგურზე დებს , რათქმაუნდა შესამჩნევია და ამას მეც ვხედავ . სასაცილო იყო იმ ფრაზების მოსმენა ბეტისთან მატჩის შემდეგ , რომ გუნდს აბსოლიტურად ყველაფრის შეცვლა მოუწევს , რომ ის არ არის მზად , მაგრამ იმ საღამოს შემდეგ საუბარი უკვე სკუდეტოზეც კი წავიდა . არ მინდა შეცდომაში შევიყვანო ვინმე . გაიხსენეთ უკანასკნელი ორი სეზონი და მეშვიდე პოზიცია ! შეხედეთ შემდეგ მეტოქეს , რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა . ინტერი აიღეთ მაგალითად , რომელმაც ცოტახნის წინ ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც კი შეიძლებოდა . შესაბამისად ხედავთ თუ რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის . მაგრამ ეს კი არ უნდა გვაფრთხობდეს , პირიქით სტიმულს უნდა გვაძლევდეს , რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ , რომელმაც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს კონკურენტ უნარიანობა . ძალიან გთხოვთ მოთმინება იქონიოთ . მე , საკმაოდ დიდი მოთმინებით ვცდილობ გადმოგცეთ საკუთარი ჩანაფიქრები . იმედს ის ფაქტი მაძლევს , რომ ჩემს შეგირდებს სურთ კვლავ გახდნენ კლუბის სიმბოლები ! ამიტომ , ბერლუსკონის თასის შემდეგ , არ ღირს საუბარი არც სკუდეტოზე და არც მეშვიდე პოზიციაზე ! სამუშაო რეალურად არსებობს და მზად ვართ ის შევასრულოთ . ეს სურვილი ბევრს ნიშნავს , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ადგილიდან არ დაიძვრებოდა . მე მსურს ეს , ფეხბურთელებს ასევე სურთ , ისევე როგორც კლუბს !!! ეს კი დიდი წარმატების საწინდარია ! ”
რამდენიმე ფეხბურთელი სკუდეტოს მოპოვებაზე საუბრობს . თქვენ წინააღმდეგი ხართ გასახდელში ასეთი სტილის სლოგანებისგან ?
” რა სისულელეა , რათქმაუნდა არა ! სიტყვა სკუდეტო , ფაქტიურად გამიჯნულია იუვენტუსის ისტორიასთან , პირადად მეც არაერთხელ მიხმარია ეს სიტყვა და საქმითაც დამიმტკიცებია , რადგან კარიერის მანძილზე 5 – ჯერ ვიზეიმე ჩემპიონობა . უფრო მეტიც , ისინი ამ სიტყვას უნდა შეეჩვიონ ! ადრე ეს ჩვენს კლუბს გადაულახავ ბარიერად მიაჩნდა … მაგრამ , საერთოდ რეალისტი უნდა იყო და არ მსურს ჯერ ვინმე შეცდომაში შევიყვანო და უპირველეს ყოვლისა იუვენტინოები . მოდით ასე ვიტყვი , ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით ” .
უკვე ორი თვეა , ამ გუნდის მშენებლობით ხართ დაკავებულნი . რამდენად მოახერხეთ შიგნით შესვლა ? სახურავი გამოჩნდა უკვე თუ ჯერ ფუნდამენტზე იმყოფებით ?
( იცინის ) ” თვე ნახევარში სახურავის დანახვა , მემგონი ცოტა რთულია . სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ფუნდამენტი არსებობს , კარგად ვაცნობიერებთ , თუ რა დიდ შენობას ვაშენებთ . რათქმაუნდა , შეგვიძლია სახურავზე მისვლა , მაგრამ შემდგომ ის სახლი რამდენიმე თვეში დაინგრევა . ამიტომ ჯერ არ შევხედავ სახურავს , ხოლო შემდეგ , რამდენიმე თვეში , ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ მისი ცქერით , დარწმუნებული ვიქნები რა , რომ შენობა მყარად დგას ” .
გუშინ მაროტამ განაცხადა , რომ გუნდს უახლოეს პერიოდში 2-3 ფეხბურთელი შეემატებოდა . როგორ იქნება გუნდი 10 დღის შემდეგ , როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ?
” ვერ მიგიხვდით . როგორ თუ როგორი იქნება ? ”
თქვენ ნათლად მიანიშნეთ ხელმძღვანელობას ის , რაც თავად თქვენ გსურდათ . ელოდით , მათგან ასეთი სახის ნაბიჯებს ?
” ხელმძღვანელობასთან ერთად , რაც ვფიქრობ უკვე არაერთხელ მითქვამს , რაც იუვენტუსის მწვრთნელი გავხდი , მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები : გენერალურ დირექტორთან , სპორტულ დირექტორთან და პრეზიდენტთან . მაგრამ , არა მგონია ისე იყოს ყველაფერი რომ ერთ საღამოს რაიმე ვუთხრათ მათ და მეორე წუთში სიტუაცია შეიცვალოს . ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ , ამ მხრივ ერთი გზით მივდივართ . ჩვენ ყველანი ვითმენდით , ასევე მაროტაც . ვუჩინიჩი დროულად შემოგვიერთდა . სხვებიც მოვლენ და კარგად გვესმის , რომ შემადგენლობა ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს . მაგრამ ეს მარტო კონტემ კი არ იცის , ეს კლუბმაც იცის . მხოლოდ კონტე არ ითხოვს გაძლიერებას , რომ იცოდეთ . ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ვაყალიბებთ და გვესმის , რომ მას ბოლომდე სჭირდება შევსება ” .
უკანასკნელ ტურნირზე , ბევრი კარგად დასამახსოვრებელი მომენტი იყო , მაგრამ რიგ ეპიზოდებში , მაინც გაბრაზებული გამომეტყველება გქონდათ . შესაძლოა პრობლემები დაცვის ხაზშია ?
” არანაირად . დაცვამ კარგად იასპარეზა . თუმცა უბურთოთ მათ მაინც მოუწევთ ვარჯიში , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში გიწევს ტესტ მატჩები , რთულია ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება . ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამხანაგური მატჩებია და აი უკვე ოფიციალურ დაპირისპირებებში , ამ დეტალებზეც ვისაუბრებთ ” .
არ გვეტყვით სასტარტო შემადგენლობას ?
” ალეგრიმ უკვე გამოაცხადა ? “
დიახ …
” იქნებ მეც გამანდოთ ” . ( იცინის )
წყარო : TuttoJuve.com:
ეს იყო სულ? და არ უთხრა მილანის შემადგენლობა? ან ამან თავისი არ თქვა?
მეტი ღარა გინდა ძმა?? ამხელა ინტერვიუა : DDD ალბად მანდ დაასრულეს საუბარი..
არაფერი არ მინდა უბრალოდ კარგ მომენტზე შეწყდა და მეწყინა… კაი წიგნი რო დამთავრდება საინტერესო მომენტზე ისეა
საღოლ რა ჯიგარი კაცია იმენა !
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ფუნდამენტი არსებობს , კარგად ვაცნობიერებთ , თუ რა დიდ შენობას ვაშენებთ . რათქმაუნდა , შეგვიძლია სახურავზე მისვლა , მაგრამ შემდგომ ის სახლი რამდენიმე თვეში დაინგრევა . ამიტომ ჯერ არ შევხედავ სახურავს , ხოლო შემდეგ , რამდენიმე თვეში , ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ მისი ცქერით , დარწმუნებული ვიქნები რა , რომ შენობა მყარად დგას
რა დაზარება ტო , ტიპი ნახე პროსტა რას ლაპარაკობს )) როგორ არ უნდა დაწერო სულ რომ ვეფხვის ტყაოსანი ყოფილიყო !!! იუვეე !!!!!!!!!!!!
გენაცვალე დავით…

რო არ დაგეზარააააა
რა შვაშია მარა კალაძემ გოლი გაიანა
თან ბოლო წუთზე… და მოიგეს 4-3 მაას რა ჯობია…
კონტეზე ვიძახი როგორც მოაზროვნე მწვრთნელზე, არ უნდა შეცდეს, და ალექსი არ უნდა იყიდოს
ხო ეგ მართალია მარა შეცდომა დელ ნერისაც მოუვიდა…
დელნერისგან არაა გასაკვირი, კონტე სხვა დონეა
კონტე ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული ფეხბურთელი იყო,ვიდეო რომ დადეთ აქ,იქაც ჩანს რომ სხვა ჯიგარი აქვს,ნამდვილი იუვენტინოა
forza juveeeeeeeeeee!
ფორცა იუვე!!!
წინ ჩოხოსანო ტურინელებო
იქეთ ალექსი ისეთ რაღაცეებს აკეთებს რო ბონუჩი ჯობია მაგას
ra dროს ალექსია, რა ეთყობა კონტეს იმის რო ალექსი იყიდოს?
კონტეს რა უნდა ეტყობოდეს? უბრალოდ პრესაში მაგის მეტს არაფერს წერენ…
მაგარი კაცია ეს თუ ამოგვიყვანს წუმპედან დიდი იმედი მაქ…
ქალები რო შემდეგ სერიას ელოდებიან სერიალისას ისე ველოდები ამ სტატიის გაგრძელებას
უთხარი რა მილანის შემადგენლობა შენც რა დაგვტანჯე :D
გაიხარე დათკა
!!! დიდი სამუშაო გასწიე. ბრწყინვალე სტატიაა!!! აი ძმებო ეს მწვრთნელი გვყავს ჩვენ!!! მე მშვიდად ვარ რადგან ჩემ გუნდს ნამდვილი იუვენტუნო და მაგარი ადამიანი წვრთნის!!!
ოკ არაა პრობლემა , ჩემი ბრალია
სტატიაში ვარ ჩართული უბრალოდ
მე მინდოდა ცოტა იუმორიც ყოფილიყო
მართლაც რაა 2006ის მერე იტალიური ფეხბურთი კი არა მთლიანად ფეხბურთი შეიცვალა….
პროსტა ბარსას ხალხის სიმულაციებს და რეალის მოჩეხვებს რომ ვუყუერბ უკვე აღარ მინდება ფეხბურთის ყურება რაა რა დრო იყო ხალხი ფინტს რომ გაუკეთებდი ტაშს გიკრავდა ეხლა კიდე ან ფეხს მოგტეხავს ან ისე ისიმულიანტებს დებილ სუდიას გააგდებინებს შენ თავს…. იმიტომ მევასება მანჩესტერი რომ ერთადერთი კლუბია რომელიც ძველი წესებით ჯიგრულად თამაშობს ფეხბურთს…
მანჩესტერი მეც მაგრა მომწონს და მაგარ პატივს ვცემ….
ვანახლებ ხოლმე და წაიკითხეთ … აი ეს არის ნამდვილი იუვენტინო !!! რა სიტყვებია !!!! ბრავო კონტე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
http://www.youtube.com/watch?v=FiBQ7RL1O3c
რას მერჩოდი? რატო ამატირე? რატო გამიფუჭე ხასიათი? ბარემ ნედვედის ვიდეოც მანახე… ისე წარმოგიდგენიათ რა თაობა იყო: დელ პიერო, გიგზი, სქოულზი, რაული, კონტე, ვიერი, ბაჯო, ტოტი, რონალდო (კიჭა), რომარიო, რივალდო… და ახლა რა ქალიშვილები მოდიან, ერთს დააკარებ თითს და გორაობენ: ბუსკეცი, მესი, რნალდო, პედრო, ვილა და კიდე ბევრი… ძაან რთულია იმ ტაობიდან ამაზე გადმოსვლა…
ისე მართალია ეს კაცი….
ალექსი არ დავინახო იუვეში თორე….
……..
…….
……….
.
.
.
.
.
.
მეწყინება
მაგარი კაცია )
ღმერთმა გისმინოს ანტონიო მჯერავს შენი მაგარი კაცი ხარ